"დინამოს" 18 წლის მცველი წამყვან პორტუგალიურ კლუბში გადავიდა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" 18 წლის მცველი გიორგი ჩხეტიანი 1-წლიანი იჯარით პორტუგალიურ "ბრაგაში" იასპარეზებს.

როგორც პორტუგალიური გუნდის საიტი წერს, ჩვენებური "ბრაგას" 23-წლამდელთა რიგებში გაირჯება.

ჩხეტიანი "დინამოს" აკადემიის აღზრდილია და მან მიმდინარე სეზონში 1 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

"აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ. "ბრაგა" მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი კლუბია და საქართველოშიც ამ გუნდის შესახებ ბევრმა იცის.

ჩემი ქვეყნის უდიდეს კლუბში ვთამაშობდი, მაგრამ როდესაც ამ შესაძლებლობის შესახებ გავიგე, ბევრი აღარც მიფიქრია.

ყველაფერს გავაკეთებ, რომ აქ წარმატებას მივაღწიო და ფანებმა ჩემი სახელი რაც შეიძლება მალე გაიგონ",
- აღნიშნა წარდგენის შემდეგ ჩხეტიანმა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ბიჭოოოო , 1 თვე არ გადულა რო ამბობდნენ დინამოში , ჩვენმა ბავშვებმა ჯერ 3 ეტაპი უნდა გაიარონ , აკადემია მეორე გუნდი , მერე მთავარ გუნდში ადგილის დამკვიდრების შემდეგ 2 წელში გავუშვებთოო და 18 წლის ბავშვი აჰაა
ნიკა
12:40 27-09-2021
3
აი არ წავიდა რუსეთში. აბა ვნახოთ, ვნახოთ გამიხარდება ძალიან რამე ნორმალური მაინც რომ გამოვიდეს
აკაკი
19:22 27-09-2021
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული