საქართველოს ნაკრების მორიგი უსახური მატჩი და მორიგი მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირზე საკუთარ მოედანზე საბერძნეთთან 0:2 დამარცხდა.

სექტემბრის წარუმატებელი სერიის შემდეგ „ჯვაროსნების“ მწვრთნელი ვილი სანიოლი ოქტომბერში თამაშის ხარისხის გამოსწორებას დაგვპირდა, ტრავმირებული ფეხბურთელებიც დაუბრუნდა, მხოლოდ კაშია და კიტეიშვილი აკლდა და ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა. სამწუხაროდ, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდა და ჩვენმა გუნდმა ფაქტიურად საკუთარი მოედნის უპირატესობა დაკარგა.

დებიუტში საქართველოს ნაკრები ინიციატივას დაეუფლა, ბერძნები კი სწრაფი და სახიფათო კონტრშეტევებით გვპასუხობდნენ და პავლიდისმა გოლი გაიტანა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა. 22-ე წუთზე საჯარიმოდან ჩაწოდებული ცაველასმა
დაარტყა და ლორიამ გადაგვარჩინა. საპასუხო იერიშისას კაკაბაძის დარტყმული მეკარე ვლახომიდოსმა მოიგერია. მეტოქე კარგად კეტავდა ზონებს, საქართველოს ნაკრები მწვავე შეტევებს ვერ ახერხებდა, მიქაუტაძე კი თამაშიდან გამოთიშული იყო. მე-40 წუთზე მასურასს ლორიამ არ დაანება გატანა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში თამაშის სურათი არ შეიცვალა და სანიოლმა ორმაგი ცვლილება განახორციელა - ჩაკვეტაძისა და მიქაუტაძის ნაცვლად მოედანზე გვილია და ოქრიაშვილი შეუშვა. უპირატესობას კი სტუმრები ფლობდნენ, მაგრამ მომენტი არც ერთ კართან არ იქმნებოდა, ყველაფერი ფრისკენ მიდიოდა, თუმცა 90-ე წუთზე მსაჯმა ვიდეოგამეორების შემდეგ დაასკვნა, რომ გიორბელიძემ საკუთარ საჯარიმოში ბურთზე ხელით ითამაშა, პენალტი დანიშნა, რომელიც ბაკასეტასმა გამოიყენა, ბოლოს კაკაბაძის შეცდომით პელიკასმა ისარგებლა და მორიგი მარცხი განვიცადეთ.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 12 ოქტომბერს სტუმრად კოსოვოსთან გამართავს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - საბერძნეთი 0:2
გოლები: 0:1 ბაკასეტასი (90, პენ), 0:2 პელიკასი (90+5)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, დვალი, გიორბელიძე, კანკავა, აბურჯანია (დავითაშვილი 90), ლობჟანიძე (ქვილითაია 90), ჩაკვეტაძე (გვილია 60), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ოქრიაშვილი 60)

საბერძნეთი: ვლახოდიმოსი, ცაველისი, მავროპანოსი, ჰაციდიაკოსი, ციმიკასი, ბუხალაკისი, სიოპისი, ანდრუცოსი, პავლიდისი (პელიკასი 46), მასურასი (ციოლისი 78), ბაკასეტასი

მკითხველის კომენტარები / 170 /
ქვეყანა ერთ ფიდ აჭარაბეთად აქციეს, რა ბურთი, რის ფეხბურთი……
სსს
10 ოქტომბერი 2021 21:13
2
ქვეყანა ერთ ფიდ აჭარაბეთად აქციეს, რა ბურთი, რის ფეხბურთი……
სსს
10 ოქტომბერი 2021 21:13
2
ფედერაციაში ერთი რომ შეიხედოთ მიხვდებით თუ რატომ არ გვაქცს შედეგი.ესეთი უმაქნისი და უსაქმური ორგანიზაცია რატომ უნდა ფინასდებოდეს სახელწიფო ბიუჯეტიდან საერთოდ ძალიან მიკვირს,მითუმეტეს ამხელა თანხებით.
ვახო
10 ოქტომბერი 2021 16:27
4
დიდი ხარჯის გარდა, ვერანაირი სიკეთე ვერ მოგვიტანეს უცხოელმა მწვრთნელებმა. საქართველოს ნაკრებს ბევრად უკეთესი შედეგი აქვს ჩვენი მწვრთნელების დროს. ბულგარეთი, უელსი, შოტლანდია, უნგრეთი, პოლონეთი... ხორვატია... ჩივაძის, ყიფიანის, ძოძუაშვილის, გუცაევის, ქეცბაიას, ცხადაძის დროს გვყვავს დამარცხებული. მეორე ხარისხოვან გუნდებზე აღარაფერს ვამბობ. დავემშვიდობოთ სანიოლს და 2022 წლიდან დავნიშნოთ ჩივაძე-გუცაევის ტანდემი ორ ახალგაზრდასთან ერთად!!!!
tngh
10 ოქტომბერი 2021 15:17
9
დიდი სახრით ან ბუზების საკლავით უნდა დაერიო ამ უტიფარ ვითომ ფეხბურთელებს თავისი უსაქმური ფედერაციით და გაყარო ბოლო კაცამდე ნაკრებიდან. ან ვინ ათამაშებს საკუთარ გუნდებში თუნდაც საქართველოში, ან ვინ ყიდულობს თუნდაც ჭე კლასში ამ მოსიარულე მძორებს
esea
10 ოქტომბერი 2021 15:09
2
სანამ ნაკრების საბაზო გუნდი არ გვეყოლება შიდა ჩემპიონატში 2 მაინც რომლებიც რეგილარულად იტამაშებენ ევრო ტურნირების ჯგუფში და მინიმუმ 10 ქართველი ფეხბურთელი შეთამაშებული აქედან ნაკრებში არაფერი არ გამოვააა
კუკურა
10 ოქტომბერი 2021 15:01
2
Და რატომ უნდა მოვუგოთ საბერძნეთს, ცხოვრების დონეა საქართველოში უფრო მაღალი, ადამიანების უფლებებია დაცული უფრო მეტად , ბერძნები გამორბიან საქართველოში სამუშაოდ , თუ ფეხბურთელები გვყავს უფრო მაღალი კლასის ?!
ფეხბურთი
10 ოქტომბერი 2021 14:21
2
ბრაზილიაში როდის იყო ცხოვრების დონე მაღალი ან არგენტინაში, ან ურუგვაიში??? ღარიბების თამაშია ფეხბურთი და სულ ასეთი გაჭირვებაში გამოჯეკილი ნიჭიერი ჟილკიანები უნდა ჩაგრავდნენ მაგ გამაძღარ გამოწკეპილ და ინფრასტრუქტურა აწყობილ ფულიან "პროფესიონალებს" ფეხბურთში. კიდე რბილად გეუბნები აქ, დაქცეულ ქვეყანაში ცხოვრება გამართლება არ არის
Garrincha
10 ოქტომბერი 2021 20:42
4
რატომ გიკვირთ ეს შედეგი?შეხედეთ ფედერაციას რა ხდება?უსაქმურებით,წერა კითხვის უცოდინრებით და ნარკუშებით გაავსეს.ვისგან ელით შედეგს ?
თემო
10 ოქტომბერი 2021 13:37
3
მადლობა
ჯაბა……
1 0 0 გილოცავ
ალექსანდრე
10 ოქტომბერი 2021 13:13
7
რა გინდათ? 90 წუთი ბურთი არ გაუშვიათ, ცოტა ღმერთიც ხო უნდა მოგვეხმაროს ასე 2-3 წუთი ხოლმე,
ბეშკა
10 ოქტომბერი 2021 13:11
11
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული