მიქაუტაძე სიტყვის კაცია - ჰეთ-თრიკი შეასრულა და "ზულტე ვარეგემი" გაანადგურეს! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თქვა „სერენის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ, რომ ბელგიის ჩემპიონატზე ზედიზედ სამი მარცხი დიდ გუნდებთან განიცადეს და მე-10 ტურში საკუთარ მოედანზე „ზულტე ვარეგემს“ აუცილებლად დაამარცხებდნენ. დაამარცხეს კიდეც - 5:1.

ანგარიში მე-8 წუთზე მიქაუტაძემ პენალტით გახსნა, შემდეგ შესვენებამდე მეკარე ბოსუტმა ორჯერ არ დაანება გატანა. გიორგი ძალინ აქტიური იყო, თანაგუნდელი მაზიზი გოლკიპერთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ მან მეტოქის კარის დალაშქვრა ვერ მოახერხა. სამაგიეროდ ჯალოუმ გაიტანა და პირველი ტაიმი 2:0 დასრულდა. მეორე ტაიმის დასაწყისში მაზიზმაც დაამწუხრა მოწინააღმდეგე -3:0.

66-ე წუთზე „ზულტე-ვარეგემმა“ ანგარიში შეამცირა, რის შემდეგაც გიორგიმ
კიდევ ორჯერ გაიტანა, ჰეთ-თრიკი შეასრულა, თავისი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა და 86-ე წუთზე შეცვალეს. ისიც აღსანიშნავია, რომ მან 74-ე წუთზე სტუმართა გუნდის ნახევარმცველ ბოიას წითელი ბარათი მიაღებინა. sporza.be მატჩის მიმოხივლაში წერს, რომ ქართველი ნამდვილი ვარსკვლავია.

გიორგიმ ჩემპიონატის 5 მატჩში 4 გოლი გაიტანა (თასზე მის ანგარიშზე 3 გოლია), ხოლო „სერენი“ 12 ქულით მე-13 ადგილზეა და 16 ოქტომბერს გასვლაზე ლიდერ „უნიონს“ შეხვდება, რომელიც ამ სეზონში გადავიდა ჟუპილერ ლიგაში.

მიქაუტაძე ამ მატჩის შემდეგ საქართველოში ჩამოვა და ნაკრებს შეუერთდება.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ჰჰჰ -ს. რა შედარებაა ბატონო ჩემო "დარასელიას გავს კუნთებით . . . ეტყობა ფრანგული სკოლა". გამოდის ოჩამჩირე უკვე საფრანგეთი გახდა. ეს ხუმრობით, მაგრამ ძველი დინამოელები სად იგროვებდნენ კუნთების მასას იქნებ მოიკითხონ ფეხბურთის ახლანდელმა მესვეურებმა.
ვაჟა მასწავლებელი
04 ოქტომბერი 2021 17:08
0
ამ სეზონში 15-20 გოლს რომ გაიტანს ბელგიის უმაღლეს ლიგაში, დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს უკვე თავად ტოპ ბელგიური გუნდები მოინდომებენ მის გადაყვანას. შემდეგ კი ტოპ-5 ლიგაც აღარ იქნება შორს.

მომავალ სეზონში მეცში დაბრუნებას და სკამზე ჯდომას, ჯობია კიდევ ერთი წელი დარჩეს ბელგიაში, უფრო მაღალი დონის გუნდში. იმედი მაქვს ამ ბიჭს ჰყავს კარგი აგენტი
ნაბიჯ-ნაბიჯ ყველაფერი მოვა
04 ოქტომბერი 2021 13:59
0
კარგი ბიჭია. ბევრი აქვს სამუშაო ტოპ დონემდე და ნაკრებშიც გამოჩნდა, მაგრამ გილები თავისას ამბობს. რაც მეტს გაიტანს, თავდაჯერებაც მეტი ექნება და მოტივაციაც. თან რამდენი ხანია, გოლზე დაგეშილ ფორვარდს ვნატრობთ და ამ ბიჭში ესაა ყველაზე მაგარი, რომ როგორც კი შანსი უჩნდება, ეგრევე ურტყამს, ბურთის თრევის და უაზრო ფინტების ნაცვლად.
Lasha
04 ოქტომბერი 2021 11:26
0
ოქროს ბიჭი
Solo
04 ოქტომბერი 2021 00:53
0
ქვილითა დააყენეთ სასტავში
buxrika
04 ოქტომბერი 2021 00:43
6
გოლის საოცარი ალღო აქვს, ქართველი ოუენი ან მიულერი გვეზრდება,,,
კ ო მ ბ ლ ე
04 ოქტომბერი 2021 00:06
3
რამაზ შენგელია ტეხავს, ხო? ))))))))))
levan
04 ოქტომბერი 2021 00:50
0
იმედი მაქვს სეზონის ბოლომდე მინიმუმ 20 გოლზე ავა ჯერ კიდევ ბევრი თამაშია დარჩენილი ჩემპიონატი თასი შესაძლოა პლეიფებიც წარმატებები გიორგის
გიო
03 ოქტომბერი 2021 23:29
1
გოლები გვაჩვენეთ ჩვენც - თუ გაქვთ სადმე ჩანაწერი. 3:0 ვუყურე, მერე ინტერნეტრმა "გაჭედა".
ვაჟა მასწავლებელი
03 ოქტომბერი 2021 21:28
1
ამ ბიჭს ქართულ პასპორტი გიორგი უწერია ნეტა თუ ჟორჟ? ეს რა შუაშია და ეს მართლა კაი ბიჭი გვეზრდება მემგონი
ზუუსი
03 ოქტომბერი 2021 21:11
0
ეგრე რა ბიჭო მაღირსეთ საქართველოს ნაკრებს, რომ თავდამსხმელი ყავდეს! მაგარიხარ გიო!
დიმო
03 ოქტომბერი 2021 20:59
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული