"აპოელის" ტრაგიკული დასაწყისი" - კვიპროსელმა ჟურნალისტმა ქართველები მწარედ გააკრიტიკა

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა "აპოელმა" - ამჯერად "აპოლონთან" 1:2 წააგო.

"აპოელში" სრულად ითამაშა თორნიკე ოქრიაშვილმა და ყვითელი ბარათი მიიღო, ბუბა დაუშვილი 69-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო გიორგი ქვილითაია 79-ეზე. "აპოლონში" სათადარიგოები იყვნენ რევაზ ინჯგია და გიორგი პარუნაშვილი.

24sports-ის ჟურნალისტმა გეორგიოს პატიჩისმა "აპოელის" შესახებ წერილი გამოაქვეყნა და სხვა ფეხბურთელებთან ერთად ახალწვეული ქართველებიც გააკრიტიკა:

"აპოელის" ყველაზე პესიმისტი გულშემატკივარიც კი ვერ წარმოიდგენდა სეზონის ასეთ ტრაგიკულ დასაწყისს. სამი მარცხი იმიტომ კი არ განიცადეს, რომ არ გაუმართლათ, არამედ იმიტომ, რომ ძალიან სუსტად ითამაშეს
და ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს.

მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებს მარტივი რამეების გაკეთების უნარიც არ გააჩნიათ. ყველა თავისთვის თამაშობს და გამაღიზინებლები არიან თავიანთი... გრძნობის გარეშე.

რა კავშირი აქვს ოქრიაშვილს იმ ფეხბურთელთან, რომელმაც დიდ ევროპულ სტადიონებზე მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია? ქართველი ნახევარმცველი უმართავი იყო, ჟინისა და შინაარსის გარეშე.

ქვილითაიას არაერთი გადაცემა გაუკეთეს, იბრძვის, მაგრამ სხვისი დახმარების გარეშე სუსტად გამოიყურება.

დაუშვილს მეტოქის შეჩერება მხოლოდ წესების დარღვევით ან ყოველ მატჩში წითელი ბარათით შეუძლია".

მკითხველის კომენტარები / 11 /
დაუშვილი ქვილითაია და ოქრიაშვილი რომ გყავს ძირითადში წარმატება ზე ფიქრი რთულია ისე რეალურად მართლა მიკვირს რა დაემართა ამ კლუბს უკონკურენტო იყო წლები კვიპროსში და დღეს ასეთი რეგრესი გასაკვირია
გიო
03:56 20-09-2021
1
ნაკრებს სანიოლი კი არ ანგრევს,არამედ ვინც ის მოიყვანა. ქვილითაია, დაუშვილი და ოქრი რომ გეყოლება გუნდში, რა წარმატებაზეა საუბარი? კვიპროსელი ჟურნალისტი მიხვდა ამას და ჩვენ რა გვჭირს ნეტა? ფეხბურთელები გვყავს, მხოლოდ ვინც იმსახურებს ნაკრებს, მას არ იძახებენ და ამ ხლამს ათამაშებენ.არაბიძეც მაგატმა გააფუჭეს, იმენნა გაუჩალიჩეს ბიჭს, რამდენი კიდე რატო?> მე კი ვიცი რატომ და თქვენ? ჯურნალისტებო, რატომ გაქვთ პირში წყალი ჩაგუბებული? ტქვენც წილში ხარტ? რამდენ პროცენტში? თავმოყვარე ქვეყანაში ამ ფედერაციას, დიდი ხანია ციხე მოვლილი ექნებოდათ უკვე. და არა მარტო.
ლევან მაღლაკელიძე
11:06 20-09-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული