ხვიჩას კუნთის სპაზმი აქვს, სლუცკიმ მსაჯს დედა აგინა - რუსული მედია "რუბინსა" და კვარაცხელიას მისდგა

AutoSharing Option
"ზენიტთან" "რუბინის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო მატჩი ნამდვილად არ ჩაუტარებია, მაგრამ ამას მრავალმა ფაქტორმა შეუშალა ხელი: ტრავმა ბოლომდე მორჩენილი არ აქვს და ისე ეუხეშებოდნენ,  შეიძლებოდა კიდევ დაშავებულიყო, მთლიანად მისმა გუნდმა ცუდად ითამაშა, პარტნიორები ვერ ეხსნებოდნენ და წინ პასს ვერავის უკეთებდა და არშემდგარმა ტრანსფერმა მასზე აშკარად იმოქმედა. "რუბინი" და ქართველი ლეგიონერი მედიამ გააკრიტიკა.

მატჩისას გაძევებულ "რუბინის" მწვრთნელ ლეონიდ სლუცკიზე მსაჯმა მიხაილ ვილკოვმა თქვა, რომ თავისი გუნდის უღიმღამო თამაშის არბიტრებზე გადაბრალება სასაცილოა, ასეთ სპეციალისტს არ აქვს უფლება ტრიბუნების პროვოცირება და სკანდალი მოაწყოს და
დედა აგინოს მსაჯს. მისი თქმით, პირველ ტაიმში შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს ინგლისის პრემიერლიგისა და რუსეთის მესამე ლიგის გუნდები ხვდებოდნენ ერთმანეთს.

kazanfirst-მა განვლილი მატჩი განიხილა: "დესპოტოვიჩის გარდა ძალიან ცუდად გამოიყურებოდა კვარაცხელია, რომელსაც სუტორმინის დაჯაბნვა მართებდა, მაგრამ ამაშია სამცველიანი მთელი სქემის არსი. სანამ სუტორმინის დაჯაბნვას ცდილობდნენ, იქვე აზღვევდა ბარიოსი. როგორც შედეგი - ხვიჩას მხოლოდ ოთხი წარმატებული დრიბლინგი. ეს საშუალო მაჩვენებლისთვის ძალიან ცოტაა. და კიდევ კვარა არ ბრუნდებოდა დაცვაში და სუტორმინის შეჩერებას სამოშნიკოვი ცდილობდა. შედეგად, "ზენიტის" ფეხბურთელის აქტიურობა "რუბინის" დაცვის გაწელვას იწვევდა და თავისუფალი ზონები რჩებოდა. ამ დროს კი კვარაცხელია მშვიდად მიდიოდა საკუთარი კარის მხარეს.

შეიძლება ბევრი ვილაპარაკოთ მსაჯობაზე, ამინდსა და გაზონზე, მაგრამ ამას რა აზრი აქვს? გავიმეორებთ, პირველი ორი გოლი "ზენიტმა" წესების დაცვით გაიტანა, ეს კი ნიშნავს, რომ მესამე გოლი რომც გაეუქმებინათ, პიტერელები მაინც გაიმარჯვებდნენ, ხოლო მსაჯის გაუგებარ გადაწყვეტილებებს მეორე ტაიმში ჰქონდა ადგილი. რატომ ვერანირად ვერ გადაეწყო "რუბინი" პირველი ტაიმის შემდეგ - გამოცანაა. თითქოს ნათელი შეიქნა, როგორ თამაშობდა მეტოქე, თუმცა გუნდს არაფერი მოუმოქმედებია და მეორე ტაიმში მოედანზე იგივე იდეით გავიდა.

შემდეგ მატჩს ჩვენი გუნდი გასვლაზე "დინამოს" წინააღმდეგ ჩაატარებს. იქ ვნახავთ, ერთ კვირაში გუნდში რას გააკეთებს სლუცკი. მთავარია ურემოვიჩი და კვარაცხელია იყვნენ ჯანმრთელად, დანარჩენი კი მოვა. აი, რატომ გვიყვარს ჩვენ ფეხბურთი - არასოდეს იცი, რა გელის წამის შემდეგ. შესაძლოა, ისეთიც მოხდეს, "ზენიტი" შენთან დაცვითი სქემით გამოვიდეს და სამი გოლი გაგიტანოს. კიდევ სად შეიძლება ასეთი რამის ნახვა?"

ხვიჩას კრიტიკით ცნობილმა tnv-მ ჩვენებურს კვლავ დაუწუნა თამაში: "ჩვენ უკვე აღარ ვლაპარაკობთ კვარაცხელიაზე, რომელმაც წინა სეზონთან შედარებით შესამჩნევად მოუკლო. ქართველმა დრიბლინგის ეფექტურობაში ობიექტურად მოუკლო, ხოლო თამაშის დანარჩენი კომპონენტები გასულ სეზონში წარმოსახვაზე შთაბეჭდილებას ვერ ახდენდა. ახლა ხვიჩასგან შეტევაში ბურთის დაკარგვა უფრო ხშირია, ვიდრე მოწინააღმდეგის კართან თამაშის გამწვავება. ამასთან, კვარაცხელიამ მატჩი მორიგი ტრავმის გამო ვერ დაასრულა. ისევე როგორც ურემოვიჩმა, რომელმაც თამაშისას ზურგზე წაივლო ხელი.

ხვიჩას კუნთის უფართოესი სპაზმი (კრუნჩხვა) აქვს. გასაგებია, ასეთი ტრავმით ძნელია თამაშის გაგრძელება, თქვა სლუცკიმ ნამატჩევს".

მკითხველის კომენტარები / 18 /
უშველეთ ამ ბიჭს,რა იუვენტუსი და რის მილანი,ნორმალურ ევროპულ ლიგაში გადავიდეს,საშუალო კლასის ევროპულ გუნდში და თავისი შრომით და ნიჭიერებით არ გაუჭირდება იმ ადგილის დაკავება ,რომელსაც იმსახურებს,მაგრამ იმხელა ფასი ადევს ტოპ გუნდები თუ შეწვდებიან მხოლოდ და ისინიც თავს იკავებენ.რა ყაზანის რუბინი, ვინ უყურებს მაგათ თამაშს,ისევ საქართველოს ნაკრებში კარგი თამაშით თუ შეამჩნევს ვინმე,მაგრამ საქართველოს ნაკრებს დედა აღარ ყავს ისევე როგორც თავად საქართველოს.არ ვყოფილვართ ჩვენ დამოუკიდებლობის ღირსი,დღევანდელი გადასახედიდან ასე ჩანს.
დათო
22 სექტემბერი 2021 07:52
1
აქ ხომ ყველა თანხმდება კომენტარებში, რომ ბიჭს ისე უხეშად ეთამაშებიან, ტრავმის რისკის ქვეშაა მუდმივად. მაშინ ის ტრავმა, რომელიც სანაკრებო თამაშების წინ მიიღო რატომ იყო ასეთი დაუჯერებელი და რას გადაუარეთ ბიჭს, ოდნავ მაინც არ გეფიქრებათ რომ ამით უდიდესი სტრესი მივაყენეთ?
ცუდია ძალიან ასეთი არაადეკვატური გულშემატკივრობა.
ჩვენც გვაქვს პასუხისმგებლობა და თითოეულ კომენტარს პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ჩემი აზრით.
ნუ ძირითადი მასა მაინც მაგინებელია მაგრამ ადეკვატური გულშემატკივარიც ხომ ვარსებობთ, ვისაც მართლა გვიყვარს ფეხბურთი და ნიჭიერი ფეხბურთელები ჩვენთვის მნიშვნელოვანია?!
Thomas
22 სექტემბერი 2021 01:46
5
გადავლა საჭირო არ არის, მაგრამ ცუდად რომ მოიქცევა უნდა მიეთითოს. ცუდად მოიქცა რომ , როგორც ეს მთელ მსოფლიოშოა მიღებული არ ჩამოვიდა, და აქაურ ექიმს არ ეჩვენა
ნაკრების და გულშემატკივრების უპატივცემულობის ამბავია . უნდა მითითებოდა და მიეთითა კიდევაც.
არტ
22 სექტემბერი 2021 10:36
8
ისე იმ tnv-ს დედააც მაგრამ ყველაფერი სწორად დაწერა ხვიჩაზე ! წლევანდელი და შარშანდელი ხვიჩას თამაში ცა და დედამიწასავითაა ! თუმცა ხვიჩა ყველაზე ნაკლებადაა ამაში დამნაშავე
ზურა222
22 სექტემბერი 2021 00:36
2
ხვიჩას აშკარაა რო რუბინიდან წასვლა უნდა და ძალიან კარგსაც იზამს... სანამ საბედისწერო ტრამვას არ მიაღებინებენ მანამდე არ მოეშვებიან...
ტორპედოელი
22 სექტემბერი 2021 00:07
3
დაცვაში ვეღარაა ისეთი ეფექტური, მეჩვენება რო ნაკლებს დარბის, მაგრამ ალბათ ტრავმის და ფორმაში არყოფნის ბრალია.
Emre
21 სექტემბერი 2021 21:34
1
არშემდგარმა ტრანსფერმა მასზე აშკარად იმოქმედა. ვეთანხმები ამ სიტყვებს
ტოტტი
21 სექტემბერი 2021 21:08
2
"არშემდგარი" არცთუ ზუსტი განსაზღვრებაა, თვითონ საიმანოვი წერს რომ, "არავის არცერთი ცენტი არ შეუთავაზებიაო, ჯუღელის ბაქი-ბუქს და ჯურნალისტების ფანტაზიას და სხვადასხვა pr სტატიას ნუ დაეყრდნობი, სურვილი ერთია და რეალობა მეორე. დაინტერესება და მაღალი შეფასება კარგია, მაგრამ რეალური ტრანსფერთან შორსაა.
საბა
22 სექტემბერი 2021 11:19
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული