ანგარიში მე-8 წუთზე მიქაუტაძემ პენალტით გახსნა, შემდეგ შესვენებამდე მეკარე ბოსუტმა ორჯერ არ დაანება გატანა. გიორგი ძალინ აქტიური იყო, თანაგუნდელი მაზიზი გოლკიპერთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ მან მეტოქის კარის დალაშქვრა ვერ მოახერხა. სამაგიეროდ ჯალოუმ გაიტანა და პირველი ტაიმი 2:0 დასრულდა. მეორე ტაიმის დასაწყისში მაზიზმაც დაამწუხრა მოწინააღმდეგე -3:0.
66-ე წუთზე „ზულტე-ვარეგემმა“ ანგარიში შეამცირა, რის შემდეგაც გიორგიმ კიდევ ორჯერ გაიტანა, ჰეთ-თრიკი შეასრულა, თავისი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა და 86-ე წუთზე შეცვალეს. ისიც აღსანიშნავია, რომ მან 74-ე წუთზე სტუმართა გუნდის ნახევარმცველ ბოიას წითელი ბარათი მიაღებინა. sporza.be მატჩის მიმოხივლაში წერს, რომ ქართველი ნამდვილი ვარსკვლავია.
გიორგიმ ჩემპიონატის 5 მატჩში 4 გოლი გაიტანა (თასზე მის ანგარიშზე 3 გოლია), ხოლო „სერენი“ 12 ქულით მე-13 ადგილზეა და 16 ოქტომბერს გასვლაზე ლიდერ „უნიონს“ შეხვდება, რომელიც ამ სეზონში გადავიდა ჟუპილერ ლიგაში.
მიქაუტაძე ამ მატჩის შემდეგ საქართველოში ჩამოვა და ნაკრებს შეუერთდება.
მომავალ სეზონში მეცში დაბრუნებას და სკამზე ჯდომას, ჯობია კიდევ ერთი წელი დარჩეს ბელგიაში, უფრო მაღალი დონის გუნდში. იმედი მაქვს ამ ბიჭს ჰყავს კარგი აგენტი