"ხვიჩა დაუსრულებლივ კამათობდა სლუცკისთან, სთხოვდა ნაკლებად დაეტვირთა, ახლა კი რუსეთში მოუწევს ჩეხვა" - რუსულმა მედიამ კვარაცხელიას არშემდგარი ტრანსფერის დეტალები გაამხილა

AutoSharing Option
"ჩემპიონატზე" ჟურნალისტმა დმიტრი ზიმინმა "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიაზე წერილი გამოაქვეყნა:

აზრით ხვიჩა უკვე ევროპაშია. ახლა როგორ დაბრუნდეს რუსეთში?

ყველაზე ნიჭიერი თუ რუსეთის პრემიერლიგის ყველაზე გადამეტებულად შეფასებული მოთამაშე?

"ხვიჩას გასაყიდად "რუბინი" მთელი ზაფხული ემზადებოდა. ლამის ყოველ კვირაში რუსი და ევროპელი ინსაიდერები ახალ კლუბებზე იტყობინებოდნენ, რომლებიც თითქოს ქართველ ტალანტზე ფასს სწევდნენ. იტალიის ყველა ტოპები - "იუვენტუსი", "ინტერი", "მილანი", "ატალანტა", "ნაპოლი", ინგლისის ორი კლუბი - "ტოტენჰემი", "ევერტონი" და დანართში "ბაიერნი", "ბორუსია" და "სევილია". გასაკვირიცაა, ყველამ ერთდროულად როგორ მიაქცია რუსეთის ჩემპიონატში მოასპარეზე ჭაბუკს ყურადღება.
მაღალ დონეზე ინტერესი ეჭირა ფეხბურთელის აგენტ მამუკა ჯუღელს. გახურებული სატრანსფერო ფანჯრისას მან 10 კლუბი დაასახელა, რომლებიც ხვიჩათი იყვნენ დაინტერესებული და ცნობა გაავრცელა, რომ ორთან კონკრეტული მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. მისი აზრით, წასვლის ალბათობა 85-90 პროცენტს შეადგენდა.

თუმცა, ქართველ საფეხბურთო მაესტროს ცხადია დაავიწყდა: საჯაროობა რეალური ინტერესისაა კარგი. ბლეფი კი უმალ იგრძნობა. რომელიმე ტოპ-კლუბს "რუბინისთვის" ხვიჩაზე რეალური წინადადებით რომ მიემართა, პირველ რიგში მთავარ ოფციას ჩაწერდა - არავითარი კომენტარები პრესაში. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა გერმან ტკაჩენკომ, როდესაც ელდორ შომორუდოვის "რომაში" ტრანსფერის სპეცოპერაციაზე მოგვითხრო. აგენტებს პირველ რიგში სთხოვეს დეტალებზე სახალხოდ არაფერი ეთქვათ. ამიტომ ტრანსფერი ბოლო მომენტამდე ზესაიდუმლო ვითარებაში მიმდინარეობდა.

შესაბამისად, თუ დიდი ხუთეულის კლუბებს არა უბრალოდ დიდი ინტერესი ჰქონდათ, არამედ მოლაპარაკებებიც დაიწყეს, მამუკას საჯარო გამოსვლებს ვერ ვიხილავდით. აუცილებლად იქნებოდა შეკითხვები და გაცნობითი საუბრები, მაგრამ იმავე დროს ევროპაში "რუბინის" პოზიცია ესმოდათ: კლუბი მზად იყო საუბარი 20 მილიონი ევროდან დაეწყო - სავსებით ადეკვატური ფასია რუსეთის პრემიერლიგის ყველაზე ნიჭიერი მოთამაშისთვის. ასეთი შეთავაზების გამოგზავნა კი ვერავინ გადაწყვიტა.

ზამთარში ასეთი თანხის გარიგებები იშვიათობაა და ეს იმას ნიშნავს, რომ, ალბათ, ხვიჩა კიდევ ერთ წელს "რუბინში" გაატარებს. გუნდის კონფედერაციათა თასიდან გამოვარდნის გამო ევროტურნირებზე თავის გამოჩენის შანსის გარეშე, ამიტომ მხოლოდ შიდა ჩემპიონატზე მოუწევს ჩეხვა. და ყველაზე მთავარი - არ შეამციროს თავისადმი მოთხოვნა და არ დაივიწყოს განვითარება. ასეთი პრობლემა არის.

ამბობენ, მთელი აგვისტოს მანძილზე ფეხბურთელი დაუსრულებლივ კამათობდა სლუცკისთან და სთხოვდა ნაკლებად დაეტვირთა, რამეთუ შესაძლო ტრავმაზე სწუხდა. მწვრთნელი უარს ეუბნებოდა და მატჩებზე პირველივე წუთებიდან აყენებდა. აგვისტოს შუა რიცხვებში მოთამაშემ მაინც მიიღო ტრავმა - ასეთია ოფიციალური ვერსია. არაოფიციალური - ფეხბურთელს ყველაფერი მობეზრდა და თვითნებურად თქვა თამაშზე უარი, რამდენადაც ევროპულ ტრანსფერში სრულად იყო დარწმუნებული.

ეს სეზონი ხვიჩასთვის ნამდვილად ურთულესი გახდება. ხელმძღვანელებს და მწვრთნელს შეუძლიათ ილაპარაკონ, რომ სათამაშოდ მზადაა, მაგრამ მხოლოდ ფეხბურთელმა იცის საკუთარი აზრები. ეს ნაღდად რთულია.  შენ დარწმუნებული ხარ, რომ "რუბინისა" და რუსეთის პრემიერლიგისთვის გადაიზარდე, შენთვის აუცილებელია შემდგომი განვითარება, ტრანსფერი უკვე მზადდება, შემდეგ კი - სრული იმედგაცრუება.

ასე რომ, ქართველ ტალანტს ორი გზა აქვს: ან შეჩერდება განვითარებაში და "ყველაზე ნიჭიერიდან" რუსეთის ჩემპიონატის "ყველაზე გადაჭარბებულად შეფასებულ" მოთამაშედ გადაიქცევა, ხოლო ერთი წლის შემდეგ "იუვენტუსი" ახლოსაც არ იქნება, ან უფრო აგრესიულად დაიწყებს მძიმე შრომას, გაარღვევს რუსეთის პრემიერლიგას და მომავალ ზაფხულში ევროპას "რუბინისთვის" სასურველ თანხად მიაშურებს.

ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. მწვრთნელი ხომ მასზე ჯერაც ამყარებს იმედებს. ტყუილად როდი დაარქვა ძაღლს კვარა".

მკითხველის კომენტარები / 38 /
მთელი რუსეთი არის გასარღვევი მარტო იმისთვის რაც ქართველ ფეხბურთელებს გაუკეთეს. და აუცილებლად გაირღვევა მთავარ როლს ქართველები ვითამაშებთ
XishniK.+
10 სექტემბერი 2021 02:35
7
ძალიან სწორად გადმოსცა ჟურნალისტმა თავისი სატქმელი, ცბიერები და ორღობის ჭორიკნები ხართ ტქვეენ ქართველი ჟურნალისტები, გამოცოხცხლდით და გააკრიტიკეთ ქართული ფეხბურთის ეგრეთწოდებული ბოსები, მაგრამ მაგას ერთი ადგილი უნდა ყველა უფრთხლდება საკუთარ ტავს, ხოდა ვართ იქ სადაც ვართ! იმედია არდაბლოკავთ ამ კომენტარს
dzeke
10 სექტემბერი 2021 01:26
1
სანამ არ გააფუჭებენ არ გაყიდიან, რადგან ქართველია და მისი წარმატება რუსული ნატურისთვის ყოვლად მიუღებელია
Io
10 სექტემბერი 2021 01:20
8
Ver moaba jughelma tavi top ligebtan magas ruseti egona amitom tu martla ojaxis axlobeli xar daakavshire normalur saagentostan da egreve mougvareben tuki shedzleb da puls ar daxarbdebi
Kaxa
10 სექტემბერი 2021 01:15
0
არანაირი სიცბიერე, ძალიან ობიექტურად და კეთილგანწყობითაა დაწერილი. საერთოდ ეგ გამოცემა "რუბინზე" და ხვიჩაზე კარგად წერს. ეს აქედან დაგესლეს ხვიჩა მწარე კომენტარებით. გაუსკდა, ალბათ, ბიჭს გული. ვინ იცის, რა დღეში იყო. რა ქნას, ეს 20 წლის ბავშვი ხომ ვერ ათრევს მარტო ამ უვარგის ნაკრებს?
სანდრო
10 სექტემბერი 2021 01:13
13
20 წლის კაცმა საკუთარი ბედი ცოტა დალაგებულ აფამიანს უნდა დაუკავშიროს და არა უწიგნურ ვაჭრებს
Kale
10 სექტემბერი 2021 04:36
1
ისე 20 წლის პროფესიონალი ფეხბურთელი,უკვე აღარ უნდა იყოს ბავშვი ( მთელს მსოფლიოში ასეა).
რაც შეეხება ჯუღელს-ელემენტალურად ასეთ პიროვნებას არცერთი სერიოზული კლუბის მენეჯერი არც დაელაპარაკება.
ცალკე საკითხია რომ კვარაცხელია დღესდღეობით არ ღირს 20 მილიონი, სეზონში 3-4 გოლით ისიც რუსეთის ჩემპიონატში....
ვუსურვებ რომ მართლაც ბევრი იშრომოს ფიზმომზადებაზე,ორი ტაიმის თამაში უჭირს.დღეს ფეხბურთი ითხოვს 90 წუთი თავდაუზოგავ შრომას.თანაც სეზონში 2-3 თამაშის მაღალ დონეზე ჩატარება არ კმარა.კვარაცხელია კი არა ბეილის არ აპატიეს რამოდენიმე თამაშის ჩაგდება.
მოკლედ, მასზეა დამოკიდებული აწი ყველაფერი და იმაზე თუ დათანხმდება ჯუღელი ფულის გაყიდვაზე რომ სერიოზული ხალხი ჩაერთოს საქმეში, თორემ თუ ამ სეზონშიც არ მოხერხდა,მაშინ მოუწევს მთელი სპორტული ცხოვრება ირტიშსა და თოვლს შორის გადასვლა- გადმოსვლა და კარიერის დასასრული ყარაგანდაში.არადა არ არის მაგის ღირსი.
ჟორა
10 სექტემბერი 2021 02:04
1
ცბიერი სპეციალური სტატია. ფსიქოლოგიური ზემოქმედების მცდელობა.
Spec.X
10 სექტემბერი 2021 00:59
68
68 დისლაიქი Vაი თქვენს პატრონს ან ბოტები ხართ ან ჯიბეში ყავხართ რუსებს
Hm.
12 სექტემბერი 2021 02:38
0
ისედაც როგორი სტრესული სეზონი ელოდება ბიჭს და ქართველები აქედან საშინელებებს უთვლიან. იმედია მოიკრიბავს მოტივაციას და უფრო გაძლიერება. ურთულესი სეზონი ექნება და უხეში. მუდმივად იქნება ტრავმის საშიშროება.
აქედან მაინც გაუგზავნეთ დადებითი ემოცია...
Thomas
10 სექტემბერი 2021 00:50
9

სიახლეები პოპულარული