კვარაცხელიამ ვარჯიში განაახლა და "ურალთან" უნდა დაბრუნდეს

AutoSharing Option
როგორც ხვიჩა კვარაცხელიას "ინსტაგრამის" "სთორით" ირკვევა, საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" გარემარბმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა.

შეგახსენებთ, Sportall.Ge-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუებში თავად ფეხბურთელმა და მისმა აგენტმა მამუკა ჯუღელმა განაცხადეს, რომ "კრილიასთან" დაპირისპირებაში ხვიჩას ტრავმა გაურთულდა, სარეაბილიტაციო პერიოდის კარგად წარმართვის შემთხვევაში კი "რუბინის" ლიდერი რუსეთის პრემიერლიგის განახლებას მზადყოფნაში უნდა შეხვედროდა.

Sportall.Ge

13 სექტემბერს "რუბინი", რომელსაც 5 თამაშის შემდეგ 11 ქულა აქვს და მე-5 პოზიციაზეა, ლუკა გაგნიძის ბოლოადგილოსან "ურალს" უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, კვარაცხელიამ სექტემბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების დახმარება ვერ მოახერხა, მის გარეშე კი სანიოლის გუნდს
ძალიან გაუჭირდა.

altექსკლუზივი. ხვიჩა კვარაცხელია: ტრანსფერი? დარჩენილ დღეებში ყველაფერი შეიძლება მოხდეს

altკვარაცხელია საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება - ექსკლუზიური ინტერვიუ მამუკა ჯუღელთან

მკითხველის კომენტარები / 31 /
ტრავმა ქონდა კიტეიშვილსაც ჩამოვიდა ეცადა ეთამაშა გაიმიზეზა და წავიდა . ამან კი ჩამოსვლაც არ იკადრა . კიტეიშვილს ასმაგათ ვაფასებ მაგის მერე .
ტოტტი
18:26 08-09-2021
12
შემდეგი ტრავმა ოქტომბერში უწევს...
zura
19:22 08-09-2021
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული