თბილისის "დინამოს" 18 წლის მცველი გიორგი ჩხეტიანი 1-წლიანი იჯარით პორტუგალიურ "ბრაგაში" იასპარეზებს.
როგორც პორტუგალიური გუნდის საიტი წერს, ჩვენებური "ბრაგას" 23-წლამდელთა რიგებში გაირჯება.
ჩხეტიანი "დინამოს" აკადემიის აღზრდილია და მან მიმდინარე სეზონში 1 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
"აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ. "ბრაგა" მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი კლუბია და საქართველოშიც ამ გუნდის შესახებ ბევრმა იცის.
ჩემი ქვეყნის უდიდეს კლუბში ვთამაშობდი, მაგრამ როდესაც ამ შესაძლებლობის შესახებ გავიგე, ბევრი აღარც მიფიქრია.
ყველაფერს გავაკეთებ, რომ აქ წარმატებას მივაღწიო და ფანებმა ჩემი სახელი რაც შეიძლება მალე გაიგონ",
- აღნიშნა წარდგენის შემდეგ ჩხეტიანმა.