საქართველოს ნაკრების მორიგი უსახური მატჩი და მორიგი მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირზე საკუთარ მოედანზე საბერძნეთთან 0:2 დამარცხდა.

სექტემბრის წარუმატებელი სერიის შემდეგ „ჯვაროსნების“ მწვრთნელი ვილი სანიოლი ოქტომბერში თამაშის ხარისხის გამოსწორებას დაგვპირდა, ტრავმირებული ფეხბურთელებიც დაუბრუნდა, მხოლოდ კაშია და კიტეიშვილი აკლდა და ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა. სამწუხაროდ, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდა და ჩვენმა გუნდმა ფაქტიურად საკუთარი მოედნის უპირატესობა დაკარგა.

დებიუტში საქართველოს ნაკრები ინიციატივას დაეუფლა, ბერძნები კი სწრაფი და სახიფათო კონტრშეტევებით გვპასუხობდნენ და პავლიდისმა გოლი გაიტანა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა. 22-ე წუთზე საჯარიმოდან ჩაწოდებული ცაველასმა
დაარტყა და ლორიამ გადაგვარჩინა. საპასუხო იერიშისას კაკაბაძის დარტყმული მეკარე ვლახომიდოსმა მოიგერია. მეტოქე კარგად კეტავდა ზონებს, საქართველოს ნაკრები მწვავე შეტევებს ვერ ახერხებდა, მიქაუტაძე კი თამაშიდან გამოთიშული იყო. მე-40 წუთზე მასურასს ლორიამ არ დაანება გატანა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში თამაშის სურათი არ შეიცვალა და სანიოლმა ორმაგი ცვლილება განახორციელა - ჩაკვეტაძისა და მიქაუტაძის ნაცვლად მოედანზე გვილია და ოქრიაშვილი შეუშვა. უპირატესობას კი სტუმრები ფლობდნენ, მაგრამ მომენტი არც ერთ კართან არ იქმნებოდა, ყველაფერი ფრისკენ მიდიოდა, თუმცა 90-ე წუთზე მსაჯმა ვიდეოგამეორების შემდეგ დაასკვნა, რომ გიორბელიძემ საკუთარ საჯარიმოში ბურთზე ხელით ითამაშა, პენალტი დანიშნა, რომელიც ბაკასეტასმა გამოიყენა, ბოლოს კაკაბაძის შეცდომით პელიკასმა ისარგებლა და მორიგი მარცხი განვიცადეთ.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 12 ოქტომბერს სტუმრად კოსოვოსთან გამართავს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - საბერძნეთი 0:2
გოლები: 0:1 ბაკასეტასი (90, პენ), 0:2 პელიკასი (90+5)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, დვალი, გიორბელიძე, კანკავა, აბურჯანია (დავითაშვილი 90), ლობჟანიძე (ქვილითაია 90), ჩაკვეტაძე (გვილია 60), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ოქრიაშვილი 60)

საბერძნეთი: ვლახოდიმოსი, ცაველისი, მავროპანოსი, ჰაციდიაკოსი, ციმიკასი, ბუხალაკისი, სიოპისი, ანდრუცოსი, პავლიდისი (პელიკასი 46), მასურასი (ციოლისი 78), ბაკასეტასი

მკითხველის კომენტარები / 170 /
შეეშვით ამ ფეხბურთს ვეღარ მიხვდით რომ არაფერი გამოდის? ფულს რაში ხარჯავთ, რამდენი გაჭირვებულია ამ ქვეყანაზე. რამდენი ოპერაცია დაფინანსდებოდა და რამდენი ადამიანი გადარჩებოდა. სავსეა ინტერნეტი ავადმყოფებით, გვიშველეთ 1 ლარი გადმოგვირიცხეთო.
მამუკა
09 ოქტომბერი 2021 22:25
1
ხალხი არ ხაართ? არავინ იცით გზა როგორ შეილება ეს ფედერაცია შეიცვალოს? აქციები, პეტიციები რა არის საჭირო არავინ იცით?
Emigranti
09 ოქტომბერი 2021 22:07
2
სინდისი და ნამუსი, პირველ რიგში...
გელა
09 ოქტომბერი 2021 23:18
0
გაიხსწნეთ ქეცბამ რა უთხრა ხიზანიშვილს და რატომ აღარ იძახებდა ნაკრებში.ხიზანიშვილი და მისი ტოტალიზატორშიკი სასტავი უნდა წავიდნენ...ადმინ დაბლოკე ისევ ..როგორც აკეთებ ხოლმე
თემო
10 ოქტომბერი 2021 04:56
1
არც მათრახიანი მწვრთნელი გვყავს და არც კარგი ცხენები
დჭ
09 ოქტომბერი 2021 23:36
3
პატივცემულო ჟურნალისტებო მოიწვიეთ ეს ფეხბურთელები სტუდიაში და უთხარით თუ რატომ არიან ასე უვარგისები,რატომ აქ აქვთ მოტივაცია? თუ არ უნდათ თამაში ავიდნენ მთაწმინდაზე და .....,
123
09 ოქტომბერი 2021 22:14
2
ეს ფეხბურთელები არანაირ გულშემატკივრობას არ იმსახურებენ!
ნესტორი
09 ოქტომბერი 2021 22:08
2
უნამუსო ვიყო აღარ შემიძლია ყოველი ამათი მატჩის მერე ხუთი წლიდ ვბერდებ .
გულშემატკივარი
09 ოქტომბერი 2021 22:06
0
არავითარი ჯიგარი, მონდომება, კლასი რომ არ გვაქვს გასაგებია, მაგრამ ხომ უნდა იგრძნო ქვეყნის სახელით რომ გამოდიხარ? ასეთი სამარცხვინო თამაშების სერია არ გვქონია არასდროს
რეზო
09 ოქტომბერი 2021 22:18
2
რატომ ნერვიულობთ. დადეთ საქართველოს წაგებაზე და ბილეთი არ გაგიტყდებათ. ქვეყანაში სადაც თავმოყვარეობა და ღირსება ნულია ყველაფერი ფულია
დიმა
10 ოქტომბერი 2021 10:51
1
ყველაფერი იმის ბრალია რომ ფეხბურთის ძალიან ბევრი არაპროფესიონალი მუშაობს ფედერაციით დაწყებული მწვრთნელებით გაგრძელებული და ჟურნალისტებით დამთავრებული. არცერთი კრიტიკული სტატია არ წამიკითხავს ან სიღრმისეული ანალიზი ეროვნული ჩემპიონატის სრულ განადგურებაზე. ერთიდა იგივე მწვრთნელები და ფეხბურთელები რომ დამოგზაურებენ კლუბიდან კლუბში, ეს აწვს ფეხბურთის დონეს? ეს უვიცი მწვრთნელები და კომენტატორები რომ გიზოთ გადაცემებში და ჭკვიანური სახით იძახიან აგერ უკვე 20 წელია "ბავშვთა ფეხბირთში უნდა ჩაიდოს ინვესტიციაო" ეგ სიმართლე გგონიათ?! ბავშვთა ფეხბურთი არ არსებობს ფეხბურთი დიდების სათამაშოა! ბავშვებში ვთამაშობთ მაგრამ დიდები ვერ არიან პროფესიონალები ხომ ხედავთ? დიდების ფეხბურთს მიხედეთ. და უკონკურენტო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს. მოჯადობეული წრე რომ არის და ვერ შეაღწევ შიგნით.
Semi
10 ოქტომბერი 2021 09:08
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული