კიდევ ერთი ქართული გოლი და "ლა ლიგაში" თამაშის შანსი

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფორვარდმა გიორგი გაგუამ მორიგი გოლი გაიტანა, "ალავესის" სარეზერვო გუნდმა კი "სან იგნასიო" სტუმრად 3:0 დაამარცხა.

"ალავესი B" 3 ტურის შემდეგ უდანაკარგოა - ქართველმა შემტევმა და მისმა თანაგუნდელებმა 9 გოლი გაიტანეს და საკუთარ კარში არცერთი არ მიუღიათ. შეგახსენებთ, მეორე ტურში, გაგუამ "იბაიას" კარიც აიღო.

გიორგის გუნდი სეგუნდა B დივიზონში გადმოსასვლელად იბრძვის, 19 სექტემბერს კი "ურიტარას" უმასპინძლებს.

მოსამზადებელ ეტაპზე, 19 წლის გაგუას "ალავესის" ძირითად გუნდში თამაშის შესაძლებლობაც მიეცა და შედეგიანობის გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა, "ლა ლიგაში" გამოსვლის შანსი მიიღოს.

altგაგუას 2 გოლს+ასისტი - ქართველი ჩინებულ ფორმაშია

altქართველი ლეგიონერების შედეგიანი შაბათი - 6 გოლი 5 ფეხბურთელის შესრულებით [VIDEO]






მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებებს გისურვებთ! გვეიმედებით და გვჯერა, რომ ასახელებთ სამშობლოს!
აბა შენ იცი!!!
ბათუმი
15:27 16-09-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული