ცნობილი რუსი კომენტატორი, ილია კაზაკოვი "რუბინისა" და "ზენიტის" შეხვედრას იხსენებს და ქართველ ტალანტ, ხვიჩა კვარაცხელიაზეც საუბრობს:
"ჯორჯ დესპოტოვიჩი ახლა საუკეთესო ფორმაში არაა, არც ხვიჩა. კვარაცხელიას კიდევ სხვა პრობლემა აქვს - ქართველი ფეხბურთელი მოწინააღმდეგეთათვის გასაგები გახდა. მისი ვიზავები მიხვდნენ, თუ როგორ შეაჩერონ ის. შემტევმა ნახევარმცველმა ახალი მოძრაობები უნდა მონახოს, თუმცა ისინი ჯერ კიდევ არ ჩანან. მინდა გითხრათ, რომ როდესაც ყაზანური კლუბის ლიდერები ფორმაში არ არიან, მაშინ მთელი გუნდი ვერ თამაშობს".
შეგახსენებთ, "რუბინისა" და "ზენიტის" დაპირისპირება 1:3 დასრულდა, "თათრების" კლუბი მომდევნო შეხვედრას
26 სექტემბერს, მოსკოვის "დინამოს" წინააღმდეგ გამართავს, მატჩი თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.
მომზადებულია thegoaspotlight-ის მიხედვით
ცოტაც და წალენჯიხის სქურის მაისურს მოირგებს...
როგორ უნდა გაუფრთხილდეს თავს, როცა გამიზნულად დასალეწად მიდიან მის წინააღმდეგ. მერე პრესა წერს, ისწავლეს მასთან გამკლავების მეთოდებიო. დაგვცინიან თუ რა არის
მსაჯი რომ არ შეაჩერებს და არ გააფრთხილებს, უფრო მეტად რომ დალეწავენ რა გასაკვირია. გაუშიფრიათ თურმე მისი მოძრაობები.
ნეტა ზამთრამდე მძიმე ტრავმის გარეშე მივიდეს და მერე აუცილებლად წავა კვარა!