"ზენიტთან" რუსეთის პრემიერლიგის მე-8 ტურში საკუთარ მოედანზე წაგებულ მატჩში (1:3) "რუბინის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია 73-ე წუთზე შეცვალეს, მისი გუნდის მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი კი 77-ე წუთზე გააძევეს. ნამატჩევს სლუცკიმ მსაჯი სერგეი ივანოვი მკაცრად გააკრიტიკა:
"რომ ჩამოვთვალო ფოლების რაოდენობა, რომლებიც იყო და რომლებზეც მსაჯმა რეაგირება არ მოახდინა, მე ხელებსა და ფეხებზე თითები არ მეყოფა. მთელს მსოფლიოში იცავენ შემტევი ტიპის ფეხბურთელებს და სწორადაც იქცევიან. ჩვენთან კვარაცხელია მთლიანად "ყინულზე ზის", მილიონი დაჟეჟილობა აქვს, უბრალოდ უამრავი ჰემატომა. ალბათ, თვითონ დაიშავა საკუთარი თავი. ამიტომ ვთვლი, უკვე
ვთქვი ფლეშ-ინტერვიუში, რომ მსაჯი ივანოვი პროფესიულად გამოუსადეგარია.
მე არ დავეთანხმე მის გადაწყვეტილებას. შეურაცხყოფა არ მიმიყენებია და არანორმატიული ლექსიკა არ გამომიყენებია. ვუთხარი, რომ განუსაზღვრელი როდენობის დარღვევებს არ აქცევს ყურადღებას და კვარაცხელიას ან ინ ბომის სტილის მოთამაშეებს და არა მარტო მათ, იგივე ეხება "ზენიტის" ფეხბურთელებს, ანუ კრეატიულებს გაფრთხილება სჭირდებათ. ის კი უგულებელყოფს ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელების მიმართ დაუსრულებელ უხეშობებს, არსებითად უფლებას აძლევს მათ წინააღმდეგ წესების დარღვევას, რაც ტრავმებს იწვევს. მე ვუთხარი, რომ ხალხი კვარაცხელიას თამაშის სანახავად მოდის, ან მალკომის, ამ ძიუბასი, მაგრამ არა ბატონი ივანოვის.
ჩემი აზრით, მსაჯობის დონე კატასტროფული იყო. შემთხვევით არ არის, რომ 15 წლის მანძილზე კარიერაში, თითქმის 600 მატჩში, მხოლოდ ორჯერ გამაძევეს და ორივეჯერ ივანოვმა. ის განზრახ ეძებდა მომენტებს".
პესიმიზმი მიტევს, მგონია ტალანტს ვკარგავთ და რუსების გამო...ეგ ორმაგად აუტანელია
ასე მართლა ვერასოდეს გააღწევს რუსეთიდან. მუდმივად ტრავმებში იქნება. როგორ შეიძლება ამ ბიჭის ტალანტი დაიკარგოს. რა უსამართლობაა
სამწუხაროდ რუბინს არანაირი პირველი მეორე ან თუნდაც მესამე ადგილის შანსი არ აქვს ჩემპიონატში გაცილებით უფრო ძლიერია ზენიტიც სპარტაკიც ლოკომოტივიც და კრანოდარიც ამიტომაც მწყდება გული რომ ისევ იმ გუნდში და ჩემპიონატში დარჩა საიდან არ აქვს შანსი არც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის ან ევროპა ლიგაზე სადაც ვინმე კაი გუნდი დაინახავს როგორც ჰალანდი დაინახეს და წაიყვანეს და პლიუს ყაზანის რუბინის ფეხბურთელში რომ ვინმე 20 მილიონის გადახდაზე დაიყოლიო ევროპაში ეგ ძალიან რთულია ზენიტიც და სპარტაკიც კი იყოყმანებენ მაგაზე არათუ მარტო ევროპელები.
კუნთის მკურნალობას 21 დღე სჭირდება+ 3 დღე უბურთოდ ძუნძული და ამ 24 დღის მერე ფეხბურთელს შეუძლია სრული დატვირთვით გუნდთან ერთად ვარჯიში-მე არ ვპროფესორობ,ამ აზრზე იყო ცხონებული ზაქრო თელია.
ვინც მოითმენს ის მოიგებს პრინციპია-თუ ადრე დაიწყებ ვარჯიშს მოგვიანებით რეციდივა გექნება-რადგან კუნთოვანი ბოჭკოები ვერ ასწრებენ უფრო ადრე აღდგენას-სულერთია რომელი საუკუნეა-ადამიანის ორგანიზმი არ შევლცვლილა ბოლო 20-30 წელი.
ამათმა კიდე ვოლტარენებით და ამპლიპულსებით 10 დღეში დააბრუნეს და ბოლო 2 თამაში ათამაშეს სიხარბის გამო-ევროთასებზე გასვლის შანსის გამო.
შედეგად გაზაფხულის მერე სულ ბარძაყზე ყინულით ვხედავთ და მანამდე ჯანსაღი ფეხბურთელი სულ ტრავმირებულია.
ყველაფერი მაგათი სიხარბის ბრალია-იმ კონფერენს ლიგაზე რაკუვმა გამოაგდო.თუ ასე პრიორიტეტი ოყო 2-3ფეხბურთელი უნდა დაემატებინათ,ამათმა კიდე მაკაროვიც გაყიდეს.ასე რომ სლუცკიმ და რუბინმა თავის თავს დააბრალონ და ხვიჩა დროზეა საერთოდ მაგათგან გამოსახსნელი(ცუდი კაცი არ არის სლუცკი და მცოდნეცაა-უბრალოდ მე გამაკვირვა მაშინვე-სეზონი მთავრდებოდა და 2 თამაშისთვის ბოლომდე რო არ დაასრულებინეს მკურნალობა
აბა პრემიერი ხომ არ იტყვის, ან ქეცბაია და არველაძე? მაგათ რომც თქვან, ვის დაუჯერებს როო?