კვარაცხელია Golden Boy-სთვის ბრძოლას გამოეთიშა

AutoSharing Option
იტალიური Tuttosport-ის მიერ Golden Boy 2021-ის გამოვლენა გრძელდება, თუმცა 40 ნომინანტს შორის ხვიჩა კვარაცხელია აღარ ფიგურირებს.

შეგახსენებთ, ყოველი ეტაპის შემდეგ, ტიტულისთვის ბრძოლას 20 მონაწილე ეთიშება. ყაზანის "რუბინის" გარემარბი თავდაპირველად, ლიდერებს შორის იყო, თუმცა საბოლოოდ ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ დააგროვა.

ამჟამად, მოწინავე სამეულში უკრაინის ნაკრებისა და კიევის "დინამოს" მცველი ილია ზაბარნი (27%), ესპანელი პედრი (14.8) და "სამპდორიას" ნიდერლანდელი ნახევარმცველი მოჰამედ იჰატარენი (13.4) არიან.

იქედან გამომდინარე, რომ უკანასკნელ ეტაპზე, საქმეში ჟიურიც ერთვება, დიდი შანსია, გამარჯვებული "ბარსელონელი" პედრი გახდეს.


alt"მანჩესტერის" შემტევის პროგრესი და

ხვიჩას მე-4 ადგილი - Golden boy 2021

მკითხველის კომენტარები / 19 /
არ შეიძლება გულშემატკივრის განაწყენება. აღარავის სჯერა ტრამვის ამბავი. თუ მასე იყო ჩამოსულიყო და ენახა ნაკრების ექიმს. როცა ქართველ ხალხს უყვარხარ, გოლდენ ბოი კი არა შეიძლება ოსკარი მოგაგებინონ, ამიტომ მოფრთხილება უნდა ამას
ლადო
18:34 16-09-2021
5
ასე დაგსაჯა ხალხმა, მისი არაფრადჩაგდებისთვის!
fsiuu
03:35 17-09-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული