კანისარესი მამარდაშვილს ისევ აქებს - კარში რომ დარჩენილიყო...

AutoSharing Option
ვეტერანი ესპანელი მეკარე სანტიაგო კანისარესი, Tiempo De Juego-ს ეთერში, კარიმ ბენზემას "ვალენსიას" კარში გატანილ გოლს გამოეხმაურა და გიორგი მამარდაშვილის ბრალეულობა გამორიცხა:

"ვინისიუსმა ბურთი ორ ცენტრალურ მცველს შორის ჩააწოდა, შესაბამისად, მამარდაშვილი კარში რომ დარჩენილიყო, გოლს 95%-იანი ალბათობით გაუშვებდა.

გიორგის გამოსვლით ფრანგი ფორვარდი გაცილებით ნაკლებად კომფორტულ სიტუაციაში აღმოჩნდა, თუმცა, გატანა მაინც არ გასჭირვებია."

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა კანისარესი მამარდაშვილის გამამხნევებელ კომენტარს აკეთებს და ეს 20 წლის კიპერს ფსიქოლოგიურად უნდა წაადგეს.

altბენზემამ შეცდომა არ აპატია - მამარდაშვილის შეფასებები

altმამარდაშვილის დასანანი შეცდომა -

"ვალენსია" "რეალთან" თითქმის მოგებულ მატჩში დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 35 /
კანისარესზე მეტი კომპეტენცია რომელსა გაქვთ ერთი ამ საქმეში, ორი თითი ასწიეთ... ან ენა ჩაიგდეთ.
bmb
20 სექტემბერი 2021 18:27
2
აბა მამარდ შენ იცი,მთავარია მაგრად მოინდომო და ყველაფერი გამოგივა.
გაბუ
20 სექტემბერი 2021 18:55
1
ადრეც ვთქვი და ეხლაც ვიძახი გამოცდილება მოაქვს წლებს და პრაქტიკას, მშვენიერი მეკარე დადგება, ზოგი 20 წლისა პურზე ვერ მიდის მარტო მაღაზიაში ეს ბიჭი კი რეალის წინააღმდეგ იდგა კარებში, მცველებს ცოტა რომ ეყოჩაღათ არც ერთი გოლი არ გავიდოდა მიუხედავად იმისა რომ რეალს გულშემატკივარი ვარ.
მამუკა
20 სექტემბერი 2021 18:51
0
კი ასეა ნამდვილად! გაიხსენეთ გუშინდელი მატჩი პსჟ-ლიონი, როცა მბაპემ ორ მცველს შუა ჩაუგდო ბურთი იკარდის და ლიგა 1 ის საუკეთესო კიპერმა(ლოპესმა) რეაგირებაც კი ვერ მოასწრო! აქ მცველები უფრო არიან დამნაშავეები ვიდრე გიორგი! არც ერთ გოლში არაა დამნაშავე ჩვენი ბიჭი. ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა ეს მატჩი!
kaxa
20 სექტემბერი 2021 14:46
6
აცადეტ ამ ბიჭს,ყველა პროფესორი უნ გამოხვალთ ხოლმე.ბიჭმა ძალიან ბევრს მიაღწია უკვე და მტავარია უფრო და უფრო განვითარდეს.არ დაყაროს ფარხმალი და გვერდში დავუდგეთ და გავამხნევოთ ყველამ.გიო მიაწექი იმუშავე მტავარია ბევრი და ბევრი.შედეგი აუცილებლად უკეთესი იქნება გახოსვდეს ეგ!
გეგი
20 სექტემბერი 2021 15:18
1
არ ვიცი ვინ ხარ და რა შური გალაპარაკებს - ალბათ სომეხი ხარ, მაგრამ ასე არ შეიძლება. რატომ ჩაისვარა? ბენზემასაგან ბურთი რომ გაუშვა. თვითონ ესპანელი ექსპერტები არ ადანაშაულებენ, კარგი შეფასება დაუწერეს. კანისარესი გაშვებულ გოლებში არ ადანაშაულებს. შენ ვიღა ხარ? იაშინს იმისთანა კურიოზი გოლი აქვს გაშვებული 80 მეტრიდან, მიწაზე დაცემული ბურთი თავზე გადაახტა. ცოტა კორექტულობა არ გაწყენდა
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..-ს
20 სექტემბერი 2021 16:31
4
წარმოიდგინე, რომ ეგ ადამიანი არაა სომეხი და ამ დროს ვიღაც ეთნიკურად სომეხი, მაგრამ საქართველოს მოქალაქე და საქართველოს პატრიოტი ამ კომენტარს კითხულობს. რას იგრძნობს და რა მოტივაცია ექნება მომავალში ამ ქვეყნისთვის რაიმე გააკეთოს? არ შეიძლება მასე.
Vertical
20 სექტემბერი 2021 17:50
9
ხალხო გაცერდით ნუ პროფესორობთ და ვაცადოთ ამ ბიჭს! იმის მაგივრად რომ გვერდში დავიდგეთ ვანუგეშოთ რა სისულეებს წერთ აზრზე ხართ?არ გრცხვენიათ?სირცხვილია რასაც თქვენ აკეთებთ!გიორგი არ მოუსმინო არავის და არ დაიძაბო მთავარია,მიაწექი ისევე როგორც აქამდე აწვებოდი! არ მოდუნდე და იმუშავე ბევრი!ჯიგარი ხარ!
გეგი
21 სექტემბერი 2021 00:47
0
მოკლედ დღეს ვნახე ვალენსიის ფანები. ერთი სიტყვა აუგი არ დაცდენიათ მეკარეზე. ვინ ვართ? საიდან მოვდივართ? რა გვინდა ვოფშე? ეგ კი არა და ბენზემას დედას უტრიალებენ. მკლავით გაგვიტანა გოლიო მაგ " მორო"-მო. ( "მორო " დააზლოებჯთ იგივეა ჩვენ რო ვთქვათ მაგ თათარმაო. მაროკოელების კლიჩკაა და არ ევასებათ). ისე ეგ მეც შევამჩნიე ერთ გამეორებაზე მარა მსაჯმა ეგრევე ჩათვალა და მეტი ყურადღება არ მიმიქცევია. ფანებს რას გამოპარებ? თქვენც ნახეთ აბა გამეორებით და ნახავთ. არ იყო ეგ გოლი ჩასათვლელი და ნუ ჩაუსაფრდით ამ ბიჭს ყველა მარჯვნივ და მარცხნივ ხელის გაწევაზე. ტეხავს. ვალენსიელები უფრო გულშემატკივრობენ ვიდრე თქვენ აქ ზოვიერთი
ვალენსია რუსთავი
20 სექტემბერი 2021 22:33
2
ეს უფრო მხარდასაჭერი და გამამხნევებელი გამოხმაურებაა.ხელი რომ შეეშალა,უშუალოდ ბენზემას გზაზე უნდა გადაღობებოდა,ან მის წინ გასულიყო და ბურთის მიღების საშუალება არ მიეცა.ეს იყო მისი შეცდომა,რომ ვერ შეძლო,თორემ ბემზე,ას დარტყმულს,ვერც კარში დარჩენილი აიღებდა,ისე წავიდა ბურთი.შეიძლება არც ეგონა,თუ ბენზემა ამ სიმაღლეზე ახტებოდა.მისი თამაში,უფრო ამას ჰგავდა
სოსო
20 სექტემბერი 2021 14:41
2
რომ არ გამოსულიყო,რატომ არ გამოვიდაო. ორმა მცველმა ვერ ჩაკეტა ბენზემა და მარტო მეკარის დადანაშაულება სიბეცეა.
ელგუჯა
20 სექტემბერი 2021 23:25
2
მეკარემ ვერ გადაარჩინა და მორჩა.
ნუ ამართლებთ.
ვალენსიას კარში რომ დგახარ უნდა უშველო ეგეთ მომენტში.
ხოდა ვერ ქნა.
რას გადაეკიდეთ მაგ ბიჭს. ვერ ქაჩავს ეგეთ დონეს და რა ქნას.
შემდეგ თამაშში სილესენს დააყენებენ. აგერ ნახავთ თუ არა, და სწორიც იქნება.
გენა
20 სექტემბერი 2021 23:35
24
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული