ლობჟანიძე და "ჰათაისპორი" აღარ ხუმრობენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქეთის სუპერლიგის მე-6 ტურში "ჰათაისპორმა", რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე იცავს, სტუმრად 2:0 დაამარცხა "გიოზთეფე".

ლობჟანიძემ ტრავმა მოირჩინა, სასტარტოში იყო, 78-ე წუთზე დიუფს საგოლე გადაცემა გაუკეთა, ანგარიში 2:0 გახდა და 85-ე წუთზე შეცვალეს.

ქართველმა ჩემპიონატის 5 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.

დიუფმა დღეს დუბლი შეასრულა, გასულ ტურში კი გოლი ასევე საბას პასით გაიტანა.

"ჰათაისპორმა" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა, 13 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "ბეშიქთაშს" 1 ქულით  ჩამორჩება და 26 სექტემბერს "ფენერბაჰჩეს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ამათი ვეღარ გავიგე რა იტყვი რამეს და არ უნდა თქვაო მარტო ნაკრების თამაშებზე იმტვრევით თქვე დალოცვილებო?
3
აზრი? მოვა აგერ ოქტომბერი რაღა დარჩა და ნახავთ ვინც ეხლა რაღაცას თამაშობს ყველა ტრავმას მიიღებს. უკვე მეცინება ჩვენს ფეხბურთელებზე თუმცა სატირლად გვაქვს საქმე
3

სიახლეები პოპულარული