საქართველოს ნაკრების მორიგი უსახური მატჩი და მორიგი მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირზე საკუთარ მოედანზე საბერძნეთთან 0:2 დამარცხდა.

სექტემბრის წარუმატებელი სერიის შემდეგ „ჯვაროსნების“ მწვრთნელი ვილი სანიოლი ოქტომბერში თამაშის ხარისხის გამოსწორებას დაგვპირდა, ტრავმირებული ფეხბურთელებიც დაუბრუნდა, მხოლოდ კაშია და კიტეიშვილი აკლდა და ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა. სამწუხაროდ, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდა და ჩვენმა გუნდმა ფაქტიურად საკუთარი მოედნის უპირატესობა დაკარგა.

დებიუტში საქართველოს ნაკრები ინიციატივას დაეუფლა, ბერძნები კი სწრაფი და სახიფათო კონტრშეტევებით გვპასუხობდნენ და პავლიდისმა გოლი გაიტანა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა. 22-ე წუთზე საჯარიმოდან ჩაწოდებული ცაველასმა
დაარტყა და ლორიამ გადაგვარჩინა. საპასუხო იერიშისას კაკაბაძის დარტყმული მეკარე ვლახომიდოსმა მოიგერია. მეტოქე კარგად კეტავდა ზონებს, საქართველოს ნაკრები მწვავე შეტევებს ვერ ახერხებდა, მიქაუტაძე კი თამაშიდან გამოთიშული იყო. მე-40 წუთზე მასურასს ლორიამ არ დაანება გატანა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში თამაშის სურათი არ შეიცვალა და სანიოლმა ორმაგი ცვლილება განახორციელა - ჩაკვეტაძისა და მიქაუტაძის ნაცვლად მოედანზე გვილია და ოქრიაშვილი შეუშვა. უპირატესობას კი სტუმრები ფლობდნენ, მაგრამ მომენტი არც ერთ კართან არ იქმნებოდა, ყველაფერი ფრისკენ მიდიოდა, თუმცა 90-ე წუთზე მსაჯმა ვიდეოგამეორების შემდეგ დაასკვნა, რომ გიორბელიძემ საკუთარ საჯარიმოში ბურთზე ხელით ითამაშა, პენალტი დანიშნა, რომელიც ბაკასეტასმა გამოიყენა, ბოლოს კაკაბაძის შეცდომით პელიკასმა ისარგებლა და მორიგი მარცხი განვიცადეთ.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 12 ოქტომბერს სტუმრად კოსოვოსთან გამართავს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - საბერძნეთი 0:2
გოლები: 0:1 ბაკასეტასი (90, პენ), 0:2 პელიკასი (90+5)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, დვალი, გიორბელიძე, კანკავა, აბურჯანია (დავითაშვილი 90), ლობჟანიძე (ქვილითაია 90), ჩაკვეტაძე (გვილია 60), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ოქრიაშვილი 60)

საბერძნეთი: ვლახოდიმოსი, ცაველისი, მავროპანოსი, ჰაციდიაკოსი, ციმიკასი, ბუხალაკისი, სიოპისი, ანდრუცოსი, პავლიდისი (პელიკასი 46), მასურასი (ციოლისი 78), ბაკასეტასი

მკითხველის კომენტარები / 170 /
წადი და ტურისტადაც არ ჩამოხვიდე არასდროს საქართველოში.ვილი არა ...
ჯიჯი
09 ოქტომბერი 2021 22:08
4
უთავმოყვარეო და ღირსებადაკარგული ლუზერები
მამუკა
10 ოქტომბერი 2021 12:32
0
ოფიციალურად დაკანონდეს რომ ჩვენ ფეხბურთელებს თამაშის წინ მწარე დაფქული წიწაკა ამოუსვან რომ ირბინონონ მინდორზე და გამწარებულებმა ეგებ გოლიც გაიტანონ…
ნამდვილად ასეა საჭირო
10 ოქტომბერი 2021 11:29
1
უნიჭობის ფესტივალი, არ მიკვირს რაც მოხდა იმიტომ რომ ჩვენი ფეხბურთები ფიქრობენ ყველაფერზე ფეხბურთის გარდა, ხშირად ჟურნალისტებიც (ყველაზე უნიჭო და გარყვნილი კასტა ადვოკატებთან ერთად) ყველაფერს ეკითხებიან მათ, რას ფიქრობენ ადამიანის უფლებების დაცვაზე, პოლიტიკაზე, იციან თუ არა ბორშჩის ან საცივის მომზადება, სექსუალური უმცირესობის საკითხებზე. ესენიც დგანან და სპინოზას სახით პასუხობენ ამ შეკითხვებს და თავი ალბათ ყველაფრის მცოდნეები გონიათ. არავინ ასწავლის (რომ არ იციან ფაქტია) რომ გულშემატკივარი არის სამშობლო რომლის გულისთვისაც უნდა თამაშობდნენ და თუ არ შეუძლიათ თვითონ მიდიოდნენ ნაკრებიდან. ფეხბურთელების გაკრიტიკება ხომ სასიკვდილო ცოდვაა (დღეს ძლივს ამოიკვნესეს კომენტატორებმა რომ დავიტანჯეთ ამათი ყურებითო), ამის წინ დიდ მანუჩარს (მაჩაიძე) ვუსმინე როგორ მართლა ამბობდა ინდივიდუალიზმი მოკლეს, მართალა ინკუპატორში გამოყვანილებს გვანან სუყველა, ამასთან ნამდვილად მგონია რომ ვერ აზროვნებენ, არ აქვთ შესაბამისი ცოდნა და რასაც ჩასძახებენ იმის ამოძახებით არიან დაკავებული, თავიანთი საქმის გარდა ყველაფერს აკეთებენ, იცავენ სხვის უფლებებს (ჩვენ რომ ნერვები გვაწყდება მაგათ თამაშზე ეს არ ადარდებთ) კესარიას დროშებს აფრიალებენ (ზოგიერთი) და არ გამიკვირდება პოლიტიკური განცხადებები რომ აკეთონ ამ თავისი საქმის არ მცოდნეებმა. ისე ლომჯარია შენც მოგმართავ ათას ნეხვს რომ იცავ ერთი განცხადება გააკეთე ჩვენი გულშემატკივრების ნერვების დასაცავად.
ზაალი
09 ოქტომბერი 2021 23:13
6
ბევრი ღარიბი ქვეყანა თამაშობს ფეხბურთს უმაღლეს დონეზე მარტო ხორვატია რად ღირს 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ომ გამოვლილი ხორვატია გავიდა მე 3 ადგილზე ეგ არგუმეტი არაა ღარიბი ქვეყანაა ღარიბი ქვეყანა მაროკოც ალჟირიც ურუგვაიც ბრაზილიაც კოდ დიუვარიც ნიგერიაც მაგრამ ჩვენს ნაკრები შეედრება რომელიმეს??
არ ვიცი ფეხბურთელების ბრალია მწვრთნელის თუ ფედერაცის მაგრამ ფაქტია სამივე დამნაშავეა.
გიორგი
09 ოქტომბერი 2021 22:58
1
კვარაცხელია და ჩაკვეტაძე კი ყავდათ ამოკეტილი მაგრამ ლობჟანიძეს რჩებოდა სივრცეები და საერთოდ ვერ შეძლო თამაშის გამწვავებაც კი, არ მესმის რატომ არ შემოუშვა წიტაიშვილი, გასულ მატჩებში რაც ითამაშა საუკეთესო იყო და რით ვერ დაიმსახურა დღეს თამაში. დარწმუნებული ვარ ბევრად სახიფათო იქნებოდა ჩვენი გუნდის შეტევა წიტაიშვილს რომ ეთამაშა, ამით ხვიჩას და ჩაკვეტაძესაც გაეხსნებოდათ ზონები და შეძლებდნენ თავიანთი უპირატესობების გამოვლენას, ლობჟანიძეს ნაკრებში ძალიან უჭირს ეს არაერტხელ გამოჩნდა. და კიდევ ერთი, აბურჯანიას მაგივრად კვეკვესკირი უნდა მდგარიყო
Rezo
09 ოქტომბერი 2021 23:18
1
გიორბელიძემ თავზე მაღლა ხელი აწია და პენალი გაიჩალიჩა,მსაჯმა ვერ დაინახა და ალბათ თვითონ შეახსენა,რომ ვარი შეემოწმებინა! კაკაბაძემ შეგნებული პასი გააკეთა ბერძენზე! ვერ გვიგებდნენ და ძალით წააგეს!
ზურა
09 ოქტომბერი 2021 22:08
3
Და რატომ უნდა მოვუგოთ საბერძნეთს, ცხოვრების დონეა საქართველოში უფრო მაღალი, ადამიანების უფლებებია დაცული უფრო მეტად , ბერძნები გამორბიან საქართველოში სამუშაოდ , თუ ფეხბურთელები გვყავს უფრო მაღალი კლასის ?!
ფეხბურთი
10 ოქტომბერი 2021 14:21
2
ბრაზილიაში როდის იყო ცხოვრების დონე მაღალი ან არგენტინაში, ან ურუგვაიში??? ღარიბების თამაშია ფეხბურთი და სულ ასეთი გაჭირვებაში გამოჯეკილი ნიჭიერი ჟილკიანები უნდა ჩაგრავდნენ მაგ გამაძღარ გამოწკეპილ და ინფრასტრუქტურა აწყობილ ფულიან "პროფესიონალებს" ფეხბურთში. კიდე რბილად გეუბნები აქ, დაქცეულ ქვეყანაში ცხოვრება გამართლება არ არის
Garrincha
10 ოქტომბერი 2021 20:42
4
კობიაშვილო და ფეხბურთის ფედერაცისდ წოდებულო "კობის საძმოვ"-არ გაგიგიათ,ნაკრები ფედერაციის მუშაობის შეფასების სარკეაო? ქვეყნის ნაკრებმა მე-6 თამაში წააგო და ასდეთი თამაშით,დიდი ალბათობით დარჩენილ 2 თამაშსაც წააგებს.გაიღვიძეთ! საქმით აიღეთ პასუხისმგებლობა(და არა ისე თქვენ რომ გჩვევიათ,ვიღებთ პასუხისმგებლობასო და ამ სიტყვებით მთავრდება თქვენი ქმედება) გვერდი შეიბრუნეთ.გადადექით! წადით! წადით! და ეს თქვენი მოყვანილი მწვრთნელიც თან გაიყოლეთ.
mamulo
10 ოქტომბერი 2021 12:01
1
ქართული ფეხბურთი მკვდარია უკვე 21 წელია ესეც თქვენი დამოუკიდებელი ფეხბურთი.
Gogi
10 ოქტომბერი 2021 11:30
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული