მაკარიძეს აქებენ, კარს კი მისი გუნდის კაპიტანი კონკურენტი იცავს

AutoSharing Option
pledgetimes-ი ესპანურ კლუბ "ალმერიას" პრეზიდენტ, თურკ ალ-შეიხის ინტერვიუს სათაურით - "მას ევროპული "ალმერია" სურს" - აქვეყნებს, სადაც ის საქართველოს ნაკრების კიპერ გიორგი მაკარიძეზეც საუბრობს:

"გიორგის ბევრი კარგი თვისება აქვს. ძლიერია გამოსვლებში - ბურთის ტრაექტორიას მშვენივრად აანალიზებს და მისი პოზიცია თითქმის სრულყოფილია. ქართველი მეკარე ფეხითაც მშვენივრად თამაშობს.

ამავდროულად, მაკარიძის კონკურენტი ფერნანდო დიდი პროფესიონალი და ასეთივე კაპიტანია. "ალმერიას" ამ რგოლში ნამდვილად არ უჭირს."

ქართველ მეკარეს სეგუნდა დივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში ნაკლებად ენდობიან, მხოლოდ ერთი შეხვედრა გამართა, გასულ ტურში კი განაცხადშიც ვერ ვიხილეთ.

პარასკევს,
17 სექტემბერს მე-4 ადგილზე მყოფი "ალმერია" ბოლოს წინა პოზიციაზე მყოფ "ალკორკონს" ესტუმრება. დაველოდოთ, 31 წლის ქართველ კიპერს თამაშის საშუალება რამდენად მიეცემა. 

alt"ალმერიას" მაკარიძე დააკლდება - ქართველ კიპერს ნაკლებად ენდობიან







მკითხველის კომენტარები / 3 /
თუ მისი კონკურენტი კაპიტანიცაა,ესე იგი,ძირითადში მისი დაბრუნება,ძალიან საეჭვო იქნება.არადა შარშან ხომ ძირითადი მეკარე იყო.სათადარიგო მეკარე აირჩიეს კაპიტნად თუ ახალი მეკარე მოიწვიეს და კაპიტნობაც მას არგუნეს?რაღაც უცნაურია.ამბებს კი,თვალი ვერ მივადევნე.
სოსო
14:39 15-09-2021
0
ნაკრებში არ ჩამოსვლა ისჯება, ძმაკაც. სხვებმაც გაიგონ, სხვებმაც იცოდნენ
რატომ ბრაზობ,სოსო?!
11:56 15-09-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული