საქართველოს ნაკრების მორიგი უსახური მატჩი და მორიგი მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირზე საკუთარ მოედანზე საბერძნეთთან 0:2 დამარცხდა.

სექტემბრის წარუმატებელი სერიის შემდეგ „ჯვაროსნების“ მწვრთნელი ვილი სანიოლი ოქტომბერში თამაშის ხარისხის გამოსწორებას დაგვპირდა, ტრავმირებული ფეხბურთელებიც დაუბრუნდა, მხოლოდ კაშია და კიტეიშვილი აკლდა და ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა. სამწუხაროდ, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდა და ჩვენმა გუნდმა ფაქტიურად საკუთარი მოედნის უპირატესობა დაკარგა.

დებიუტში საქართველოს ნაკრები ინიციატივას დაეუფლა, ბერძნები კი სწრაფი და სახიფათო კონტრშეტევებით გვპასუხობდნენ და პავლიდისმა გოლი გაიტანა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა. 22-ე წუთზე საჯარიმოდან ჩაწოდებული ცაველასმა
დაარტყა და ლორიამ გადაგვარჩინა. საპასუხო იერიშისას კაკაბაძის დარტყმული მეკარე ვლახომიდოსმა მოიგერია. მეტოქე კარგად კეტავდა ზონებს, საქართველოს ნაკრები მწვავე შეტევებს ვერ ახერხებდა, მიქაუტაძე კი თამაშიდან გამოთიშული იყო. მე-40 წუთზე მასურასს ლორიამ არ დაანება გატანა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში თამაშის სურათი არ შეიცვალა და სანიოლმა ორმაგი ცვლილება განახორციელა - ჩაკვეტაძისა და მიქაუტაძის ნაცვლად მოედანზე გვილია და ოქრიაშვილი შეუშვა. უპირატესობას კი სტუმრები ფლობდნენ, მაგრამ მომენტი არც ერთ კართან არ იქმნებოდა, ყველაფერი ფრისკენ მიდიოდა, თუმცა 90-ე წუთზე მსაჯმა ვიდეოგამეორების შემდეგ დაასკვნა, რომ გიორბელიძემ საკუთარ საჯარიმოში ბურთზე ხელით ითამაშა, პენალტი დანიშნა, რომელიც ბაკასეტასმა გამოიყენა, ბოლოს კაკაბაძის შეცდომით პელიკასმა ისარგებლა და მორიგი მარცხი განვიცადეთ.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 12 ოქტომბერს სტუმრად კოსოვოსთან გამართავს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - საბერძნეთი 0:2
გოლები: 0:1 ბაკასეტასი (90, პენ), 0:2 პელიკასი (90+5)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, დვალი, გიორბელიძე, კანკავა, აბურჯანია (დავითაშვილი 90), ლობჟანიძე (ქვილითაია 90), ჩაკვეტაძე (გვილია 60), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ოქრიაშვილი 60)

საბერძნეთი: ვლახოდიმოსი, ცაველისი, მავროპანოსი, ჰაციდიაკოსი, ციმიკასი, ბუხალაკისი, სიოპისი, ანდრუცოსი, პავლიდისი (პელიკასი 46), მასურასი (ციოლისი 78), ბაკასეტასი

მკითხველის კომენტარები / 170 /
გამყრელიძეს მივმართავ--- ეს ხალხი ჩასვით სადმე და ატარეთ ამაზე ცდები გინდათ აცრებით და გინდათ კომბლებით...
სპორტ ფაზა
09 ოქტომბერი 2021 22:53
2
გამოჩნდა რომ შემტევი ფეხბურთი არაა ქართველების სტილი. გაიხსენეთ, ყველგან რომელ მატჩშიც წარმატებას მივაღწიეთ, ყველგან მეორე ნომრად ვიყავით და საერთოდ ქეცბაიას დროს დაცვა მაინც იყო მოწოდების სიმაღლეზე ხშირად.
qomagi
09 ოქტომბერი 2021 22:52
5
ცენტრალური ნახევარდაცვა უკან პასის მეტს ვერაფერს აკეთებდნენ,ხანდახან ბურთს თუ ჯაჭრიდნენ. ძალიან ძველმოდურ ფეხბურთს თამაშობენ კანკავა და აბურჯანია. კანკავას სისწრაფე არ აქვს სწრაფად ვერ ანაწილებს ბურთს,აბუ კი უთამაშებელი ჩამოვიდა და ცუდ ფორმაშია! აქ გვჭირდება ახალი სისხლი თორემ არაფერი არ გამოვა. ისე ზოგადად მაღალი კლასის ფეხბურთელების დეფიციტი გვაქვს და ამ დონეს ვერ ვქაჩავთ! მწვრთელი ვინც არ უნდა დანიშნო ამ ფეხბურთელებით საბერძნეთის და შვედეთის დონის გუნდებს ვერ დაამარცხებს!
კახი
09 ოქტომბერი 2021 22:51
3
თუ თავმოყვარეობა ოდნავ მაინც შერჩათ ყველა უნდა გადადგეს ფედერაციიდან დაწყებული მწვრთნელებით გაგრძელებული!!! ამათ უკვე წაგებულის მენტალიტეტი სისხლში აქვთ გამჯდარი!!! უნდა მოვიდეს ახალი ხალხი და ნულიდან უნდა დაიწყოს!!! მრავალწლიანი კარგად გააზრებული და დაგეგმილი პროექტი! უნდა მიეხედოს ახალ თაობას რომელსაც არ აქვს წაგებულის მენტალიტეტი და თამაშს დაწყებამდე არ აგებს!!!
ნკ
09 ოქტომბერი 2021 22:51
3
კარგი იდეა მომივიდა ამ ცხელ გულზე. ამას წინათ ახალგაზრდულის თამაშს ვუყურე ჩვენი ბიჭები დაფრინავდნენ რასაც ქვია(ყოველ შემთხვევაში ამათთან შედარებით) სწრაფი გააზრებული კომბინაციები, გახსნები, შესვლები, და ჟინი, ცეცხლი მოგების იგრძნობოდა. ძალიან ცოტა უკან პასი. თუ გაახალგაზრდავებაზეა აქცენტი, ბარემ გადმოვიყვანოთ ის 23 წლამდე ასაკის ნაკრების დიდი ნაწილი, თორემ ამათ საკმაო ნაწილს აღარ შეუძლია სირბილი. 1 გააზრებული კომბინაციაც კი სანატრელი გვაქვს. გოლის გატანაზე ხო საერთოდ აღარ არის ლაპარაკი ამ ეტაპზე, მოგებაზე არც ვოცნებობთ.
სოსო
09 ოქტომბერი 2021 22:49
1
ზოგზოგიერთბს შეიძლება არ ესიამოვნოთ მაგრამ ჩემი აზრით ამ ნაკრებს ისევ ქეცბაია თუ უშველის ელემეტარულად ტაქტიკას და მზგავს საკითხებს რომ თავი გავანებოთ ფსიქოლოგიურად მაინც დამუხტავს და მოტივაციას მისცემს ნაკრებს გაცილებით უკეთესად ვიდრე სანიოლი და ჩემი აზრით ტაქტიკაში და საფეხბურთო ფილიოსოფიაში ქეცბაიაც მეტად თუარა არანაკლებ კარგად ერკვევა.
giorgi
09 ოქტომბერი 2021 22:47
3
თანამედროვე სახელმწიფოს შენებისას, ერთადერთი რასაც ყველაზე კარგად შეეწყო ქართველი კაცი, არის კლავიატურა... მანდ იწყება და მთავრდება აღშფოთებაც, ტკივილიც, სიხარულიც, გაბრაზებაც. მოვწყდით რეალურ ცხოვრებას და დავჩაჩანაკდით, თორემ ნორმალური სახელმწიფო ათასჯერ გამოცვლიდა ფედერაციას უკვე, აქციას აქციაზე მოუწყობდა ამ საშინელი თავზე ლაფის დასხმისთვის!!!
=============2012 წლის შემდეგ არცერთი მოგებული თამაში!!!============
Emigranti
09 ოქტომბერი 2021 22:47
3
ვთხოვ ნაკრების ფეხბურთელებს თვან რა უნდათ? რატომ თამაშობენ ასე იქნებ ვინმემ ისაუბროს…არ არის კარგი ბიჭებო ასე გაგრძელება,გთხოვთ ძალიან მოიგეთ თამაში
jorj
09 ოქტომბერი 2021 22:46
1
რაც იციან იმას თამაშობენ
ისიდორე
09 ოქტომბერი 2021 22:42
3
ეს სანიოლი სად იპოვეს?ესეთი უნიათოები ყველაფერში როგორ არიან?სანიოლი ყველაფერია მწვრთნელის გარდა.
თემო
09 ოქტომბერი 2021 22:42
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული