საქართველოს ნაკრების 26 წლის ფეხბურთელ საბა ლობჟანიძეს თურქულ გრანდ "ბეშიქთაშს" უკავშირებენ - ამის შესახებ თურქული მედია აქტიურად წერს. გარიგების სავარაუდო ღირებულებად 2 მილიონ ევროს ასახელებენ.
"ჰათაისპორის" ნახევარმცველმა სუპერლიგა განსაკუთრებულად დაიწყო და გუნდის ერთ-ერთი ლიდერია - უკვე 3 გოლისა და ამდენივე საგოლე პასის ავტორია.
საბას გუნდი თურქეთის ჩემპიონატში მესამე ადგილს იკავებს, "ბეშიქთაში" კი ლიდერია.
აღსანიშნავია, რომ ლობჟანიძისთვის საყვარელ მარჯვენა ფლანგზე "ბეშიქთაშს" ალჟირელი რაჩიდ ღეზალი ჰყავს, რომელიც "ლიონში", "მონაკოში", "ლესტერსა" და "ფიორენტინაში" გამოდიოდა.
"ჰათაისპორი" 26 სექტემბერს "ფენერბაჰჩეს" უმასპინძლებს.
მომზადებულია Transfers-ის მიხედვით
15:54 24-09-2021
ლობჟანიძეს თურქულ გრანდს უკავშირებენ
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 4 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
აჰა, კვატაცხელიას ტრანსფერი გაჩარხეთ, ახლა ლობჟანიძეზე ამუშავდით! დაანებეთ ამ ხალცა თავი და ჭორების გავრცელებას!
14
4
საბას ამ გუნდში თამაში წაუვიდა, კარგად ჩაჯდა მის სტრუქტურაში, თავს იქ მშვენივრად გრძნობს. თავად გუნდი მესამე ადგილზეა და დიდი ალბათობით გაისად ევროთასებზე ითამაშებს. ხოდა რატომ უნდა წავიდეს სხვა თურქულ გუნდში, თუნდაც ბეშიქტაშში?
13
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული