"სერკლ ბრიუგესთან" "გენტის" მიერ მოგებული მატჩი (2:1) demorgen.be-მ მიმოიხილა, გიორგი ჩაკვეტაძის კარგი თამაში აღნიშნა და გამარჯვებული გუნდის მწვრთნელის, ჰეინ ვანჰაზებრუკის კომენტარებიც დაურთო, რომელმაც შეგირდის მიმართ ზეაღმატებული მხატვრული შედარებები არ დაიშურა:
"ერთი საათის განმავლობაში "გენტი" "სერკლ ბრიუგესთან" ფსკერზე დაეშვა, იდეის გარეშე იყო. თავდასხმაში მბოიო და ბაიო ჰყავდათ. "ისინი კარგად ვერ გაისარჯნენ, მაგრამ სხვებმაც ვერ დაუჭირეს მხარი, მთელი გუნდი ვერ ვარგობდა. პრაქტიკულად, არ ვარსებობდით. შემდეგ უკეთ ვითამაშეთ და მეტოქეს გაუჭირდა, რაც ჩვენი განსასჯელი არ არის", - თქვა ვანჰაზებრუკმა.
შესვენებამდე "გენტის" ბურთის ფლობა
47%-ს შეადგენდა. ეს ძალიან ცოტაა გუნდისთვის, რომელიც როგორც წესი, თამაშის წარმართვას ცდილობს. მხოლოდ ჩაკვეტაძე გამოირჩეოდა. ეს ნაკლებად დასაჯერებელია ფეხბურთელისგან, რომელსაც ტრავმის გამო ორი წელი გაუცდა და მხოლოდ მეორე მატჩი ჩაატარა ძირითად შემადგენლობაში.
"ეს გიორგის "კრეშენდოა" (მუსიკალური ტერმინი - ხმის თანდათანობითი გაძლიერება). მე ვფიქრობ, ის "ანდერლეხტთან" უკეთესი იყო, ვიდრე "კორტრეიკთან", როდესაც შეცვლაზე შევუშვი. ჯერ კიდევ არ შეუძლია 90 წუთი ასპარეზობა. ისიც ვერ იყო მთლად აქტიური, თუმცა შემდგომ გარდაისახა", - ბრძანა "გენტის" თავკაცმა.
ჩაკვეტაძემ არეულობა შეიტანა მოწინააღმდეგის რიგებში, რის შედეგადაც დე სარტმა ანგარიში გაათანაბრა. დიდი გრძნობით მოგვიანებით ბურთი თავზე დაუხატა ლემაჯიჩს და მან გამარჯვების გოლი გაიტანა.
აი, რა დასძინა ვანჰაზებრუკმა: "მთელ ჩემს გუნდში გიორგის საუკეთესო ფეხები აქვს. ის ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა საჭირო დროს და ახლა მნიშვნელოვანი ფიგურაა. მისი დონე კიდევ უფრო ამაღლდება. ფიზიკურად მომძლავრდება, რაც კიდევ უფრო დიდი მოქმედებების საშუალებას მისცემს. დრო სჭირდება. მე მას იმავე დროს მივცემ. არ მგონია, რომ დღეს სამჯერ დაკარგა ბურთი. თუ შეადარებთ იმას, რასაც სხვები აკეთებდნენ, შვებით დაინახავთ, რომ გყავთ ვიღაც, ვისაც შეუძლია ბურთი დაიჭიროს და ამ ბურთით რაღაც სასარგებლო გააკეთოს".
თავიდან ჩაკვეში უფრო დიდ პოტენციალს ვხედავდი სტაბილურობის გამო, მაგრამ ის რაც კვარას შეუძლია და რამხელა პროგრესიც განიცადა ლოკომოტივიდან რუბინში მოხვედრის შემდეგ, ძალიან ბევრს ნიშნავს და წარმატებული მომავლის იმედსაც ტოვებს.
უბრალოდ ის რითიც კვარა ფასობს, უფრო რისკიანი თამაშია და შესაბამისად მისი ფორმაში ყოფნა/არ ყოფნაც ბევრად შესამჩნევია. (მთავარია წარმატებული მოქმედებები 3იდან 2 მაინც გამოუვიდეს და ჩვეულებრივი ბომბაა - ამ მომენტში 3-იდან ერთი გამოდის და ეგეც ნაკლებად რისკიანი მოქმედებები თავისი უფორმობის (მენტალური პრობლემა უფრო აქვს ამ მომენტში ვიდრე ფიზიკური).
და ჩაკვეში ყოველთვის მისი ჭკვიანური, სტაბილური და დამაჯერებელი მოქმედებები მომწონდა.
მოკლედ ორივე ბომბაა, მთავარია იღბალი და ჯანმრთელობა - წარმატებას (და იმედია დიდსაც) კი ორივე მიაღწევს ამ შემთხვევაში
კვარა და გიო ერთათ მაგრები იქნებიან და ერთმანეთს ფასსაც აუწევენ!
ორივეს გენაცვალეთ ქართველობაში!