ექსკლუზივი. ხვიჩა კვარაცხელია: ტრანსფერი? დარჩენილ დღეებში ყველაფერი შეიძლება მოხდეს

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო საკითხზე წარმოუდგენლად დიდი ინტერესია. სამწუხაროდ, მას ტრავმის გამო საქართველოს ნაკრების სექტემბრის მატჩების გამოტოვება მოუწევს. ამის შესახებ ფეხბურთელის აგენტმა მამუკა ჯუღელმა გვაცნობა.

მკითხველი სამართლიანად გვსაყვედურობდა, რომ ხვიჩას შესახებ  უტყუარ ინფორმაციას ვერ ვაწვდიდით და როგორც დაგპირდით, SPORTALL.GE ხვიჩა კვარაცხელიას ექსკლუზიურად ესაუბრა:

- პირველ რიგში, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა გვაინტერესებს...
- "კრილიასთან" დაპირისპირებისას ტრავმა გამიმიზეზდა. იქედან გამომდინარე, რომ სანაკრებო მატჩები ახლოვდებოდა, გადავწყვიტე, დამესვენა და ნაკრებისთვის ბოლომდე მზად ვყოფილიყავი. სამწუხაროდ, ასე ვერ მოხდა და უმნიშვნელოვანესი შეხვედრების გამოტოვება მიწევს.

- ვილი სანიოლმა სიაში
შეგიყვანათ. თავიდან იმედი ჰქონდათ, რომ თამაშს შეძლებდით...

- როგორც უკვე აღვნიშნე, ყველაფერს ვაკეთებდი, რათა სანაკრებო შეხვედრები არ გამომეტოვებინა, ამის იმედი რა თქმა უნდა, ვილი სანიოლსაც ჰქონდა.

- როცა ნაკრების ფეხბურთელი კლუბში ტრავმირებულია, აპრობირებული მეთოდია, რომ ის შეკრებაზე მაინც ჩავიდეს და საბოლოო გადაწყვეტილება ნაკრების საექიმო შტაბმა მიიღოს.
- მე მზად ვარ, ჩამოვიდე, ამის პრობლემა არ მაქვს, თუმცა ამ საკითხთან კლუბის გადაწყვეტილება ასეთია, რომ მკურნალობა აქ უნდა განვაგრძო და მას ვერ დავარღვევ.

არ მგონია, ვინმეს ეჭვი ეპარებოდეს, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაში ჩემთვის ძალიან საამაყოა და არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ამისგან თავს შევიკავებ. თუკი ასეთი ადამიანები არიან, ვისაც ამის არ სჯერა, ძალიან სამწუხაროა...

საქართველოს ნაკრებმა სანიოლის სადებიუტო მატჩებში დაამტკიცა, რომ ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან ბოლომდე თამაში შეუძლია და ბიჭების იმედი ახლაც მაქვს!

- როცა ფეხბურთელის მიმართ ამხელა ინტერესია, ზოგჯერ ეს მის თამაშზე ნეგატიურად აისახება. გარდა ამისა, რუსული მედიაც კი წერს, რომ იქაური პრემიერლიგისთვის ზედმეტად მაღალი დონის ხართ. ეს თქვენზე როგორ მოქმედებს და რამდენად დიდი შანსია ტრანსფერი დარჩენილ დღეებში განხორციელდეს?
- მე ვაკეთებ ჩემ საქმეს და ბოლომდე ვარ კონცენტრირებული. არანაირი გარემოება ამაში ხელს არ მიშლის.

რუსეთის პრემიერლიგა საკმაოდ მაღალი დონისაა, სერიოზული პროგრესი განიცადა და იოლი მოწინააღმდეგე ფაქტობრივად, არ არსებობს.

მე ჩემი მიზანი მაქვს - ჩემპიონთა ლიგის მოგება და ყველაფერს გავაკეთებ, ამას მივაღწიო. "რუბინთან" ერთად იქნება თუ სხვა გუნდთან, ამას დრო გვაჩვენებს.

რაც შეეხება ტრანსფერს - დარჩენილ დღეებში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას!

altკვარაცხელია საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება - ექსკლუზიური ინტერვიუ მამუკა ჯუღელთან

მკითხველის კომენტარები / 62 /
არ გამოვა მაგისგან დიდი ფეხბურთელი. როდესაც გადამწყვეტი მომენტებია კარიერაში თუ სანაკრებოდ, მაშინ ემართება ხან რა და ხან რა. იმ კატეგორისაა, ბევრი რომ გვყავდა ადრე, ვითომ რეალი თუ ბარსელონა რომ ეპატიჟებოდნენ და ბოლოს რუსეთში ჩამწნილდნენ.
ეგოისტი
09:54 29-08-2021
4
ჩაატარეთ ჟურნალისტური გამოძიება ჯუღელის თაღლითობის შესახებ და ყველგან გამოაქვეყნეთ.
ქ. გ.
07:07 29-08-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული