"ამ გრანდთან წინასწარი შეთანხმება მქონდა, მაგრამ..." - მამუკა ჯუღელი კვარაცხელიას არშემდგარ ტრანსფერზე საუბრობს

AutoSharing Option
"მთავარ არხზე" გადაცემის "სპორტი დიდ ქალაქში" სტუმარი საფეხბურთო აგენტი მამუკა ჯუღელი გახლდათ, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელიას ძალიან ბევრი აკვირდება და ბევრ გუნდს სურს მისი ტრანსფერი, თუმცა რაღაც დეტალებია, რის გამოც გარიგება ვერ კეთდება.

დღეს კლუბებს რომ უთხრა, მოდი და 5-10 მილიონად კვარაცხელიას მოგყიდიო, უარს არავინ იტყვის, მაგრამ "რუბინი" თავის ვარსკვლავს ამ თანხად ნამდვილად არ შეელევა.

შეხედეთ სატრანსფერო ფანჯარას. დაინახავთ, რომ არის უმეტესად გარიგებები, სადაც დიდ როლს თავისუფალი აგენტები თამაშობენ და კრიზისის გამო დიდი
თანხის გადახდას გუნდები ერიდებიან.

პირდაპირ გეტყვით, რომ აპრილის თვეში სერიოზული მოლაპარაკება მქონდა "იუვენტუსთან" და ტურინში კლუბის სპორტულ დირექტორ ფაბიო პარატიჩისთან სალაპარაკოდ ჩავფრინდი.

გიყვებით 16-17 აპრილის ამბებს და ჩვენ გვქონდა წინასწარი მოლაპარაკება ტრანსფერზე... შემდეგ, იცით, რა მოხდა? - "იუვენტუსი", გუნდი, რომელიც მუდმივად ჩემპიონი ხდებოდა, ოთხეულში ძლივს შევიდა, რის გამოც მთავარი მწვრთნელი და პარატიჩიც გაუშვეს...

ხვიჩა დიდი ფეხბურთელია და მას რეკლამის გაკეთება აღარ სჭირდება. მე ის აქამდე უკვე მოვიყვანე და ახლა თვითონ უნდა გამიკეთოს რეკლამა.

თქვენ არ გეცოდინებათ და გეტყვით, რომ მან ზაფხულში ძალიან დიდი ნერვიულობა გადაიტანა. ჟურნალისტები წერდნენ ბევრ ისეთ რამეს, რაც არ იყო საჭირო. კვარაცხელია ჩემი ოჯახის წევრია, მამამისი ჩემი მეგობარია და ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება მოგვიწია, რომ ბავშვი რთული მდგომარეობიდან გამოგვეყვანა", - ამბობს ჯუღელი.
მკითხველის კომენტარები / 48 /
ამ კაცის მიმართ სიმპათიით არავინ ვართ განწყობილი მაგრამ ერთი კი თქვა სწორი.
რეალური ტრანსფერი რომ ყოფილიყო, მე ამას პრესაში არ გავახმაურებდიო და ამ ჟურნალისტებს საიდან მოჰქონდათ ყოველ დღე ახალი ინფორმაციაო. ინტერესი თუ გაჩნდებოდა რომელიმე კლუბის მხრიდან ჩვენებს ეგრევე გადმოჰქონდათ და ხალხი უეჭველი იჯერებდა, ხვალ ან ზეგ ტრანსფერი იქნებაო. თავად ვთარგმნიდით ყგელაფერს უკუღმა. რეალური წინადადებები პრესაში არ ხმაურდება. გაოფიციალურდება მაშინ, როცა უკვე მოხდება და ხელს მოაწერს ახალ კლუბთან. აწი მაინც დავიმახსოვროთ ეგ.
ამ ბიჭსაც ნერვები მოეშალა და ფსიქიკა შეერყა, ტელეფონის დასქროლვისას ყველგან თავის თავზე რომ ხვდებოდა ერთმანეთის გამომრიცხავი ამბები.
ლანძღვა, ცინიზმი, გაღმერთება... ყველაფერი ერთად.
ვინმემ საერთოდ ამ ბიჭზე იფიქრა?
სეირის მაყურებელი ხალხი ვართ. ერთი მხარდაჭერა გვმართებს და იმასაც ვერ ვშვებით. ან არაადეკვატურად უნდა გავაღმერთოთ და ან გავსვაროთ ტალახში.
Winter
27 სექტემბერი 2021 12:42
0
ბავშვიო? 20 წლის ბავშვი სად გინახიათ? სანამ ისე მიუდგგბით როგორც ბავშვს,არაფერი გამოვა. კაცია და თვითონ უნდა გადაწყვიტოს სად უნდა თამაში. მასე სულ ხელჩაკუდებული ატარებენ კარიერის ბოლომდე რუსეთში. უთხრას უნდა გუნდს რომ გაყიდონ და გაუშვან და თუ ეტყვის,გაყიდიან კიდეც. ასე ხდება ყველგან და სანამ თვითონ არ მიხედავს თავს,ისე მოექცევიან როგორც ნივთს.
koba
27 სექტემბერი 2021 16:31
2
ასაკი და ბავშვობა რა შუაშია, კონტრაქტი რომ აქვს გუნდთან, ასე მივა, ეტყვის და თავის ჭკუაზე გაუშვებენ? გუნდს თუ არ დააკმაყოფილებს ეგ სატრანსფერო მოთხოვნები არსადაც არ გაუშვებენ. რამდენი რამეა გასათვალისწინებელი, მაშინ აგენტები კი არ ეყოლებოდათ ფეხბურთელებს. მივიდონენ უფროსობასთან, ეტყოდნენ ახლა წასვლა მინდა, რაღა არ ვარ კმაყოფილიო და წავიდოდნენ
Thomas
27 სექტემბერი 2021 17:16
0
არავის ბრალი არ არის გარდა იმ ე.წ ფეისბუქ სპორტ გვერდებისა, რომლებიც ყოველდღე დებდნენ, თითქოს რაღაც თქვენზე მეტი ვიცით და ტრანსფერი მალე გაოფიციალურდებაო.
ტრავმა რომ მიიღო, ზუსტად ეგ გვერდები ღლიცინებდნენ და ხალხს აჯერებდნენ თითქოს ტრავმა კი არ მიიღო, არამედ ტრანსფერისთვის ინახავდნენ. ხალხსაც მეტი რა უნდოდა.
ამხანაგურებზეც რომ ვერ ითამაშა, თვითონ ხვიჩამ თქვა ტრავმა არ მქონდა მოშუშებულიო და მაგიტომ ვერ დავეხმარე ნაკრებსო, მაგრამ ხვიჩას ნათქვამი ყველამ დაიკიდა, სამაგიეროდ ე.წ სპორტ გვერდებმა დაწერეს ტრანსფერისთვის ინახავენო და მთელმა საქართველომ ის დაიჯერა.
ხომ ხედავთ რამხელა გავლენა აქვთ? ფეხბურთელის ნათქვამიც კი არაა მნიშვნელოვანი, როგორც მაგათი.
ყველამ კვარაცხელიას წინააღმდეგ შეკრა პირი. ვითომ კეთილისმსურველებმაც და მოძულეებმაც.
იმედია გაუძლებს ეგ ბიჭი.
Thomas
27 სექტემბერი 2021 15:11
1
სიმართლეს არ იძახით არცერთი და ნუ ატყუებთ ამ ხალხს, რუსეთიდან ძალიან ძნელად მიდიან ევროპულ ქვეყნებში, იმიტომ რომ ქურდები უზიან ხელფასის წილში, არავის აწყობს იმ ფეხბურთელის გაშვება ვისგანაც ფულს სისტემატიუტად იღებს, ეს ჯუღელიც მაგათი დასმულია აგენტად.... 100 000 ხელფასით ოფიციალურად ეს ბიჭები 20 000 იღებენ.. ხმას არავინ იღებს... ვისაც შეხება აქვს ყველამ კარგად იცის.... და ნუ აბოლებთ ამ ხალხს...
irakli
27 სექტემბერი 2021 22:15
0
შენ თუ კაი კაცი ხარ, აი რად გინდა ამხელა დაცვა და კალმახივით მოძრაობა? ვის ემალები ან ვისი გეშინია?
ანრი
27 სექტემბერი 2021 16:13
2
თამაში არ გამოუვიდა მაგრამ მარტო მაგას ხო არ გამოუვიდა? მთელი გუნდი არაფრის მაქნისი არ იყო და ფაქტიურად ყველა ორთაბრძოლას აგებდნენ და ასეთი თამაშის გადამკიდე ხვიჩას სულ დაცვაში უწევდა თამაში და შეტევაში კი ზუსტად ის განმეორდა რასაც მეტოქეების მცველები აკეთებენ-კეტავენ 2-3-4 ფეხბურთელით ხვიძჩას და ინ ბომს ! ეს ორნი დარჩნენ მაკაროვის წასვლის მერე ვინც უნდა მიიტანოს ბურთი შეტევის წინა ხაზში და ამ ორი მთავარი შემტევის განეიტრალების მერე რუბინი უუნარო და დონდლო გუნდია ! სლუკი ცაში რომ ავიყვანეთ ეხლა რომ ვაკვირდები ზუსტად ვაისის მსგავსი მწვრთნელია--არ შეუძლია თამაშში კორექტივების შეტანა ! ხომ ხედავს რომ ხვიჩას 2-3 ფეხბურთელი დარაჯობს და წინასწარ ადგენენ გეგმებს როგორ ჩაკეტონ ადექი რაა დალოცვილო და შეუცვალე ადგილი ! დაავალე რომ ხშირად შევიდეს ცენტრში და მარჯვენა ფლანგზეც ! მითუმეტრეს სამოშნიკოვს შეუძლია ამ მომენტში კარგად შეცვლა ! ადრე დიდი დინამოს გუბნდშიც ასე ოყო ფაქტიურად გუცაევი იყო ერთადერთი ფლანგის ფეხბურთელი და ის ხშირად მარცხნივაც გადადიოდა და მარჯვენა ფლანვზე შეტევაში კარგად ცვლიდა კოსტავა ! ან ჩივაძე ავიღოთ მაგან მაგან ფეხბურთში ვარჯიში რომ დაიწყო მარჯვენა ნახევარმცველად დაიწყო და 22 წლამდე მარვენა ნახევარმცველად თამაშობდა მაგრამ მოვიდა ახალკაცი და დაცვის ცენტრში გადაიყვანა და მაშინდელი "სპეციალისტები" დასცინოდნენ სად მარჯვენა ნახევარმცველი და სად დაცვის ცენტრიო ვერაფერს ვერ იზამს მანდო ! და რაც ქნა და როგორვ ითამაშა ყველამ ივის ! ასევე უნდა სცადობ ხვიაჩამ და სლუვკიმ მაგალითად ცრუ ცხრიანზე ან მარჯვენა ფლანგზე თამაში (მითუმეტეს ხვიჩამ უკვე ითამაშა ნაკრებში მარჯვენა შემტევად თამაშები და საკმაოდ კარგადაც) მაკაროვი რაც გაუშვეს ხვიჩა ფაქტიურად მარტო დარჩა და მთელი გუნდის შეტევა მაგაზეა აგებული და დრაიერი აშკარად ვერ ქაჩავს მარჯვენა ფლანგზე ! მოკლედ თუ ძირფესვიანი ცვლილება არ მოახდინა სლუცკიმ გუნდის ტაქტიკაში ასე გაგრძელდება და საპრიზო ადგილები კი არა გავარდნის ზონაში აღმოჩდებიან !ცნობილი ფილმის არ იყოს ჭირსაც ეგენი წაუღია ვენ ჩვენ ქეთოზე(ხვიჩაზე) უნდა ვიტიროთ და ასეთ გუნდში ხვიჩა სულ უკან და უკან წავა @
ზურა222
27 სექტემბერი 2021 15:17
0
დროა წასვლის ხვიჩა, შენი ნიჭის კაცი მანდ აღარ უნდა იყოს
რაც შეეხება ამ ტიპს...
baggio
27 სექტემბერი 2021 14:15
2
ამ კომენტარის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ეს ჯუღელი მაგარი შებერტყილი ვინმეა. წადი ხვიჩა, ბიძიკო და სხვა აგენტი მოძებნე, არ სჩანს ეს კაი კაცი.
ბადრი
28 სექტემბერი 2021 00:07
0
რომ აღარაა პარატიჩი იუვეში იმიტომ ამბობს.არ მგონია თავმოყვარე ევროპული კლუბი ჯუღელს დაელაპარაკოს.
Master
27 სექტემბერი 2021 17:08
2
ხვიჩა ბაბუ,ძალინ მიყვარხარ,ყურადღება ცუდ კომენტარებს არ მიაქციო,ასეთი ხალხი ვისაც უნდა,რომ შენ დიდი ფეხბურთი ვერ ან არ ითამაშო ძალიან ცოტაა,დამერწმუნ შენ მთელ საქართველოს,საფეხბურთო სამყაროს უყვარხარ,შენ მათი სიყვარული და ლოცვა თან გდევს,მათთვის,მათი გულის გასახარად,ლაღად ითამაშე,ისე როგორც თამაშობდი და ძლიერ ლიგაში გადასვლაც არ დაახანებს,წარმატებები ხვიჩა,საქართველოს სასიქადულო ვაჟკაცო,შენთვის მლოცველი ნიკოლოზ ბაბუ.
ნიკოლოზ ბაბუ
02 ოქტომბერი 2021 15:00
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული