"ამ გრანდთან წინასწარი შეთანხმება მქონდა, მაგრამ..." - მამუკა ჯუღელი კვარაცხელიას არშემდგარ ტრანსფერზე საუბრობს

AutoSharing Option
"მთავარ არხზე" გადაცემის "სპორტი დიდ ქალაქში" სტუმარი საფეხბურთო აგენტი მამუკა ჯუღელი გახლდათ, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელიას ძალიან ბევრი აკვირდება და ბევრ გუნდს სურს მისი ტრანსფერი, თუმცა რაღაც დეტალებია, რის გამოც გარიგება ვერ კეთდება.

დღეს კლუბებს რომ უთხრა, მოდი და 5-10 მილიონად კვარაცხელიას მოგყიდიო, უარს არავინ იტყვის, მაგრამ "რუბინი" თავის ვარსკვლავს ამ თანხად ნამდვილად არ შეელევა.

შეხედეთ სატრანსფერო ფანჯარას. დაინახავთ, რომ არის უმეტესად გარიგებები, სადაც დიდ როლს თავისუფალი აგენტები თამაშობენ და კრიზისის გამო დიდი
თანხის გადახდას გუნდები ერიდებიან.

პირდაპირ გეტყვით, რომ აპრილის თვეში სერიოზული მოლაპარაკება მქონდა "იუვენტუსთან" და ტურინში კლუბის სპორტულ დირექტორ ფაბიო პარატიჩისთან სალაპარაკოდ ჩავფრინდი.

გიყვებით 16-17 აპრილის ამბებს და ჩვენ გვქონდა წინასწარი მოლაპარაკება ტრანსფერზე... შემდეგ, იცით, რა მოხდა? - "იუვენტუსი", გუნდი, რომელიც მუდმივად ჩემპიონი ხდებოდა, ოთხეულში ძლივს შევიდა, რის გამოც მთავარი მწვრთნელი და პარატიჩიც გაუშვეს...

ხვიჩა დიდი ფეხბურთელია და მას რეკლამის გაკეთება აღარ სჭირდება. მე ის აქამდე უკვე მოვიყვანე და ახლა თვითონ უნდა გამიკეთოს რეკლამა.

თქვენ არ გეცოდინებათ და გეტყვით, რომ მან ზაფხულში ძალიან დიდი ნერვიულობა გადაიტანა. ჟურნალისტები წერდნენ ბევრ ისეთ რამეს, რაც არ იყო საჭირო. კვარაცხელია ჩემი ოჯახის წევრია, მამამისი ჩემი მეგობარია და ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება მოგვიწია, რომ ბავშვი რთული მდგომარეობიდან გამოგვეყვანა", - ამბობს ჯუღელი.
მკითხველის კომენტარები / 48 /
ბევრმა არ იცის და კვარაცხელიას კონტრაქტში რუბინთან ერთი ისეთი პუნქტი დევს რომლის გამოც რუბინი არ ყიდის მას 18-20 მილიონზე ნაკლებად. კვარაცხელიას გაყიდვის შემთხვევაში რუბინი ვალდებულია თანხის 30 პროცენტი გადაუხადოს ჯუღელის,ნუ ეს ფორმალურად და ისე კი ალბათ კვარაცხელია და ჯუღელი გაინაწილებენ. 20 მილიონად რომ გაიყიდოს კვარაცხელია აქედან რუბინს რჩება მხოლოდ თოთხმეტი მილიონი და მიტომაა რომ არ აკლებს. ბოლო ბოლო მაკაროვი გაყიდა 10 მილიონად და კვარაცხელიას თოთხმეტზე ნაკლებად არ ელევა. ამაზე არაფერს ამბობს ბატონი ჯუღელი. და კიდე არც იმაზე თუ რა ხრიკებით დაისაკუთრა კვარაცხელია რუსთავიდან. და არც იმაზე თუ რატომ გააფორმებინა რუბინს 5 წლიანი ხელშეკრულება მაშინ როცა ფეხბურთელი სრულიად უსასყიდლოდ გადავიდა რუბინში და ამიტომ შესაძლებელი იყო არა ხუთ არამედ ორ წლიანი ხელშეკრულების დადება. სავარაუდოდ ჯუღელი და ფეხბურთელის მხარე ამ ხუთ წლიან პუნქტზე დათანხმდნენ იმ 30 პროცენტიანი წილის სანაცვლოდ. ერთადერთის იმედი მაქვს. თუ კვარაცხელიას პოტენციური მყიდველი კლუბი ჩადებს კონტრაქტში იმას რაც დევს კვარაცხელიას ეხლანდელ კონტრაქტში რუბინთან,ანუ თუ კლუბი ვალდებულებას აიღებს იმაზე რომ კვარაცხელიას უკვე შემდგომი ტრანსფერიდან აღებული თანხის 20-30 პროცენტს გადაუხდის რუბინს,მაშინ შესაძლოა რომ რუბინმა მნიშვნელოვნად დაუკლოს 20 მილიონს.
დინამო
28 სექტემბერი 2021 11:43
1
მთავარი არხიო?
მამუ?
რაღაც დამყაყებული პოლიტიკის სუნი მცემს?
თენგო
28 სექტემბერი 2021 08:11
1
მე მართლა მაინტერესებს, ყოველგვარი პოლიტიკური კონტექსტის გარეშე - რატომ მთავარ არხზე, სხვებმა უარი უთხრეს?!....
ვოოტ
28 სექტემბერი 2021 01:12
10
თავისნაირ მატყუარებთან მივიდა !
ზურა222
28 სექტემბერი 2021 02:30
5
მაქვს წინადადება, აჩუქოს სპორტის სამინისტრომ, ან ბიძინამ,ან მიშამ დინამოს 20 მლნ ევრო , დინამო გამოისყიდის კვარაცხელიას და შემდეგ თავისუფალი აგენტის სახით ან იჯარით გაუშვებს რეალში ან ბარსაში, ეს იქნება მისი გადარჩენა , რომ ტრამვა არ მიიღოს რუსეთში. ჩვენ გვჭირდება ეს ბიჭი, ნაკრებს სჭირდება, შეიძლება მისგან ძალიან დიდი ფეხბურთელი დადგეს. 20 მილიონი სახელმწიფოსთვის ფული არ არის, საქმე ეხება საქართველოს გაპიარებას , სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ.
თამაზი
27 სექტემბერი 2021 18:25
8
რიალს და ბარსას არ ეკითხები ჭირდება თუ არა კვარაცხელია ? :))) დაანებეთ თავი მის გაფეტიშებას და სუპერ გმირად წარმოჩენას თორემ დამართებთ მაგ ბიჭს ვარსკვლავურ ავადმყოფობას და დაამთავრებს ბოლოს ანორთოსისში. ეგეთი მონაცემების და უკეთესიც ბევრი დარბის ევროპაში და არავინ მოახტება კვარაცხელიას იმ შედეგიანობით რომელიც დღეს აქვს.
H
27 სექტემბერი 2021 18:48
3
ბოდვებში ხართ
მიდი მოვდივარ
27 სექტემბერი 2021 18:47
1
ყველა გამოხმაურება
კიდევ ერთი წინადადება:
გავაკეთოთ სააქციო საზოგადოება "კვარა" ვიყიდოთ აქციები, შევაგროვოთ 20 მილიონი, გამოვისყიდოთ და გავუშვათ სადაც ხმათა უმრვალესობა, ან თვითონ კვარა, ან ვინმე დაინტერესებულ ევროპის მეორე დონის კლუბში... განვითრაების და გაძვირების შემთხვევაში ინვესტიციაც თვის შედეგს მოიტანს და რამე ბონუსებიც ჩავუდოდ ხელშეკრულებაში, ბოლო ბოლო უფასოდ მივა იმ კლუბში
რა მაფიაა?
27 სექტემბერი 2021 23:59
4
კვარაცხელიას კიდევ ეშველება რაიმე, მაგრამ იმ უამრავ ნიჭიერ ბავშვზე რას იტყვით ზოგი უფულობის, ზოგი ცუდი გარემოცვის ზეგავლენის, ზოგიც ნეპოტიზმის მსხვერპლნი რომ არიან და 15-16 წლის ასაკშივე რომ შეწყვიტეს ფეხბურთის თამაში?
David
27 სექტემბერი 2021 22:14
0
თავი და თავი, ამ კაცის სიხარბემ მიიყვანა საქმე აქამდე, რომ უჭირს ხვიჩას, რუბინისგან თავის დაღწევა.
ვშიშობ სავალალოდ არ დარჩეს ამ ფეხბურთელის საქმე, რაგან როგორც ეტყობა, ხვიჩას "ჩაძირვაში", რუსეთის მეტად წარმოუდგენლად სერიოზული ძალებია ჩართული.
მოკლედ არასწორი ტრანსფერი და უფროსი კვარაცხელიას, არასწორი და დაუფიქრებელი ერთი ფრაზა, მისი ინტერვიუდან...
კაცი
03 ოქტომბერი 2021 09:42
2
ფეხბურთელის ამსახველი არის სტატისტიკა რომელიც 21 წლის ფეხბურთელს შთამბეჭდავი უნდა ჰქონდეს მითუმეტეს თუ მას პრეტენზიები აქვს ტოპ-5 ის ლიგაში სათამაშოდ.
ისიდორე
28 სექტემბერი 2021 11:38
1
Xvalzegs rzto gayidis 5 mulionad moicdis rubini da zéniti minimum 15 millions maintenant gadaixdis
Kutaisi
27 სექტემბერი 2021 19:37
0
ფორმას რაც შეეხება-რა უნდა ქნას ხვიჩამ როცა მუდმივად ერთი კაცი მეურვეობს და მეორე აზღვევს-ამ დროს სხვა გუნდელებს უნდა გაეხსნათ სივრცეები,მაგრამ მთელი რუბინი ჩასვრილია,ვერ თამაშობენ ძველებურად.ჰაკშაბანოვიჩი რო იყიდეს-ყაზაიშვილივით თამაშობს.მოკლედ ზამთარშივე უნდა გაცურცლოს რუსეთიდან- კარგ გუნდში რო იყოს,თუნდაც დინამოში ან ლოკომოტივში ითამაშებდა და რუბინში მაგრად გაუჭირდება მომავალ თამაშებში.
Levani
28 სექტემბერი 2021 06:41
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული