კიტეიშვილმა ტრავმა მიიღო - "შტურმი" და "ანორთოსისი" დამარცხდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროტურნირების ჯგუფური ეტაპების მეორე ტურში ქართველი ფეხბურთელების გუნდების მატჩები გაიმართა.

ევროპა ლიგაზე "შტურმი"საკუთარ მოედანზე პსვ-სთან 1:4 დამარცხდა. ოთარ კიტეიშვილს პირველ ტაიმში ფეხზე დისკომფორტს გრძნობდა,  81-ე წუთზე კი უკნიდან  ჩაარტყეს, რის შემდეგაც კოჭ-წვივის ტრავმა მიიღო, შეცვალეს და მოედანი სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა. იმედია, კიტეიშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდება და უახლოეს მატჩებში საქართველოს ნაკრების დახმარებას შეძლებს.

"შტურმმა" ორივე სასტარტო შეხვედრა წააგო და 21 ოქტომბერს "სოსიედადს" დაუპირისპირდება.

კონფერენს ლიგაზე "გენტმა" საკუთარ კედლებში "ანორთოსისს" 2:0 სძლია. მასპინძელთა რიგებში არ იყო ტრავმირებული გიორგი ჩაკვეტაძე, ხოლო
თემურ ქეცბაიას გუნდში მე-80 წუთზე შეცვლაზე ნიკა კაჭარავა შევიდა. გიორგი ლორია და ნიკა ნინუა სათადარიგოები გახლდნენ.

"გენტი" ჯგუფში "პარტიზანთან"ერთად ლიდერია და 21 ოქტომბერს სერბულ გუნდს ბელგრადში შეხვდება, ხოლო უქულოდ მყოფი "ანორთოსისი"იმავე დღეს "ფლორას"უმასპინძლებს.


მკითხველის კომენტარები / 27 /
მოვიდა ნაკრების თამაში და დაიწყი ამას სიკვდილი იმას ჩამოხრჩობა სიზმარაში რომაა
ნიმბუსი
23:51 30-09-2021
2
სირცხვილია ბიჭო სირცხვილი. დედას გეფიცებით მე მეუხერხულება უკვე ამათ შემხედვარე. რაგჭირთ ბიჭოო? ღნერთის არგწამთ? ერთხელ ხო შეიძლება ჩამოხვიდეთ ნაკრების თამაშზეეეე. სადაც რაღაცდაგვჭირდა პატარა ხელის მიკვრა და პატარა რაღაცა ყველა მაშინ დაიტრავმა,ყველამ მაშინ აიკიდა კორონა და რავიცი კიდე. ველოდები ნიუსებს კვარაცხელიას ტრავმაზე და იმაზე რონაკრებს ვერ დაეხმარება და მერე 3 დღეში ურალთან ძირითადში დაიწყებს. კვარაცხელია კიარა დედასვფიცავარ სულ რო მესი მყავდეს თუ ნაკრებს არდაეხმარა რაში მჭირდება. ცოტა აზრზე მოდით ბიჭებო ან ვაფშე კარგადიყავით ნაკრებიდან, სიხარულისგან უნდა ტიროდეთ რო შანსი გაქვთ საქართველო ასახელოთ და თქვენკიდე ყველა თამაშის წინძის გდიხართ. არც ჟილკა არაგაქვთ არაფერი თქვენ არაგაქვთ.
ქართველი
02:28 01-10-2021
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული