პოლონეთის ექსტრაკლასას მე-10 ტურში "კრაკოვიას" მცველმა ოთარ კაკაბაძემ თავი გამოიჩინა.
კაკაბაძე "სტალთან" საშინაო მატჩის 46-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც მისი გუნდი მარცხდებოდა (1:3), 62-ე წუთზე გოლი გაიტანა, რომელიც ამ შეხვედრაში გარდამტეხი აღმოჩნდა, რის შემდეგაც კრაკოველებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს და ფრეს მიაღწიეს.
ოთარმა ჩემპიონატის მეოთხე მატჩში მიიღო მონაწილეობა, მისი გუნდი კი 13 ქულით მე-9 ადგილზეა.
კაკაბაძე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უახლოესი მატჩებისთვის გამოიძახა.