"კვარაცხელიას კიდევ სხვა პრობლემა აქვს..." - რუსი კომენტატორი ხვიჩას ჩავარდნის მიზეზზე საუბრობს

AutoSharing Option
ცნობილი რუსი კომენტატორი, ილია კაზაკოვი "რუბინისა" და "ზენიტის" შეხვედრას იხსენებს და ქართველ ტალანტ, ხვიჩა კვარაცხელიაზეც საუბრობს:

"ჯორჯ დესპოტოვიჩი ახლა საუკეთესო ფორმაში არაა, არც ხვიჩა. კვარაცხელიას კიდევ სხვა პრობლემა აქვს - ქართველი ფეხბურთელი მოწინააღმდეგეთათვის გასაგები გახდა. მისი ვიზავები მიხვდნენ, თუ როგორ შეაჩერონ ის. შემტევმა ნახევარმცველმა ახალი მოძრაობები უნდა მონახოს, თუმცა ისინი ჯერ კიდევ არ ჩანან. მინდა გითხრათ, რომ როდესაც ყაზანური კლუბის ლიდერები ფორმაში არ არიან, მაშინ მთელი გუნდი ვერ თამაშობს".

შეგახსენებთ, "რუბინისა" და "ზენიტის" დაპირისპირება 1:3 დასრულდა, "თათრების" კლუბი მომდევნო შეხვედრას
26 სექტემბერს, მოსკოვის "დინამოს" წინააღმდეგ გამართავს, მატჩი თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.

მომზადებულია thegoaspotlight-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 19 /
რობი! კარგად უნდა დააკვირდეთ და დაინახავთ, რომ ხვიჩა უკვე შემდგარი ფეხბურთელია, იგი მსოფლიო დონისაა.ხვიჩამ თამაშის სტილი უნდა შეცვალოს. რუსები მასზე ნადირობენ, ალბათ ზემოდან აქვთ დავალება მიღებული. ყველამ დაინახა მისი შესაძლებლობები, ახლა კი მან ბურთზე ერთი შეხებით უნდა ითამაშოს, ძირითადად პასები უნდა გააანაწილოს და დრიბლინგებს იშვიათად უნდა მიმართოს თორემ რუსები ისე ჩაჩეხავენ ტრამვები შეიძლება წლობით ვერ მოიშოროს. მისი პასებით თამაში ევროპელებს უფრო მოეწონებათ, ეს ხომ მათი თამაშის სტილია.ხვიჩამ თავი აღარ უნდა შეაკლას, როცა 100%-ანი შანსი ექნება მაშინ უნდა წავიდეს დრიბლინგზე.ასე თუ გადაარჩენს თავის კარიერას,სხვანაირად სულ ტრამვებში იქნება.
გიგა
27 სექტემბერი 2021 21:42
0
ტრავმას თავი როგორ უნდა აარიდოს ეგეც სასწავლი აქვს
ზაზა
26 სექტემბერი 2021 08:15
0
როცა მსაჯი და ორი ფეხბურთელი მთელი თამაში ძაან მჭიდროდ და ხისტად ეთამაშება მესემე კი დაზღვევაზეა რა თქმაუნდა გაუჭირდებოდა ტრავმაუშუშებულ ხვიჩას თავის გამოჩენა. ხვიჩას კი არა ნებისმიერ ვარსკვლავს გაუჭირდებოდა ასეთ სიტუაციაში რამის გკეთება. აგერ დღეს სიტიმ ისე მოუგო ჩელსის რომ ასს მილიონიანი ლუკაკუ ბურთს არ გააკარა. ხვიჩას თამაშში იმ დღეს მე დადებითიც დავინახე, ის არ უშინდება ძალოსმიერ ორთაბძოლაში შესვლას და პრესინგიდან ამოსვლას. მე მჯერა რომ მისგან მაგარი ფეხბურთელი დადგება! იმიტომ რომ ძალიან ნიჭიერია, ლაღია, არ არი ზარმაცი, სისწრაფე და გაბარიტებიც ხელს უწყობს
რობი
25 სექტემბერი 2021 20:52
1
მე მგონი სლუცკი კარგი კაცია,ვინც ფეხბურთთან შორსაა, რომელზეც ქვეყნის შიგნით შექმნილ საერთო გარემოს კიდევ უდიდესი ზეგავლენა აქვს,ვერ ხვდება საფრთხეს ,რომელიც ხვიჩას ელოდება.და ამას 10 სლუცკიც ვერ უშველის.სლუცკის, მაგალითად საქართველოს ნაკრებს ჩავაბარებდი.ოღონდ მოაშორეთ ეს ბიჭი რუსეთს.
ილია
25 სექტემბერი 2021 17:37
5
კარგია ხვიჩაც და ჩაკვეც …წიტაიშვილიც რომ დაემატათ მაგრამ სერიოზულ დონეზე ვერ ავალთ თუ ბურთის ამოტანა დაცვიდან არ იქნა და თან ეს მაღალ სისწრაფეებზე უნდა კეთდებოდეს ….ეგეთი კი არავინ გვყავს ბურთი ჩაჭრას და აართვას ( კანკავა კი მაგრამ ბერდება) და თან წინ წაიღოს და სწორი პასიც გააკეთოს ….!!!! არის ერთი ეგეთი ქართული გვარით ( არ ვიცი რამდენად ქართველია) მას მართლაც შეუძლია ჩაჭრაც ართმევაც ბურთის საჯარიმომდის მიტანაც და კარგი პასიც აქვს ( წელიწადზე მეტია ვაკვირდები ) მაგრამ არ მოდის ჩვენ ნაკრებში დაა….აი ეგეთ დონის საყრდენი რომელსაც შეტევის წამოწყება შეუძლია და თან ცენტრიდან ( აბა არ ჭრის მხოლოდ ამ ფლანგებზე ტყუილად სირბილი რომ ჩააწოდონ მაშინ ცენტრალური თავდახსმელი მინიმუმ ვიერი ან ლუკაკუ უნდა გყავდეს) ასე რომ როგორმე დაკერეთ ეგ მარადიშვილი ან ვინმე მსგავსი იპოვეთ უკეთესია ორი …))) არადა ტიპს 120 წუთი შეუძლია სირბილი და თან სიჩქარეებზე და არა ძუნძული თან უკან პასი მგონი საერთოდაც არ იცის ….ბევრი არ დამეთანხმება ბევრი სახვეწარი რა გვჭირსო …ნუ თუ ეგ ვერა და არა ეგეთები ჟანგბადივით გვჭირდება …ბოლოსდაბოლოს გამოზარდეთ ვინმეეეეე….!!!!
ეჰააა
25 სექტემბერი 2021 17:30
2
ჩვენი მთავარი პრობლემა თავდასხმის ცენტრშია. ამომტანიც გვჭირდებამ პასის მიმცემიც, დამცველიც მაგრამ უშუალოდ წინ ვინც იმოძრავებს ყველა მიმართულებით, გახსნიდ ზონებს, იბრძოლება ბურთისთვის და კარში დარტყმის დროს თვალებს არ დახუჭავს. ეგ არის მთავარი პრობლემა მაკედონიასთან არ მოგების და წელს ჩასვრის.
ჰაჰა
25 სექტემბერი 2021 19:17
1
მარადიშვილი კარგი იქნებოდა მაგრამ ვერ მოილაპარაკეს
ელგუჯა
25 სექტემბერი 2021 19:04
0
ქართველს გადაჭარბებული და ცაში ამყვანი ქება არ უხდება. აი უმთავრესი მიზეზი.
ცოტაც და წალენჯიხის სქურის მაისურს მოირგებს...
კაცი
25 სექტემბერი 2021 16:47
8
ამ ჟურნალისტს არიენ რობენი სმენია?
ლადო
25 სექტემბერი 2021 16:35
1
ერთ თამაშში სახეში ჩაარტყეს იდაყვი განზრახ და ტვინის შერყევა მიიღო. მერე კვარამ ინტერვიუში თქვა, ფეხბურთში ასეთი რამეები ხდებაო, თან დამირეკა და ბოდიში მომიხადა, კარგი ადამიანიაო. ყველამ ვიცით, რომ ფეხბურთში ეგეთები და უარესებიც ხდება, მაგრამ რუსულ ჩემპიონატში რატომ უნდა იყოს მუდმივად რისკის ქვეშ რომ შეიძლება ისეთი ტრავმა მიაღებინონ, ევროპა თვალით ვეღარ ნახოს. ესაა მთავარი პრობლემა თორე ფეხბურთი რომ ბალეტი არაა და ფეხბურთელები ტრავმებს იღებენ ეგ დიდი ხანია ვიცით.
როგორ უნდა გაუფრთხილდეს თავს, როცა გამიზნულად დასალეწად მიდიან მის წინააღმდეგ. მერე პრესა წერს, ისწავლეს მასთან გამკლავების მეთოდებიო. დაგვცინიან თუ რა არის
Michael
25 სექტემბერი 2021 16:23
4
რა გაშიფრეს, ყოველ თამაშზე თავის ფეხბურთელებს რომ ეუბნებიან ფეხებში ჩაარტყით და დალეწეთო? მაგარი მეთოდი ისწავლეს მის წინააღმდეგ და რა ენაღვლებათ, ივანოვების მსგავსი მსაჯებით მშვენივრად გაუმკლავდებიან. ჩვენ გვტკივა გული თორე...
მსაჯი რომ არ შეაჩერებს და არ გააფრთხილებს, უფრო მეტად რომ დალეწავენ რა გასაკვირია. გაუშიფრიათ თურმე მისი მოძრაობები.
ნეტა ზამთრამდე მძიმე ტრავმის გარეშე მივიდეს და მერე აუცილებლად წავა კვარა!
Herbst
25 სექტემბერი 2021 16:06
3
ზენიტმა(რუსეთის ბიუჯეტით უმდიდრესი კლუბი) 3 მცველი მიამაგრა ხვიჩას ფლანგზე- 1 პირდაპირ ეთამაშებოდა, თუ მას გასცდებოდა მეორე და მესამე დაზღვევაზე ერთვებოდა. ასეთ დროს სივრცეები არ არის საკმარისი და გუნდს სხვანაირად უნდა ეთამაშა. რომ გაეწელა მოწინააღმდეგის დაცვა, მაგრამ ზენიტს ბევრად უკეთესი ფეხბურთელები ყავს-ტექნიკურად,ტაქტიკურად და ფიზიკურადაც, განსაკუთრებით ბრაზილიელები გამოირჩეოდნენ, რა გასაკვირია, ჩელსიმაც კი ძლივს მოუგო 1:0 საკუთარ მოედანზე, თვით ინგლისელებმაც აღნიშნეს, რომ რთული მეტოქეა ზენიტი. თან დასვენებისთვის უფრო ცოტა დრო ქონდათ.
სოსო
25 სექტემბერი 2021 16:02
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული