"მარკას" ვარაუდი ისევ არ გამართლდა - მამარდაშვილი "სევილიასთან" მატჩის სასტარტოშია!!!

AutoSharing Option
დღეს, 22 სექტემბერს, ლა ლიგის მე-6 ტურში „ვალენსია“ სტუმრად „სევილიას“ დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება. „ღამურების“ კარს კვლავ გიორგი მამარდაშვილი დაიცავს.

მამარდაშვილმა პრიმერას 5 პირველ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაუშვა, თავი კარგად წარმოაჩინა და მიუხედავად იმისა, რომ „რეალთან“ შეხვედრის დასასრულს შეცდომა დაუშვა, მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა კვლავ გამოუცხადა ნდობა.

შეგახსენებთ, დღეს „მარკამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „სევილიასთან“ „ვალენსიას“ კარს სილესენი დაიცავდა. ესპანური გამოცემა უკვე ზედიზედ მეორედ შეცდა ვარაუდში.

მკითხველის კომენტარები / 27 /
ამ 20 წლის ბიჭს რუსულ საიტებზე არ დაუწერდნენ ამდენ ცუდსა და გესლიანს.
აკაკი
20:49 22-09-2021
0
მიდი გიო იფრინე, საუკეთესო თამაში უნდა აჩვენო. ასეთი შანსი ბოლო 10 წელია არცერთ ქართველ არ მისცემია
ლაშა
20:55 22-09-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული