ლა ლიგის მე-6 ტურში „ვალენსია“ სტუმრად 1:3 დამარცხდა „სევილიასთან“.
მატჩი სტუმართათვის საშინლად დაიწყო, უკვე 22-ე წუთზე 0:3-ს აგებდნენ, მეკარე გიორგი მამარდაშვილი კი დამაჯერებელი ვერ იყო, განსაკუთრებით მეორე გოლის გაშვებისას. თუმცა, შესვენებამდე დურომ დიეგო კარლოსისგან რიკოშეტით ანგარიში შეამცირა. მეორე ტაიმში მასპინძლები თამაშის გამწვავებას მოერიდნენ, ტემპი დააგდეს და მატჩი მშვიდად მიიყვანეს ლოგიკურ დასასრულამდე.
რა თქმა უნდა, გიორგი საუკეთესოდ ვერ გაისარჯა, მაგრამ ვერც მისმა თანაგუნდელებმა ივარგეს (მეტადრე მცველებმა) და ყველაფრის ქართველისთვის გადაბრალება მართებული არ იქნება.
„ვალენსიამ“ ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, 10 ქულით ჯერჯერობით მე-4 ადგილზეა, 25 სექტემბერს „ბილბაოს“ უმასპინძლებს და იმედია, მწვრთნელი ბორდალასი მამარდაშვილს კვლავ გამოუცხადებს ნდობას.
სევილია. „სანჩეს პისხუანი“
სევილია - ვალენსია 3:1
გოლები: 1:0 გომესი (3), 2:0 ლატო (15, საკ. კარში), 3:0 რაფა მირი (22), 3:1 დურო (31)
დადებითი: ტანი მეკარისი აქვს, დინჯია, თამაშს კითხულობს და ადგილის შერჩევაც ეხერხება, ახალგაზრდაა(მეკარეები დიდ დონეზე 24 წლიდან იწყებენ თამაშს, 28 წლიდან კი კულმინაციას უახლოვდებიან, იმედია წინსვლას გააგრძელებს, თუ რა თქმა უნდა, მისი ასე ნაადრევად, არა მზად მყოფ მდგომარეობაში, ესპანეთის პირველობაზე მონაწილეობით, ხასიათი თუ არ გაუფუჭდა და არ დაჯაბანდა)
ასეთ ახალგაზრდულ, ადრეულ ასაკში, ქართველ მეკარეებს შორის გამოირჩეოდა თბილისის "დინამო"ს მეკარე თამაზ სტეფანია(20 წლის იყო დინამოს ძირითადში წარმატებულად დაიმკვიდრა ადგილი, 22 წლისა კი ავტოკატასტროფაში დაიღუპა). მამარდაშვილს, ჯვარი სწერია, თავისი მონაცემებით და თამაშით, სტეფანიასთან ახლოს ვერ მივა.
აქ ვკითხულობ, გადაუარეთ და გადმოუარეთო! კრიტიკაც უნდა აიტანოს და ქებაც მიიღოს!
ჩემი აზრით, ბოლო ორმა თამაშმა ყველას დაანახა, რომ აშკარად დაბალი დონის მეკარეა ლა ლიგის დონესთან მიმართებაში! საშუალო დონის ევროპულ გუნდს ნამდვილად დაამშვენებდა! ვერ მივიღებ არგუმენტად ჯერ 20 წლისააო! მე 1999 წელს პირადად მაქვს ნანახი 18-19 წლის იკერ კასილასის თამაში ევროპის 19 წლამდელთა ჩემპიონატზე! დაფრინავდა! ტანდაბალი კასილასი! მანარდაშვილი მაღალია, მაგრამ მაღალ ბურთზე ვერ გამოდის, ბურთის ხელში დაფიქსირება უჭირს, პოზიციას ვერ არჩევს და ა.შ.
ეს თამაში კი კოშმარი იყო, სამივე გოლო მამარდაშვილის შეცდომებს მოყვა. ალბათ ადგილსაც დაკარგავს ძირითადში. მაგრამ ამით არაფერი მთავრდება. წარმატებები გიორგის!
გახსოვთ დასაევი? ის იმიტომ იყო მაგარი მეკარე, რომ გრძნობდა სად დაარტყავდნენ ბურთს და ნახტომიც არ ჭირდებოდა, ზუსტად იქ დახვდებოდა ხოლმე, ამ ბიჭს არცერთი მეკარისათვის საჭირო ნიჭი არ აქვს.
სწორედ დაწერა აქ ერთმა, გამოცვლიან და აწი ჩვენც დავისვენებთო.. ეგრეა. სამწუხაროდ ეგრეა,
სანიოლს რომ დაენახა ამ ბიჭში მეკარე, მოხუც ლორიას არ დააყენებდა კარში..
გიორგი, მაგრა გაგიმართლა ასეთი დიდი გამოცდილების 20 წლის ასაკში მიღება!
6 მატჩი შეუცვლელად!!! თანაც ითამაშო რეალის და სევილიას წინააღმდეგ, როცა შენი გუნდის დაცვა ვერ არის თავის დონეზე?
გამოსვლაზე და ხაზზე რა გაქვს დასახვეწი ამაზე შენ თვითონაც დაფიქრდები და მაქ ხომ გეყოლება და გეყოლება პროფესიონალი დამრიგებლებიც (მათ შორის ფსიქოლოგიც)!
20 წლის მეკარეს კი არა ცნობილ და გამოცდილ მეკარეებს აქვთ ისეთი ბურთები გაშვებული, რომ! მოკლედ ხდება რა!
მთავარია დროულად (როგორც ყველა საქმეში) სწორი დასკვნების გაკეთება!
წარმატებები!