"ჩაკვეტაძე კრეშენდოა. მთელ გუნდში საუკეთესო ფეხები აქვს" - გიორგიმ ბელგიური მედია და მწვრთნელი აღაფრთოვანა

AutoSharing Option
"სერკლ ბრიუგესთან" "გენტის" მიერ მოგებული მატჩი (2:1)  demorgen.be-მ მიმოიხილა, გიორგი ჩაკვეტაძის კარგი თამაში აღნიშნა და გამარჯვებული გუნდის მწვრთნელის, ჰეინ ვანჰაზებრუკის კომენტარებიც დაურთო, რომელმაც შეგირდის მიმართ ზეაღმატებული მხატვრული შედარებები არ დაიშურა:

"ერთი საათის განმავლობაში "გენტი" "სერკლ ბრიუგესთან" ფსკერზე დაეშვა, იდეის გარეშე იყო. თავდასხმაში მბოიო და ბაიო ჰყავდათ. "ისინი კარგად ვერ გაისარჯნენ, მაგრამ სხვებმაც ვერ დაუჭირეს მხარი, მთელი გუნდი ვერ ვარგობდა. პრაქტიკულად, არ ვარსებობდით. შემდეგ უკეთ ვითამაშეთ და მეტოქეს გაუჭირდა, რაც ჩვენი განსასჯელი არ არის", - თქვა ვანჰაზებრუკმა.

შესვენებამდე "გენტის" ბურთის ფლობა
47%-ს შეადგენდა. ეს ძალიან ცოტაა გუნდისთვის, რომელიც როგორც წესი, თამაშის წარმართვას ცდილობს. მხოლოდ ჩაკვეტაძე გამოირჩეოდა. ეს ნაკლებად დასაჯერებელია ფეხბურთელისგან, რომელსაც ტრავმის გამო ორი წელი გაუცდა და მხოლოდ მეორე მატჩი ჩაატარა ძირითად შემადგენლობაში.

"ეს გიორგის "კრეშენდოა" (მუსიკალური ტერმინი - ხმის თანდათანობითი გაძლიერება). მე ვფიქრობ, ის "ანდერლეხტთან" უკეთესი იყო, ვიდრე "კორტრეიკთან", როდესაც შეცვლაზე შევუშვი. ჯერ კიდევ არ შეუძლია 90 წუთი ასპარეზობა. ისიც ვერ იყო მთლად აქტიური, თუმცა შემდგომ გარდაისახა", - ბრძანა "გენტის" თავკაცმა.

ჩაკვეტაძემ არეულობა შეიტანა მოწინააღმდეგის რიგებში, რის შედეგადაც დე სარტმა ანგარიში გაათანაბრა. დიდი გრძნობით მოგვიანებით ბურთი თავზე დაუხატა ლემაჯიჩს და მან გამარჯვების გოლი გაიტანა.

აი, რა დასძინა ვანჰაზებრუკმა: "მთელ ჩემს გუნდში გიორგის საუკეთესო ფეხები აქვს. ის ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა საჭირო დროს და ახლა მნიშვნელოვანი ფიგურაა. მისი დონე კიდევ უფრო ამაღლდება. ფიზიკურად მომძლავრდება, რაც კიდევ უფრო დიდი მოქმედებების საშუალებას მისცემს. დრო სჭირდება. მე მას იმავე დროს მივცემ. არ მგონია, რომ დღეს სამჯერ დაკარგა ბურთი. თუ შეადარებთ იმას, რასაც სხვები აკეთებდნენ, შვებით დაინახავთ, რომ გყავთ ვიღაც, ვისაც შეუძლია ბურთი დაიჭიროს და ამ ბურთით რაღაც სასარგებლო გააკეთოს".

მკითხველის კომენტარები / 18 /
ჩაკვე და კვარა რომ სრულად ათამაშდებიან, მიქაუტაძე, წიტაიშვილი, კიტეიშვილი, გვალია, კვეკვესკირი, ლობჟანიძე - უკვე სერიოზული გუნდი უნდა შეიკრას. მთავარია მწვრთნელმა სწორად გაანაწილოს ფუნქციები და გამართული ტაქტიკით ათამაშოს.
თენგაბი
27 სექტემბერი 2021 16:11
0
ჩემი აზრით ჩაკვეტაძე საკადრისად არ დაუფასებია ჯერ გენტს აქამდე
იაგო
27 სექტემბერი 2021 15:03
1
ვიღაცას (ან ვიღაცეებს!) უნდა კვარა და გიო ერთმანეთს დაუპირისპიროს!
კვარა და გიო ერთათ მაგრები იქნებიან და ერთმანეთს ფასსაც აუწევენ!
ორივეს გენაცვალეთ ქართველობაში!
თემური
27 სექტემბერი 2021 13:02
3
დაუპირისპიროს არა ომი გააჩაღოს. ვინ რატომ უნდა დაუპირისპიროს რა აზრები გებადებათ
Semi
27 სექტემბერი 2021 17:17
3
გეთანხმები, რომ ამ ბიჭების გარშემო არა ჯანსაღი ატმოსფერო არ უნდა შეჰქმნას გულშემატკივარმა ხელოვნურად, თუ მართლა გულშემატკივარია.
გიორგი
27 სექტემბერი 2021 15:35
0
წარმატებები გიოს!!!
tngh
27 სექტემბერი 2021 12:48
1
ღმერთო მიეცი ამ კაცს ჯანმრთელობა ეს ბიჭი გენიაა!
T.q
27 სექტემბერი 2021 12:19
2
არ ჰქონია მაგ კაცს საშველი.მაინც ვერაფერი გაიგო.მაგის ფეხბურთელები,მარტორქებივით თხრიან მინდორს,დარბიან,იბრძვიან,მაგრამ რა?გიორგის ყველა სჯობნის ფიზიკაში.გიორგის საუკეთესო ფეხები კი არ აქვს,არამედ ყველაზე ჭკვიანი თავი აბია მხრებზე და თითქმის ერთადერთია,გენტში ასეთი,ვინც აზროვნებს.
სოსო
27 სექტემბერი 2021 10:23
2
სოსო, ასპროცენტიანი სიზუსტით სთქვი ჩემი სათქმელი!
soso-s
27 სექტემბერი 2021 12:24
1
თუ ჩაკვე უკეთეს ფეხბურთელად მიგაჩნიათ ვიდრე კვარაცხელია ლაიქი მიეცით კომენტარს, თუ კვარა მაშინ დისლაიქი. მე ლაიქს ვაძლევ :)
semi
27 სექტემბერი 2021 09:51
22
ორივე განსხვავებული ტიპის ფეხბურთელია.

თავიდან ჩაკვეში უფრო დიდ პოტენციალს ვხედავდი სტაბილურობის გამო, მაგრამ ის რაც კვარას შეუძლია და რამხელა პროგრესიც განიცადა ლოკომოტივიდან რუბინში მოხვედრის შემდეგ, ძალიან ბევრს ნიშნავს და წარმატებული მომავლის იმედსაც ტოვებს.
უბრალოდ ის რითიც კვარა ფასობს, უფრო რისკიანი თამაშია და შესაბამისად მისი ფორმაში ყოფნა/არ ყოფნაც ბევრად შესამჩნევია. (მთავარია წარმატებული მოქმედებები 3იდან 2 მაინც გამოუვიდეს და ჩვეულებრივი ბომბაა - ამ მომენტში 3-იდან ერთი გამოდის და ეგეც ნაკლებად რისკიანი მოქმედებები თავისი უფორმობის (მენტალური პრობლემა უფრო აქვს ამ მომენტში ვიდრე ფიზიკური).
და ჩაკვეში ყოველთვის მისი ჭკვიანური, სტაბილური და დამაჯერებელი მოქმედებები მომწონდა.

მოკლედ ორივე ბომბაა, მთავარია იღბალი და ჯანმრთელობა - წარმატებას (და იმედია დიდსაც) კი ორივე მიაღწევს ამ შემთხვევაში
nk
27 სექტემბერი 2021 12:43
1
ვოოტ იდეამ რა დაგიშავა გავერთოთ ცოტა, შევადარაოთ ჩვენი ბიჭები, მე ორივე მიყვარს მაგრამ პოეტნციალს რომელში უფრო მეტს ვხედავთ?
semi
27 სექტემბერი 2021 12:35
4
ყველა გამოხმაურება
აი მწვრთნელის საღი ანალიზი და სიღრმისეული ხედვა!!
სოსო
27 სექტემბერი 2021 08:15
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული