ბელგიელი გულშემატკივრები მიქაუტაძის ჰეთ-თრიკს ეხმაურებიან

AutoSharing Option
გუშინ, 15 სექტემბერს, ბელგიური სერენი თასზე ქვედალიგელ "ლოკერენტემსეს" დაუპირისპირდა. შეხვედრა 3:0 დასრულდა, ჩვენ და სასიხარულოდ, სამივე გოლი გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზეა.

გთავაზობთ გამოხმაურებას, თუ რას წერდნენ გულშემატკივრები თამაშის მიმდინარეობისას და დასრულებისთანავე:

"გულწრფელი ვიქნები და ვიმედოვნებ, ის ასე ბელგიის ჩემპიონატშიც გამოიჩენს თავს"

"რაკეტაა ეს ბიჭი, ჩვენ ლიჟის "სტანდარტის" წინააღმდეგ თამაში მასთან ერთად უნდა დაგვეწყო"

"შევირგოთ დარჩენილი თვეები, რადგან ის "სერენის" შემადგენლობაში ცეცხლს დიდი ხნის განმავლობაში არ დაანთებს და წავა"

"ოფიციალურად, ბელგიის საუკეთესო თავდამსხმელი დაბრუნდა"

"წარმოდგენაც არ მაქვს ლიჟის "სტანდარტის" წინააღმდეგ ძირითად თერთმეტეულში
რატომ არ ათამაშეს, მისი ადგილი სასტარტო შემადგენლობაშია, ის წარმოუდგენლად ძლიერი თავდამსხმელია"

"ეს ბიჭი მაოცებს, ის შესანიშნავია"

"ეს მას დაეხმარება, რომ ჩემპიონატის დარჩენილ მატჩებში მთავარი მწვრთნელის ნდობა მოიპოვოს"

"კრიშტიანოსა და ლუკაკუზე ვსაუბრობდით, ჩვენ კი მიქაუტაზე გვყავს"

შეგახსენებთ, ბელგიის უმაღლესი ლიგის მე-8 ტურის მატჩს "სერენი" "ანტვერპერთან" წინააღმდეგ 19 სექტემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე გამართავს.



მკითხველის კომენტარები / 5 /
ვულოცავ გიორგის კარგ თამაშს და კიდევ დიდ წარმატებებს ვუსურვებ! მისი წარმატებული თამაში კლუბში მეტყველებს იმაზე, რომ ასეთივე პარტნიორები მას ნაკრებში, სამწუხაროდ, არ ჰყავას!
თამაზი
10:56 16-09-2021
0
კრიშტიანოს გავს მართლა მარტო კარს ხედავს იშვიათად მაგარი თვისებაა. შიში არ აქვს და დამარცხებულის მენტალიტეტი ჩვენი ნაკრების 99% სგან განსხვავებით. წარმატებები გულწრფელად
Zura
15:14 16-09-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული