ქვილითაია "ანორთოსისს" ჩაკვეტაძეზე აფრთხილებს

AutoSharing Option
ხუთშაბათს, 30 სექტემბერს, კონფერენს ლიგაზე ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩები გაიმართება. გიორგი ჩაკვეტაძის "გენტი" თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ "ანორთოსისს" უმასპინძლებს, სადაც გიორგი ლორია, ნიკა ნინუა და ნიკა კაჭარავა გამოდიან. ბელგიური Nieuwsblad-ი "აპოელის" ფორვარდ გიორგი ქვილითაიას ესაუბრა, რომელსაც ამ ორივე გუნდში უთამაშია:

"გენტში" ჩემი წარუმატებელი პერიოდი ტრავმამაც განაპირობა. ახლა ამ გუნდის თამაშებს თვალს ნაკლებად ვადევნებ, მაგრამ მახარებს, რომ გიორგი ჩაკვეტაძე მისთვის ნორმალურ დონესა და კარგ ფორმას დაუბრუნდა. ის, ალბათ, გუნდის ყველაზე საშიში მოთამაშეა და ფამაგუსტელებმა ყურადღება უნდა მიაქციონ."

Sportall.Ge

შეგახსენებთ, პირველ ტურში "გენტმა" "ფლორასთან" ესტონეთში (1:0) გაიმარჯვა,
ხოლო "ანორთოსისი" "პარტიზანთან" საკუთარ მოედანზე (0:2) დამარცხდა.

რაც შეეხება ქვილითაიას - ის "გენტის" რიგებში 34 მატჩში 5 გოლისა და 4 საგოლე პასის ავტორია, "ანორთოსისის" მეტოქეთა კარი კი  31 შეხვერაში 14-ჯერ აიღო.

altოქრიაშვილი მოლოდინებს ვერ ამართლებს, ქვილითაია კი ქეცბაიას გუნდს შეუტევს - კვიპროსული მედია

altჩაკვეტაძე: - ტრავმის მიღების შიში ისევ მეუფლება... შეცვლა ამიტომ მოვითხოვე...

altგაბრაზებული ქეცბაია, პოლონელის ჰეთ-თრიკი და ქართველის დუბლი [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული