სლუცკი: კვარაცხელიასა და დესპოტოვიჩის ერთი საათი - მხოლოდ ერთი საათი არ არის

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში "რუბინმა" სახლში 4:0 დაამარცხა "ურალი". მასპინძელთა გუნდში კარგად იასპარეზა ტრავმამორჩენილმა ხვიჩა კვარაცხელიამ, საგოლე პასი გაუკეთა ანდრეს დრეიერს, მეორე გოლში მიიღო მონაწილეობა და გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ის 62-ე წუთზე შეცვალეს. დრეიერი კი რუსეთის პრემიერლიგაში სადებიუტო მატჩში ჰეთ-თრიკის შემსრულებელი პირველი ფეხბურთელი გახდა.

ნამატჩევს დრეიერმა კომენტარი გააკეთა: "გოლის გატანამდე დავინახე, რომ კვარაცხელიამ განივი პასი გააკეთა და ამ ეპიზოდში კარში დარტყმის ერთადერთი საშუალება ქუსლით თამაში იყო, რათა ბურთი კარში გასულიყო. ეს შესანიშნავი გოლი და გადაცემა იყო".

ყაზანელთა მწვრთნელმა ლეონიდ
სლუცკიმ კვარაცხელიასა და ჯორჯე დესპოტოვიჩის დაბრუნებაზე ისაუბრა: "ორი სწრაფი გოლი გავიტანეთ და გააგებია, რომ ამან თამაშზე იმოქმედა. მქონდა თუ არა მარცხენა ფლანგის გაძლიერების სურვილი? ჩემთვის რომ ეთქვათ, რომელი ფეხბურთელით გამეძლიერებინა, რჩევით სიამოვნებით ვისარგებლებდი. სამოშნიკოვის მდგომარეობაზე ინფორმაცია არ მაქვს (78-ე წუთზე ტრავმა მიიღო და სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს). ხვიჩამ და დესპოტმა უკვე ერთი საათი ითამაშეს, ეს მხოლოდ ერთი საათი არ არის. ეს ჩვენთვის იმაზე მეტია, ვიდრე ველოდით".

Sportall.Ge

შეხვედრის შემდეგ გასახდელში გადაღებულ სურათზე ჩანს, რომ კვარაცხელიას მარცხენა ბარძაყზე ყინულიანი სახვევი აქვს გაკეთებული.

მას მაისური ეცვა, რომელზეც "ჩარკვი" ეწერა - ასე მიაგო კორონავირუსით გარდაცვლილი "ვიტ ჯორჯიას" 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის ხსოვნას პატივი.

მკითხველის კომენტარები / 10 /
აქ დაიწერა იმაზე, რომ ხვიჩასთვის „რუბინში“ დარჩენა ჯობდა და არგუმენტებიც დაიდო. ოღონდ მე ვერცერთმა არგუმენტმა ვერ დამარწმუნა და აი, რატომ: სათამაშო დრო, თუ რამეს წარმოადგენ, უნდა მოიპოვო, სადაც არ უნდა იყო. სლუცკი კარგი მწვრთნელია, მაგრამ კარგი და უკეთესი მწვრთნელებიც სავსეა ევროპაში. მწვრთნელის კეთილგანწყობაც ძლიერ ფეხბურთელს, თუ უხასიათო და არადისციპლინარული არაა, ფიანდაზზე მოუდის. სხვა ფაქტორები კი - მოედნის საშინელი საფარები; გაცილებით დაბალი ტექნიკისა და სათამაშო აზროვნების პარტნიორები, რის გამოც ხშირად უწევს მაგ უხიაგ მოედნის საფარზე უაზრო რბენა და რაც ართულებს საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენას; კლუბის და ზოგადად რუსული ფეხბურთის და რუსეთის ჩემპიონატის არასათანადო სტილი; კოლექტივი, რომელიც არ იბრძვის უმაღლესი მიზნებისთვის და არ აქვს ასპარეზი ევროგამოცდილების მისაღებად; რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ცუდი აგენტი, რომლისგანაც თავს ვერ დაიხსნის, ვიდრე „რუბინიდან“ არ წავა... ეს ყველაფერი მის განვითარებას ხელს როგორ უწყობს, ვინმემ განმანათლეთ.
რა გვეშველება?
16:44 14-09-2021
2
ხვიჩა ზუგდიდის მერად!!!
გეგი
16:25 14-09-2021
3

სიახლეები პოპულარული