მიმდინარე სეზონში ქართველი ლეგიონერისთვის ეს მეორე შედეგიანი დარტყმა იყო, ჩემპიონატში კი მხოლოდ ერთი შეხვედრა გამოტოვა.
შეგახსენებთ, მერებაშვილი პოლონეთში 2016 წლიდან გამოდის და პლოცკის "ვისლას" შემადგენლობაში 22 გოლის ავტორია. გიორგის მანამდე "ლევადიაკოსში", "ვერიაში", "ოფში", "ვოივოდინასა" და თბილისის "დინამოში" უთამაშია, საქართველოს ნაკრებში კი 2010 წლიდან იწვევდნენ, სადაც მეტოქეების კარი ორჯერ აიღო.
sportall.ge-სთან ინტერვიუში ნახევარმცველმა განაცხადა, რომ "ჯვაროსნებში" თამაშის იმედი ისევ აქვს.
"პოდბერსკიძე" 1-ელ ოქტომბერს "ლეგნიცას" ესტუმრება.
ქართველი ლეგიონერების შედეგიანი შაბათი - 6 გოლი 5 ფეხბურთელის შესრულებით [VIDEO]
ამას პირველად ვამბობ, "დინამოს" ხელმძღვანელობამ ულტიმატუმი წამიყენა - ინტერვიუ გიორგი მერებაშვილთან