"ამ გრანდთან წინასწარი შეთანხმება მქონდა, მაგრამ..." - მამუკა ჯუღელი კვარაცხელიას არშემდგარ ტრანსფერზე საუბრობს

AutoSharing Option
"მთავარ არხზე" გადაცემის "სპორტი დიდ ქალაქში" სტუმარი საფეხბურთო აგენტი მამუკა ჯუღელი გახლდათ, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელიას ძალიან ბევრი აკვირდება და ბევრ გუნდს სურს მისი ტრანსფერი, თუმცა რაღაც დეტალებია, რის გამოც გარიგება ვერ კეთდება.

დღეს კლუბებს რომ უთხრა, მოდი და 5-10 მილიონად კვარაცხელიას მოგყიდიო, უარს არავინ იტყვის, მაგრამ "რუბინი" თავის ვარსკვლავს ამ თანხად ნამდვილად არ შეელევა.

შეხედეთ სატრანსფერო ფანჯარას. დაინახავთ, რომ არის უმეტესად გარიგებები, სადაც დიდ როლს თავისუფალი აგენტები თამაშობენ და კრიზისის გამო დიდი
თანხის გადახდას გუნდები ერიდებიან.

პირდაპირ გეტყვით, რომ აპრილის თვეში სერიოზული მოლაპარაკება მქონდა "იუვენტუსთან" და ტურინში კლუბის სპორტულ დირექტორ ფაბიო პარატიჩისთან სალაპარაკოდ ჩავფრინდი.

გიყვებით 16-17 აპრილის ამბებს და ჩვენ გვქონდა წინასწარი მოლაპარაკება ტრანსფერზე... შემდეგ, იცით, რა მოხდა? - "იუვენტუსი", გუნდი, რომელიც მუდმივად ჩემპიონი ხდებოდა, ოთხეულში ძლივს შევიდა, რის გამოც მთავარი მწვრთნელი და პარატიჩიც გაუშვეს...

ხვიჩა დიდი ფეხბურთელია და მას რეკლამის გაკეთება აღარ სჭირდება. მე ის აქამდე უკვე მოვიყვანე და ახლა თვითონ უნდა გამიკეთოს რეკლამა.

თქვენ არ გეცოდინებათ და გეტყვით, რომ მან ზაფხულში ძალიან დიდი ნერვიულობა გადაიტანა. ჟურნალისტები წერდნენ ბევრ ისეთ რამეს, რაც არ იყო საჭირო. კვარაცხელია ჩემი ოჯახის წევრია, მამამისი ჩემი მეგობარია და ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება მოგვიწია, რომ ბავშვი რთული მდგომარეობიდან გამოგვეყვანა", - ამბობს ჯუღელი.
მკითხველის კომენტარები / 48 /
აბა ვინ მეტყვის:დ ჰალანდი რამდენად იყიდა ზალცბურგიდან დორტმუნდმა??სხვათაშორის ლიგის ჯგუფი ითამაშა და თან როგორ)))თუ არ ვცდები 20-25 მილიონის ფარგლებში:დდდ ამ კაცს საქართველოში მოღვაწეობა უნდა აეკრძალოს!!!!მერამდენე ტალანტს უფუჭებს სამშობლოს!
აბგდ
28 სექტემბერი 2021 09:47
0
რუსეთი ქართველების ხელით რეებს გვიკეთებს და ქართველ ტალანტს თავიანთ ქვეყანასში გაახარებენ?,დაჩეხავენ,ტრავმას ტრავმაზე მიაყენებენ და მოკლავენ ისევე,როგორც საბა კვირკველია მოკლეს,ჯანო ანანიძე მოკლეს...კვირკველიაც მსოფლიო დონის ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო,,,ლესტერსაც'' უნდოდა მაგრამ არ გაუშვეს...სადაა ის დღეს?
giorgi janikashvili
27 სექტემბერი 2021 20:48
2
А Ф Е Р И С Т ! ! !
დ.დ.
27 სექტემბერი 2021 20:19
0
,,5-10 მილიონს ყველა სიხარულით გადაიხდიდა”-ო:)) ყველა ჩვენ გვატყუებს:))) რუბინიო ხელს არ შეუშლისო, თუ წინადადება ექნებაო. რუბინიც ამბობდა არ გვაქ შემოთავაზებაო. გამოდის ფულის გამო, თორე ეს ფეხბურთელი თავის მშობლების გარდა არავის ანაღვლებს. გაეყდათ 10 მილიონად თუ მართლა ხელის შეშლა არ უნდათ და მომავალში ხელშეკრულების რამე პირობის შესრულებით ამოეღოთ დანარჩენი მილიონები.
ხვალზეგ
27 სექტემბერი 2021 18:57
1
მამუკა ჯუღელმა ფულის გულისთვის ჯერ პროვინციულ რუბინში გაუშვა ხვიჩა წელს კი დიდი ფულის გაკეთება მოინდომა და ვითომ ტოპ კლუბებში გადასვლაზე ილუზია შეუქმნა და ფსიქოლოგიურად გატეხა ბიჭი.არადა ტოპ კლუბები ამხელა თანხას რუბინის ფეხბურთელში არასოდეს გადაიხდიან.
თემო
28 სექტემბერი 2021 10:09
0
კაი ნუ გჯერათ ზღაპრების!იუვემ რუბინს რომ შეთავაზება გაუკეთოს დიდი სიამოვნებით გაუშვებენ ფეხბურთელს!მათვისაც მნიშვნელოვანია რუბინიდან გრანდში ვინმე მოხვდეს)) ახლა ერთ რაღაცაზე დაფიქრდით ადრეც დავწერე მაგრამ არავინ შეისმინა :D არიან გავლენიანი ჟურნალისტები რომლებიც ძირითადად ტვიტერზე მუშაობენ და ყოველ წამს საინტერესო ინფორმაციებს პოსტავენ ნებისმიერი ქვეყნის და ნებისმიერი დონის ჩემპიონატის მოთამაშეებზე!ჰოდა არცერთს არ დაუწერია რომ იუვემ,ტოტენჰემმა ან სხვა ბობოლამ რუბინს კვარაცხელიაზე შეთავაზება გაუკეთაო!კარგად დაფიქრდით იუვენტუსი რომ ინტერესდება ფეხბურთელით ეგ არავის არ გამოეპარებოდა ისეთ ხალხზე იწერება ხოლმე!!! აგენტი დღეს უდიდეს როლს თამაშობს ტრანსფერის გაჩარხვაში მითუმეტეს კრიზისულ პერიოდში,მაგრამ ამ ბიჭს 20 მილიონი ისე დაადეს რომ ლიგის ჯგუფიც არ უთამაშია ის კიარა ნაკრებშიც არ უთამაშია!ჰოდა არც არავინ გადაიხდის რუბინის ქართველ ფეხბურთელში 20-25 მილიონს!მაგრამ ეს ყვეალფერი კეთდება იმისთვის რომ ზენიტმა ან სპარტაკმა უფრო მარტივად იყიდოს;)ეტყვიან აგერ შვილო ამდენია შენი რეალური ფასი მარა არ აინტერესებს ამ ევროპელებს შენი ნიჭიო ჰოდა წადი ზენიტშიო და ესეც სიხარულით წავა.სადაც კვირკველიამ ლესტერში წასვლას რუსეთის თასის მოგება ამჯობინა მანდ არაფერი მიკვირს სხვათაშორის კვირკველიაც ამის კლიენტი იყო ;)))
აბგდ
27 სექტემბერი 2021 19:05
3
Abgd 100 procentiani xar Isère laparakoben vitom martla yvelas undoda da boloshi ar gaumartla 25 millions iset kacshi ar gadaixdian radian 2 an 3 kaci mouatyua namdvilia ro magari pexburteli dadgeba tu gaagrdzela mara chemi azrit isev zenitshi casvla jobia vidre rubinshi darches chempionta ligas mainc itamashebs da mère tu did tamashebshi gaamratlebs martla kai gundshi cava mara pizikurad magrad unda moimatos tuara yovel mesame dyes dziritadshi ver itamashebs
Kutaisi
27 სექტემბერი 2021 19:35
0
დავიღალეთ )) ჭაობია , აგენტებიც , ფეხბურთელებიც და მწვრთნელებიც )) ერთადერთი რამაც შეიძლება გვიშველოს წელიწადში ერთხელ ლამაზი სტადიონების აშენებაა 5-10 ათასიანები )) და რამდენიმე წელიწადში შედეგს დადებს .. მანამდე თვალს გაუხარდება მეტი არაფერი
ნიკა
27 სექტემბერი 2021 12:37
1
და ჟურნალისტებიც. აწი ყველა ვინც ჟურნალისტობას იჩემებს ხელშეუხებლის და მართლის ნიღაბს ირგებს, და რასაც ესენი აშავებენ ამაზე პასუხი არ მოეთხოვებათ.
ლუკა
27 სექტემბერი 2021 15:35
0
ჩემი აზრით თვითონ კვარამ უნდა თქვას უარი ტოპ გუნდზე (თუ რა თქმა უნდა იქნება ამაზე საუბარი საერთოდ),მისთვის ბევრაᲓ კარგი იქნება საშუალო დონის ტოპ ლიგის გუნდი რათა მაქსიმუმი დრო გაატაროს მინდორზე,ჩემი აზრით ამ ბიჭისათვის ამ ასაკში ეს საუკეთესო იქნება,
Sake
27 სექტემბერი 2021 21:36
2
მესმის იმ ხალხის გულწრფელი სურვილი,ვისაც უნდა,რომ რუსეთში ხვიჩას რაღაც გამოუვიდეს,მაგრამ ეს არის დიდი რისკი დღევანდელ სიტუაციაში და ილუზიებში ყოფნა ჩვენი მხრიდან.საქართველოს არ ჰყავს "შვილი დასაკარგავი" და მით უმეტეს ასეთი. გვეყო რაც დავკარგეეეეეთ|.
ილია
27 სექტემბერი 2021 21:34
0
წარმოდგენაც არ მინდა, რომ ფულის გამო ეს ბიჭი შეიძლება დაიკარგოს. მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაცეები ფასს არ აკლებენ, ვიღაცეებს ამდენის გადახდა არ უნდათ, ვიღაცეებს მეტის ამოღება და გამდიდრება უნდათ.
გულშემატკივარს ეგ დეტალები საერთოდ არ გვაინტერესებს და გვინდა ეს უნიჭიერესი ბიჭი სხვა ლიგაში ვნახოთ. თუ ვერ გაამართლებს და ვერ ითამაშებს მაგასაც დავინახავთ ყველა, მაგრამ ჯერ ხო უნდა წავიდეს, სხვანაირად როგორ მივხვდებით ან თავად როგორ მიხვდება სადამდე შეუძლია ასვლა?
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჩასაფრებული და ცუდი კომენტარი იწერება კვარაცხელიაზე, მაინც მგონია,რომ ქართველ ხალხს ის უყვარს. არის ხალხი ვისაც უნდა, საქმე ცუდად წაუვიდეს და მერე ნიშნის მოგებით იძახოს, ხომ ვამბობდიო, მაგრამ ნამდვილი გულშემატკივარი, მგონია რომ უფრო მეტია.
ჩემი პირადი აზრია, არვიცი შეიძლება ვცდები.
Herbst
28 სექტემბერი 2021 12:04
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული