სულ სხვა ჩაკვეტაძე - გიორგიმ მწვრთნელი განაცვიფრა

AutoSharing Option
ბელგიის ჩემპიონატის მე-8 ტურში, ბრიუსელში „ანდერლეხტთან“ ფრედ დასრულებული (1:1) მატჩის შემდეგ „გენტის“ მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა თავისი გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე შეაქო. მისი თქმით, ქართველმა გააკვირვა.

„ჩემი კარგი მეგობარი ჟოზე მოურინიო დღეს რომ აქ ყოფილიყო, იტყოდა - მხოლოდ ერთი გუნდი იმსახურებდა გამარჯვებას და ეს „გენტი“ იყო. გოლის გატანის სამი თუ ოთხი შესანიშნავი შესაძლებლობა ვერ გამოვიყენეთ, მეტოქეს კი არანაირი შანსი არ ჰქონია".

ჯერ უცნობია, შეძლებს თუ არა „სერკლ ბრიუგესთან“ ოთხი დღის შემდეგ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას ჩაკვეტაძე. მწვრთნელმა ის აიძულა მარცხნივ როგორც თანმედროვე
ფეხბურთელს ისე ეთამაშა - მხოლოდ შეტევაში მიზანმიმართულს არა.

აი, რას ამბობს ვანჰაზებრუკი: „მე გიორგის თამაშითა და ძალისხმევით კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, ძალიან ბევრი მოუწია დაცვაში მუშაობა. ეს მეტწილად გუნდით იყო გამოწვეული, რომელმაც უკან ღრმად დაიხია. როდესაც ტოპ-მატჩებში მონაწილეობთ, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოთ. მაშინ შეგიძლიათ ყველას უკან უხმოთ, რათა თქვენს გარშემო პატარა ციხე-სიმაგრე ააგოთ და თავი კომფორტულად იგრძნოთ.

ეს ძალიან ხშირად ხდებოდა. გიორგის ასეთი გამოცდილება არ ჰქონდა. მისდა სასახელოდ ვიტყვი, რომ დამოუკიდებლად ასრულებდა დაცვით სამუშაოს, თუმცა ფლანგის ამ მცველის გასანეიტრალებლად ყოველ ჯერზე უკან სირბილი არ ევალებოდა. როდესაც ასე უკან თამაში მოუწევს, დიდ ენერგიას დახარჯავს. გიორგიმ მეორე ტაიმში მთელი თავისი საუკეთესო თვისებები გამოამჟღავნა. ჩვენ უნდა ვნახოთ, როგორ მოახდენს აღდგენას, რათა ყველაფერი თავიდან დაიწყოს“, - ციტირებს ვანჰაზებრუკს hln.be.

მკითხველის კომენტარები / 7 /
დღესაც ითამაშა სერკლთან და საგოლე პასი მიითვალა
გოგა
19:47 26-09-2021
0
ფორსირება არ არის საჭირო... თებერვლისთვის გიო საუკეთესო ფორმაში იქნება... წარმატებები!!!
tngh
14:34 26-09-2021
1

სიახლეები პოპულარული