ხვიჩა საგოლე პასით დაბრუნდა - დებიუტანტმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და "რუბინს" "ზენიტთან" მატჩი ელის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერლიგის მეშვიდე ტურში „რუბინმა“ საკუთარ მოედანზე „ურალი“ 4:0 დაამარცხა.

ამ მატჩის წინ ყაზანური გუნდის მწვრთნელმა სლუცკიმ განაცხადა, რომ კვარაცხელიასა და დესპოტოვიჩის გარეშე გაუჭირდათ და მათი დაბრუნების შემდეგ სიტუაცია შეიცვლებოდა. მართლაც ასე მოხდა. მართალია, „ურალი“ აუტსაიდერია, მაგრამ მასპინძლებმა ჩინებულად ითამაშეს და ჩვენებური საუცხოოდ გაისარჯა. ქრონოლოგიურად მივყვეთ მოვლენათა განვითარებას.

- მეორე წუთზე კვარაცხელია ფლანგზე მეურვეს გაექცა, გუნდის ახალწვეულ დრეიერს გადაცემა გაუკეთა და მან ქუსლით დალაშქრა პომაზუნის კარი. ვერაფერს იტყვი, მართლაც ჩინებული გოლი იყო. ის „მიდტიულანდისგან“ 6 მილიონ ევროდ შეიძინეს.
- მეცამეტე
წუთზე ხვიჩამ ორი მეურვე „მიიზიდა“, გამონთავისუფლებულმა აბილგორმა განივი პასი გააკეთა და მამინმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი.
- მეთვრამეტე წუთზე ქართველმა საჯარიმოს გასწვრივ დრიბლინგი განახორციელა, მისი დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, სამოშნიკოვმა კი დამატებაზე მახვილი კუთხიდან, ერთი მეტრიდან ბურთი ძელს გაარტყა.
- ამის შემდეგ შეტევებისთვის ეკატერინბურგელებმაც მოიცალეს, თუმცა ხეირი ვერა ნახეს რა და პირველი ტაიმი 2:0 დასრულდა.
- ორმოცდამეთექვსმეტე წუთზე აბილგორმა მოწინააღმდეგე წააქცია, მსაჯმა პენალტი დადო, მაგრამ ვიდეოგამეორების შემდეგ გააუქმა და საჯარიმო დანიშნა.
- სამოცდამეორე წუთზე კვარაცხელია ბაკაევმა შეცვალა. როგორც ჩანს, სლუცკიმ ის ბოლომდე არ დატვირთა.
- სამოცდამეათე წუთზე „ურალში“ შეცვლაზე შევიდა მცველი ლეო გოგლიჩიძე, რომელიც რუსეთის მოქალაქეა.
- სამოცდამეჩვიდმეტე წუთზე „ურალში“ შეცვლაზე ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე შევიდა.
- მეოთხმოცე წუთზე დრეიერმა დუბლი შეასრულა.
- კომპენსირებულ დროში დრეიერმა ჰეთ-თრიკი შეასრულა.

„რუბინი“ 14 ქულით მეოთხე ადგილზეა და 20 სექტემბერს ლიდერ „ზენიტს“ უმასპინძლებს, რომელიც 3 ქულით უსწრებს.

მკითხველის კომენტარები / 20 /
ჰა წავიდა ახალი წელიწადი. ხვიჩა იქ გადადის ,ხვიჩა აქ გადმოდის . მილანმა რატომ შევცდი და ეს ბიჭი არ დავიმტეო და ასე შემდეგ გაუთავებელი ჭორები და ტყუილები.
ამასწინათაც დავწერე თავი დაანებეთ თუ სადმე გადავა ხომ გავიგებთმეთქი. ხოდა დარჩა ჯერჯერობით რუბინში და დავრჩით ჩვენც დროებით რუბინის ქომაგები!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
sssssssssssssssssss
14 სექტემბერი 2021 17:10
0
არც რუბინი მაინტერესებს დარ რუსეთის ჩემპიონატი. მამუკოვიჩი ყოჩაღ, რომ ნაკრებში არ ჩამოვიდა, რუბინისთვის გაუფრთხილდა თავს. იტალიას და ინგლისს თავი გაანებეთ.
გია
14 სექტემბერი 2021 15:05
5
ეს უკვე რუსეთის და რუბინის ხელის ბიჭია,რა საგოლე პასი ყაზანის პროვინციის გუნდში თამაშობს და მოსყიდული მცველები ატარებენ,
ემიგრანტი
14 სექტემბერი 2021 11:06
16
მართალი ხარ. დეკემბრამდე ეს უაზრო სტატიები და კომენტარები არ მოგვაკლდება. გამიკვირდა თქვენი კომენტი რომ დაიბეჭდა.
vaxo
14 სექტემბერი 2021 12:12
3
ამ უაზრო ქება დიდებას ხომ არ ჯობია ვაღიაროთ, რომ კვარა ტრამვის შემდეგ /რაშიც მე პირადათ დიდი ეჭვი მეპერება/ ჩვეულ ფორმაშია არ არის? თუ არა რა გამოდის? გამოვიდა ის დანიელი თუ ბელგიელი პირველად რუსეთის ჩემპიონატში და თითქმის იმდენივე გაიტანა რაც ხვიჩამ მთელ გასულ სეზონში. მგონია რომ,როცა ამხელა პრეტენზია გაქვს სუპერ გუნდში თამაშის, რუსეთის ჩემპიონათის ბოლოადგილოსან გუნდთან შენი გუნდის მიერ 4 გატანილი გოლიდან მინიმუმ ერთი მაინც უნდა იყოს შენს ანგარიშზე და მე-60 წუთზე არ უნდა გვცლიდნენ
COBRA
14 სექტემბერი 2021 09:48
15
ალბათ გემახსოვრევბათ რომ კვარას ტრამვა აქვს მარცხენა ფეხი ყინუკლებში ქონდა თამაშის მერე. გარდა ამისა სანამ კვარა არ იყო მანამდე რუბინმა ვერცერთი თამაში ვერ მოიგო
მამუკა
14 სექტემბერი 2021 10:39
2
ეტყობა ფეხბურთში ძლიერი ანალიტიკოსი ხარ, მაგრამ იქნებ ზენიტთან მატჩის წინ მწვრთნელმა გადაწყვიტა ისედაც მოგებულ მატჩში არ დაეტვირთა ბოლომდე?
semi
14 სექტემბერი 2021 10:17
3
ხვიჩამ მშვენივრად ითამაშა.დასაწყისშივე დააფიქსირა შედეგი.
ჯუჯი
14 სექტემბერი 2021 08:17
4
ხვიჩა თავისი თავის აჩრდილი იყო, მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ საწყის წუთებშივე შეექმნა 2 გოლი და თამაშის ბედი გადაეწყვიტა. მომეჩვენა, რომ არა მხოლოდ ფორმა აკლია, თვითონაც არ იკლავს თავს, რაც ჯუღელის მავნე გავლენის სედეგი მგონია. ის მოძღვრავს ალბათ, არიქა, ტრავმა არ აიკიდო, თორემ მერე ვის მოვუნდებითო, არადა ისეთ ასაკშია, ყველა მატჩში უნდა დაიხარჯოს ახლა ბოლომდე და ამის შედეგად კიდევ უფრო განვითარდეს, სხვაგვარად რიტმიდან ამოვარდება, განვითარების დინამიკას ჩააცხრობს. ერთი კია, მოედნის ასეთ საფარზე ჯერ იმის ნახევარიც არ გამოუვა, რაც შეუძლია და მერე ტრავმების რისკიც ათმაგდება. კი დაიჩივლა სლუცკიმ ბევრჯერ, მაგრამ მაინც ყანაა...
ქომაგი
13 სექტემბერი 2021 23:17
14
მატჩის წინ სლუცკის ჰკითხეს,მზად თუ არიანო,დესპოტოვიჩი და ხვიჩა,90 წუთი თამაშისაგან.მან უპასუხა,რომ თამაშში გამოჩნდება,რამდენად არიან ფიზიკურად მზად.ხვიჩამ დასაწყისშივე ფაქტობრივად დაამთავრა მატჩი.მას მუდმივად ორი კაცი ეთამაშებოდა,შეტევაში ყოფნის დროს.ამიტომ დრიბლინგზე მაინცდამაინც თავს აღარ იკლავდა.უფრო პასებს ურიგებდა.მეორე ტაიმში კი,უკვე ძალიან ნაკლებად ჩანდა და შეცვალეს.დესპოტმა ითამაშა,მაგრამ საფრთხე უშუალოდ თითქმის არ შეუქმნია.თუმცა არც იყო საჭიროება.დრეიერი მის ზონაში შედიოდა და სადებიუტო მატჩში,ჯერ პირველივე შეხებით,მეორე წუთზე,ხვიჩას იდეალური პასით და ულამაზესი ქუსლურით ჯერ ანგარიში გახსნა,შემდეგ კი,სულაც ჰეთთრიკი გააკეთა.აქედან ერთი,შეცვლაზე შესული გაგნიძის უკან ცუდად დაბრუნებული პასი ჩაჭრა და გოლი შეაგდო.
სოსო
14 სექტემბერი 2021 01:19
1
ზოგიერთს თამაშიც არ უნახავს ისე აკრიტიკებს ხვიჩას, რომელმაც სანამ მოედანზე იყო ორივე გოლი შექმნა. დანარჩენი გოლი ხვიჩას გასვლის შემდეგ გავიდა. ხვიჩამ გააკეთა თამაში. სლუცკიმ ხვიჩა სწორედ ამიტომ გამოცვალა! სასწაულია პირდაპირ ზოგიერთი ისე ჩასაფრებული ყავს??!
aburjga
13 სექტემბერი 2021 22:29
3
ამ ანდრეს დრეიერს პატრონი არ ყავდა 6 მილიონად რომ იყიდეს, რა "ობი" აქვს მოკიდებული?
ვაჟა მასწავლებელი
13 სექტემბერი 2021 22:02
1
პირველი და მეორე გოლი ხვიჩამ შექმნა ,მერე ურალი მორალურად გაფარჩაკდა ,დრაიერი დანიიდან კარგი იყო ,მაგრამ ვნახოთ ზენიტთან რას იზამენ.ფატია 60 წუთის მერე ხვიჩა დაიღალა ,ვერაა ფორმაში.
დევკალიონი
13 სექტემბერი 2021 22:00
4
ეუჰ რაუქნია ეს
beqa
13 სექტემბერი 2021 21:56
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული