ქეცბაიამ მარცხი აღიარა, კაჭარავა დაბრუნდა, შემდეგი მატჩი ჩაკვეტაძის წინააღმდეგაა

AutoSharing Option
თემურ ქეცბაიამ "ანორთოსისი" ევროტურნირებზე დააბრუნა, თუმცა დასაწყისი იღბლიანი ვერ გამოდგა.

სერბულმა "პარტიზანმა" ფამაგუსტას კლუბი აშკარად დაჩაგრა (0:2) და ამის უარყოფა, მატჩის შემდეგ, არც ქართველ სპეციალისტს უცდია:

"მთავარი მიზანი, რაც ჯგუფში მოხვედრას უკავშირდებოდა, წარმატებით შევასრულეთ.

ჩვენ ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ ყველაფერი ვცადეთ, თუმცა მეტოქემ სამართლიანად გაიმარჯვა.

ვამაყობ ჩემი გუნდით. კვიპროსის ჩემპიონატის მოგებაზე ვართ ორიენტირებულნი. რაც შეეხება ამ ტურნირს, წინ კიდევ 5 მატჩი გვაქვს."

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ნიკა კაჭარავამ კი 2021 წელს პირველად ითამაშა. 27 წლის ფეხბურთელისგან განსხვავებით, ნიკა ნინუა შეხვედრაში არ
ჩართულა. გიორგი ლორიას, რა თქმა უნდა, 90 წუთი დაეთმო.

"ანორთოსისი" გიორგი ჩაკვეტაძის "გენტს", რომლმაც ესტონეთში "ფლორას" (1:0) სძლია, 30 სექტემბერს ესტუმრება.

altქართველები ევროტურნირებზე: სათადარიგო ჩაკვეტაძე, კიტეიშვილი მონაკოში, ქართული დერბი ბრატისლავაში [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
რა ქნას ქეცბაიამ? - კაჭარავას და მისნაირების იმედზეა თუა, წინ ვერ წავა. არაფერი პირადული... კარგ საქმეს აკეთებს- ცდილობს ქართველები დაასაქმოს. მაგრამ დღევანდელი მოცემულობიდან საქართველოში 3-4 გარდა ფეხბურთელი არ გვყავს ე.ი ფეხბურთიც არ გვაქვს... ეს რეალობაა... იფრო მეტიც ,,უჭირს" სახელმწოფოს ერსაც მათ შორის მენტალურადაც...
გუსანი
11:53 17-09-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული