ვაკო გვილია პოლონურ "რაკუვში" მშვენივრად ათამაშდა - სექტემბერში 4 შეხვედრა გამართა (სამში მოედანზე 90 წუთი გაატარა) და როგორც კლუბის ოფიციალური გვერდის, ასევე გულშემატკივართა შექება დაიმსახურა. უკანასკნელ ტურში 27 წლის ნახევარმცველის ახალმა კლუბმა ყოფილი ("ლეგია" 3:2) დაამარცხა და ექსტრაკლასში 14 ქულით მე-6 ადგილს იკავებს (თუმცა სხვაზე ნაკლები მატჩები აქვს გამართული). დღეს, 29 სექტემბერს, "რაკუვი" "რადომს" უმასპინძლებს.
უახლოეს პერიოდში ვილი სანიოლმა ოქტომბრის მატჩებისთვის შემადგენლობა უნდა დაასახელოს, სადაც სავარაუდოდ გვილიაც უნდა ვიხილოთ. ნახევარმცველმა ბოლოს ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ (0:3) 77 წუთი იასპარეზა. იმ შეხვედრაში
მას (ისევე, როგორც "ჯვაროსნების" სხვა მოთამაშეებს) არაფერი გამოუვიდა. ვაკო ეროვნული ნაკრების მაისურით 3 გოლისა და 2 შედეგიანი პასის ავტორია.
დღეს დაგეგმილი დაპირისპირება თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.
გვილია ვარშავაში დაბრუნდა - "რაკუვმა" "ლეგიას" სძლია
ზეაქტიური გვილია - ვაკოს ძალიან ემადლიერებიან
არადა ერთი თვე ჰქონდათ ბელორუსის მერე-იცოდნენ რომ ცხოვრების მატჩი ელოდათ.
საღამოობით 40 წუთიან კროსებს მაინც რა ედგა წინ-წონა რო არ მოემატებინათ მამედონიასთან ბისკვიტებივით რო გამოვიდნენ