როგორც იცით, კოსოვოსთან მატჩის მე-12 წუთზე საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა ტრავმა მიიღო და შეცვალეს.
Kleinezeitung-ის ცნობით, ის კლუბში დაბრუნდა, ორშაბათს მაგნიტო-რეზონანსული კვლევა ჩაუტარდა და დადგინდა, რომ სერიოზული არაფერი სჭირს. მას კუნთის მცირე სტრუქტურული დაზიანება აქვს.
შეგახსენებთ, ოთარმა "შტურმის" ბოლო შეხვედრა ბარძაყის კუნთის პრობლემის გამო გამოტოვა და კოსოვოსთან თამაშამდე ეროვნულ გუნდში ინდივიდუალურად ემზადებოდა.
მოკლედ, კიტეიშვილს დიდხანს არ მოუწევს უქმობა, მაგრამ 12 სექტემბერს "კლაგენფურტთან" ბუნდესლიგის მე-7 ტურის მატჩში მონაწილეობას, ალბათ, ვერ მიიღებს.