"ამ თამაშმა გამოაჩინა, კვარაცხელია გრანდში რატომაც არაა" - რუსული მედია

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინის"  23 წლის ახალწვეულ ანდრეს დრაიერის გაბრწყინების შემდეგ, რუსულმა ტელეკომპანია THB-მ "მიტდიულანდის" ყოფილი მოთამაშე განსაკუთრებიოთ შეაქო, ხვიჩა კვარაცხელია კი გააკრიტიკა:

"როგორც ჩანს, დანიელი ახალწვეული კვარაცხელიას მალე დაჩრდილავს - დრეიერს მარგი ქმედების კოეფიციენტი უკეთესი აქვს.

რა თქმა უნდა, ანდრესი ხვიჩას მსგავსი დრიბლინგით ვერ გამოირჩევა, თუმცა სხვა ყველაფერი გააჩნია.

კვარაცხელიას საგოლე პასი? - ეს ის შემთხვევაა, როცა ის გოლად მისმა ავტორმა აქცია.

ქართველი გარემარბი ტრადიციულად, ბურთს დიდხანს ატარებდა და ასეთივე სიხშირით კარგავდა - ამან ნათლად გამოაჩინა, რატომ ვერ გადაბარგდა ევროპულ გრანდში."

alt

ხვიჩა საგოლე პასით დაბრუნდა - დებიუტანტმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და "რუბინს" "ზენიტთან" მატჩი ელის [VIDEO]





მკითხველის კომენტარები / 86 /
ეს ის შემთხვევაა როცა გამოვლინდება ხვიჩიას ხასიათი, თუ დაიგრუზა და ყურები ჩამოყარა დარჩება საშუალო დონის ფეხბურთელად, თუ ამ ყველაფერმა პირიქით გააბრაზა, მოტივაცია მისცა და გაათმაგებული ენერგიით შეუდგა საქმეს რათა დაადუმოს ყველა და დაამტკიცოს რომ ამხელა ავანსები მასზე ტყუილად არ გაცემულა, მაშინ მართლა დიდ ფეხბურთს ითამაშებს
გიგი
17:49 14-09-2021
2
პირიქით არ დაუწყია ბურთის თრევა და ეგრევე პასს აკეთებდა ,რაც კომენტატორებმა არაერთხელ აღნიშნეს, მშვენივრად ითამაშა და რათქმაუნდა გამორჩეული იყო ,დრაიერს კი ძალიან გაუმართლა ,სტატიის ავტორს (რუსეთის)ის აწუხებს უფრო რატო უცებ მარადონა არაა ხვიჩა და სამ მცველს ერთად რატომ არ ატყუებს,ეს უფრო იკითხება მანდ ,დრაიერი კი ზენიტის დაცვასთან გამოჩნდება რაც არის ,არ დაგავიწყდეთ დესპოტოვიჩიც მოედანზე იყო და მთელი ყურადღება ხვიჩასა და დესპოტზე იყო ,ამ დროს დრაიერზე არანაირი მეურვეობა არ იყო.
დევკალიონი
20:15 14-09-2021
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული