პასიური და შეცვლილი კვარაცხელია - "რუბინი" მოსკოვში დაიჯაბნა

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მე-9 ტურში „რუბინი“ მოსკოვში „დინამოსთან“ 0:2 დამარცხდა.

მასპინძლები ინიციატივას ფლობდნენ, კვარაცხელიას ურუგვაელი მცველი ვარელა გასაქანს არ აძლევდა, დედაქალაქელები უფრო სახიფათოდ უტევდნენ და ფომინის გოლით დაწინაურდნენ, რომელსაც დრიბლინგის შემდეგ გადაცემა სწორედ ვარელამ გაუკეთა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა, „დინამო“ უტევდა, „რუბინი“ კონტრიერიშებით პასუხობდა, 56-ე წუთზე ხვიჩამ შორიდან ძლიერად დაარტყა და ააცილა ბურთი კარს. 58-ე წუთზე კი კუთხურის ჩაწოდების შემდეგ გრულევმა ყაზანელთა კარი დალაშქრა. 63-ე წუთზე კვარაცხელიამ ვარელასთან წესების დარღვევის შემდეგ, ბურთი მოედნიდან გადააგდო, მსაჯმა ყვითელი ბარათი უჩვენა, ხოლო
მწვრთნელმა შეცვალა.

მოკლედ, „დინამომ“ ყაზანური გუნდი აშკარად დაჯაბნა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. რაც შეეხება ხვიჩას, თავი ვერ წარმოაჩინა, ტრავმის შემდეგ ფორმა ჯერ ვერ აღიდგინა, თამაში ვერ გაამწვავა და მასზე სატრანსფერო ამბებმა აშკარად იმოქმედა.

„რუბინმა“ ჩემპიონატზე ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, 14 ქულით ჯერჯერობით მე-5 ადგილზეა და 2 ოქტომბერს „ნიჟნი ნოვგოროდს“ უმასპინძლებს.

მოსკოვი. „VTB არენა“

დინამო (მ) - რუბინი 2:0
გოლები: 1:0 ფომინი (32), 2:0 გრულევი (58)

მკითხველის კომენტარები / 25 /
რაც ლალიგამ დაბლოკა ამის და მესის გაცვლა ბარსა-რუბინს შორის აიჭრა რა...მე კი ვიცი ვინც იქნება ბოლოს დამნაშავე მარა ეგ ამას ოჯახის წევრი ჰგონია :DDD ისე რომელი ჯობია რაიოლა-მენდეშის დუეტი ერთად აღებული თუ პერეგავორა?
აბგდ
26 სექტემბერი 2021 20:24
4
თბილისის დინამოში. აქ სტრესი არ ექნება და არც ძალისმიერად გაუმკლავდება ვინმე. 21 წელი ფეხბურთელისთვის პატარა ასაკი არ არის. ვუყურე თამაშს აშკარად ჩანს მაგარი მოკლებული აქვს. აერც ზედმეტად არავის არ უხეშებია მის წინააღმდეგ.
ზაზა
26 სექტემბერი 2021 18:55
2
რა გინდათ ამ ბავშვისგან. გინდათ მარტო მოერიოს ამხელა მონსტრს? სიტუაციაში,რომ ვერ ერკვევით და რომ გგონიათ ,რომ ერკვევით ეს თქვენი ბრალი არაა.
ილია
26 სექტემბერი 2021 18:17
8
ტრამვა როდის მიიღო კაცო? რას ლაპარაკობთ თქვენ? ააა ეს ისაა სანაკრებო შეკრება რო გამოტოვა?? ეს ის ტრმავა ხო? ნაკრების თამაშების წინ რო მიიღო და თან ურალთან რომ ორი კვირით ადრე განაცხადში წინასწარ რომ ყავდათ უკვე შეყვანილი?? ჯუღელმა 100% დარწმუნებული იყავით რომ ურალთან ითამაშებსო!! ეგ ტრამვა ხომ?? მაგ ტრამვას მოუფრთხილდი შვილო, ეგ ოქტომბერში კიდე დაგჭირდება ეგ ტრამვა და ისე არ ქნა რო მოიშუშო!!!///. /////////ნეტაა თქვენ თუ კიდე რამის გჯერათ, მაგრა მეცოდებით, ჩემი თავი კიდე უფრო მეტად მეცოდება მაინც რო მჯერა კიდე რაღაცის!!! ხხხხთთფუიიიიი!!!
Vasili
26 სექტემბერი 2021 19:58
3
მეტის ღირსია რუბინი, არაფერში ამხელა თანხას იღებდა და გაღორდნენ. მომავალ სატრანსფერო პერიოდში ეღირება 5 მილიონი და გაყიდონ მერე.
Anti
26 სექტემბერი 2021 19:30
1
თამაში არ გამოუვიდა მაგრამ მარტო მაგას ხო არ გამოუვიდა? მთელი გუნდი არაფრის მაქნისი არ იყო და ფაქტიურად ყველა ორთაბრძოლას აგებდნენ და ასეთი თამაშის გადამკიდე ხვიჩას სულ დაცვაში უწევდა თამაში და შეტევაში კი ზუსტად ის განმეორდა რასაც მეტოქეების მცველები აკეთებენ-კეტავენ 2-3-4 ფეხბურთელით ხვიძჩას და ინ ბომს ! ეს ორნი დარჩნენ მაკაროვის წასვლის მერე ვინც უნდა მიიტანოს ბურთი შეტევის წინა ხაზში და ამ ორი მთავარი შემტევის განეიტრალების მერე რუბინი უუნარო და დონდლო გუნდია ! სლუკი ცაში რომ ავიყვანეთ ეხლა რომ ვაკვირდები ზუსტად ვაისის მსგავსი მწვრთნელია--არ შეუძლია თამაშში კორექტივების შეტანა ! ხომ ხედავს რომ ხვიჩას 2-3 ფეხბურთელი დარაჯობს და წინასწარ ადგენენ გეგმებს როგორ ჩაკეტონ ადექი რაა დალოცვილო და შეუცვალე ადგილი ! დაავალე რომ ხშირად შევიდეს ცენტრში და მარჯვენა ფლანგზეც ! მითუმეტრეს სამოშნიკოვს შეუძლია ამ მომენტში კარგად შეცვლა ! ადრე დიდი დინამოს გუბნდშიც ასე ოყო ფაქტიურად გუცაევი იყო ერთადერთი ფლანგის ფეხბურთელი და ის ხშირად მარცხნივაც გადადიოდა და მარჯვენა ფლანვზე შეტევაში კარგად ცვლიდა კოსტავა ! მაკაროვი რაც გაუშვეს ხვიჩა ფაქტიურად მარტო დარჩა და მთელი გუნდის შეტევა მაგაზეა აგებული და დრაიერი აშკარად ვერ ქაჩავს მარჯვენა ფლანგზე ! მოკლედ თუ ძირფესვიანი ცვლილება არ მოახდინა სლუცკიმ გუნდის ტაქტიკაში ასე გაგრძელდება და საპრიზო ადგილები კი არა გავარდნის ზონაში აღმოჩდებიან !ცნობილი ფილმის არ იყოს ჭირსაც ეგენი წაუღია ვენ ჩვენ ქეთოზე(ხვიჩაზე) უნდა ვიტიროთ და ასეთ გუნდში ხვიჩა სულ უკან და უკან წავა @
ზურა222
26 სექტემბერი 2021 18:40
1
დინამო დღეს მაგარ ფორმაშია, უეჭველი მოუგებდა, თუნდაც ყველას მაგრად ეთამაშათ, დინამოს პროგრესი აშკარაა, წელს სამეულში შევა, აი ნახავთ, თუ ვერა..
კ ო მ ბ ლ ე
26 სექტემბერი 2021 23:05
4
მოიშოროს ჯუღელიო რომ ამბობთ ... ჯუღელი არ ყიდის კვარაცხელიას ... კვარაცხელიას ყიდის ის ვისი საკუთრებაა,ანუ რუბინი ... შესაძლო მყიდველსაც რუბინის აგენტები ელაპარაკებიან. ჯუღელი მხოლოდ მონაწილეობს ამ პროცესში რადგან კვარაცხელიას კონტრაქტი რუბინთან მისი უშუალო ჩართულობით და ხელმოწერით გაფორმდა და ამ კონტრაქტის ერთ ერთი პუნქტი ითვალისწინებს იმას რომ კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერიდან 30 პროცენტი მიაქვს ქართულ მხარეს,ანუ ჯუღელს და კვარაცხელიას. ასე რომ არაა ისე როგორც თქვენ ამბობთ- მოიშოროსო. ჯუღელი კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ დასკვნით ფინანსურ ნაწილში მანამდე კი მოლაპარაკებებს აწარმოებს რუბინი და მისი აგენტები. თუმცა თუ ჯუღელიც ცდილობს პოტენციური მყიდველის მოძიებას ამაში არც არაფერია ცუდი.
ქუთაისი
26 სექტემბერი 2021 20:25
7
"გაზაფხულის 16 გაელვება" უფროსებს გახსოვთ, ხო და ეს გაზაფხული არ იყო, მართლა კარგად რო თამაშობდა? ძაან არ მინდა "რაც გინახავს-ვეღარ ნახავ".
ჯაბა
26 სექტემბერი 2021 17:33
1
ხვიჩას კი არა მთელ გუნდს არ წაუვიდა-მთელი გუნდი არაა ფორმაში.პირველ ტაიმში მარტო აბილგაარდი იბრძოდა თორე 5-0 იქნებოდა. არც დესპოტი და ინ ბომი არიან ფორმაში და ამას რაღაც მიზეზი ექნება.
ისე მაკაროვს რო გაყიდი და ჰაკშაბანოვიჩს იყიდი უარესის ღირსი ხარ.
და საეეთოდაც დინამო მაგარი გუნდი ყოფილა და ლუკა გაგნიძეს გაუჭირდება მაგ გუნდში მოხვედრა
Levani
26 სექტემბერი 2021 18:57
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული