საქართველოს ნაკრების მორიგი უსახური მატჩი და მორიგი მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირზე საკუთარ მოედანზე საბერძნეთთან 0:2 დამარცხდა.

სექტემბრის წარუმატებელი სერიის შემდეგ „ჯვაროსნების“ მწვრთნელი ვილი სანიოლი ოქტომბერში თამაშის ხარისხის გამოსწორებას დაგვპირდა, ტრავმირებული ფეხბურთელებიც დაუბრუნდა, მხოლოდ კაშია და კიტეიშვილი აკლდა და ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა. სამწუხაროდ, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდა და ჩვენმა გუნდმა ფაქტიურად საკუთარი მოედნის უპირატესობა დაკარგა.

დებიუტში საქართველოს ნაკრები ინიციატივას დაეუფლა, ბერძნები კი სწრაფი და სახიფათო კონტრშეტევებით გვპასუხობდნენ და პავლიდისმა გოლი გაიტანა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა. 22-ე წუთზე საჯარიმოდან ჩაწოდებული ცაველასმა
დაარტყა და ლორიამ გადაგვარჩინა. საპასუხო იერიშისას კაკაბაძის დარტყმული მეკარე ვლახომიდოსმა მოიგერია. მეტოქე კარგად კეტავდა ზონებს, საქართველოს ნაკრები მწვავე შეტევებს ვერ ახერხებდა, მიქაუტაძე კი თამაშიდან გამოთიშული იყო. მე-40 წუთზე მასურასს ლორიამ არ დაანება გატანა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში თამაშის სურათი არ შეიცვალა და სანიოლმა ორმაგი ცვლილება განახორციელა - ჩაკვეტაძისა და მიქაუტაძის ნაცვლად მოედანზე გვილია და ოქრიაშვილი შეუშვა. უპირატესობას კი სტუმრები ფლობდნენ, მაგრამ მომენტი არც ერთ კართან არ იქმნებოდა, ყველაფერი ფრისკენ მიდიოდა, თუმცა 90-ე წუთზე მსაჯმა ვიდეოგამეორების შემდეგ დაასკვნა, რომ გიორბელიძემ საკუთარ საჯარიმოში ბურთზე ხელით ითამაშა, პენალტი დანიშნა, რომელიც ბაკასეტასმა გამოიყენა, ბოლოს კაკაბაძის შეცდომით პელიკასმა ისარგებლა და მორიგი მარცხი განვიცადეთ.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 12 ოქტომბერს სტუმრად კოსოვოსთან გამართავს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - საბერძნეთი 0:2
გოლები: 0:1 ბაკასეტასი (90, პენ), 0:2 პელიკასი (90+5)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, დვალი, გიორბელიძე, კანკავა, აბურჯანია (დავითაშვილი 90), ლობჟანიძე (ქვილითაია 90), ჩაკვეტაძე (გვილია 60), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ოქრიაშვილი 60)

საბერძნეთი: ვლახოდიმოსი, ცაველისი, მავროპანოსი, ჰაციდიაკოსი, ციმიკასი, ბუხალაკისი, სიოპისი, ანდრუცოსი, პავლიდისი (პელიკასი 46), მასურასი (ციოლისი 78), ბაკასეტასი

მკითხველის კომენტარები / 170 /
ერთი კარგი სათამაშო ფორმები ჩააცვით ბიჭებს, ეგება თამაშის ხარისხზედაც იმოქმედოს, თორემ უხარისხო თამაში და პლიუს ეს გოიმური ფორმები , უკვე ნამეტანია.
ბაჩო.
09 ოქტომბერი 2021 22:26
5
ხვიჩას თმა-წვერი და ამათი ეკიპირებაა ვითომ ჩვენი პრობლემა? ღირსება და ქვეყნისა და ხალხის პატივისცემაის დეფიციტია!
ანრი
09 ოქტომბერი 2021 23:13
1
უკეთეს ფორმის ხათრით შეიცვლებიან და მოიგებენ? გონზე არ არიან ფეხბურთის და თუ გინდა ძოწეულით მოსილი ფორმა ჩააცვი
: )))))))
09 ოქტომბერი 2021 23:22
0
გაუჭირდებოდათ :D დადეთ რა ვინ რამდენი მეტრი იარა :D აბა სურვილზე და კილომეტრებზე ლაპარაკი ცოტა უხერხულია!
ბექა
10 ოქტომბერი 2021 09:17
1
თუ თავმოყვარეობა ოდნავ მაინც შერჩათ ყველა უნდა გადადგეს ფედერაციიდან დაწყებული მწვრთნელებით გაგრძელებული!!! ამათ უკვე წაგებულის მენტალიტეტი სისხლში აქვთ გამჯდარი!!! უნდა მოვიდეს ახალი ხალხი და ნულიდან უნდა დაიწყოს!!! მრავალწლიანი კარგად გააზრებული და დაგეგმილი პროექტი! უნდა მიეხედოს ახალ თაობას რომელსაც არ აქვს წაგებულის მენტალიტეტი და თამაშს დაწყებამდე არ აგებს!!!
ნკ
09 ოქტომბერი 2021 22:51
3
თავს ზემოთ ძალა არ არის
Skorpion07
09 ოქტომბერი 2021 22:16
1
კაით რაა
ზუკა
09 ოქტომბერი 2021 22:06
1
ბოლო ხავსი იყო რომ ჩაკვეტაძე და კვარაცხელია, ერთად ვერ თამაშობდნენ თორემ მათ გამჩერებელი არავინ იყო. ეს მითიც დაინგრა, სასწრაფოდ რაღაცა გვაქვს მოსაფიქრებელი რომ მაგას ჩავეჭირდოთ! ხავსიც გამოგვაცალეს!
სიმართლე
10 ოქტომბერი 2021 12:18
1
არ დაიდარდოთ წინ კოსოვოა!!! მათაც ხომ უნდა ვასიამოვნოთ!!!
10 ოქტომბერი 2021 12:36
0
განცდა მეუფლება ფეხბურთი არის სხვა სპორტის სახეობა საქართველოს ნაკრები კი გამოდის სულ სხვა სპორტის სახეობაში. თავს ნუ მოვიტყუებთ ციფრები და სატურნირო ნდგომარეობა არ ტყუიან . რეალურად ვართ სუსტი ნაკრები სუსტი ფეხბურთელებით პლიუს გაუგებარი კვალიფიკაციის მწვრთნელით და ვართ იმ ადგილზე სადაც უნდა იყოს ასეთი დონის ნაკრები. 1 ქულით ფსკერზე გოლებს თავი დავანებოთ უუნარო "ცვეთადი"ს პოზიციაში, სამოყვარულო დონეზე "მეცხვარეებთან" კარისკენ დარტყმას ნახევრად მწვავე მომენტის შექმნას ვერ ახერხებს გუნდი მატჩების 90 პროც: კარში დარტყმაზე და გოლზე ხომ საერთოდ ლაპარაკი აღარაა. არა ფიზიკა არა სისწრაფე არა სწორი პოზიციური აყვანა მეტოქის, არა სწორი პირიქით "დაბნეული" ბურთის გორება რატომ იმიტომ რო ფეხბურთელებს მეტი კლასი არა აქვთ უბრალოდ განა არ უნდათ. დამიჯერეთ ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩება ალბანეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი, ბოსნია, ან ცოტა ძლიერი უკრაინა , თურქეთი, რუსეთი სერბეთი. ან ამ კალიბრის ნაკრებები პირველი ეშელონის გუნდებზე არ ვლაპარაკობ. უმწვრთნელოდ რომ გამოვიდნენ, გაგვიტანენ იმდენს რამდენიც დაჭირდებათ. და მატჩის შემდეგ გვეტყვიან მეტოქეს პატივს ვცემთო გაგვიჭირდებოდა ვიცოდითო და ასეთი დიპლომატიური პირფერობებით "ვითომ" მარა გულის სიღრმეში "ხომ არ გაციებთ" სინამდვილეში დაგეგმილი სამი ქულა ავიღეთო . ანდორას აზერბაიჯანის ლიტვის და მალტის და ამ საფეხბურთო ჯუჯების დონის ნაკრებად ვართ ქცეული უკვე კარგა ხანია სამწუხაროდ. და კიდევ ჩვენთან რომ ტალანტებს და ამომავალ ვარსკვლავებს ეძახიან მასეთი დონე იტალიის პრიმა ვერას 19 წლამდელებში კონა ათ შაურათაა დამიჯერეთ.
Anj: Vikario
10 ოქტომბერი 2021 11:25
1
უბედურება როცა ანალიზი არ კეთდება მარცხის ან თუ კეთდება არასწროად.გუნდი რომარაა ეს ვერ უნდა მიხვდე მწრვთნელი და ფედერაცია???ჯიგარიო იძახით ხოჭოლავამ სამჯერ თავი დუხვედრე ძლიერდარტყმულს ყველამ არ დაზოგა თავი მარა ცეცხლი აკლიათ გუნდურობის.აი მაგ კვარა როცა ჩაკვე იყო მოედანზე პასიური იყო კომბინაციაზე ვერ ყვებოდა.როცა ჩაკვე გავიდა აქტიური გახდა რატო??იმიტომ რომა არიციან გუნდური ხოოლო მარტო იცის უნდა მოატყუოს და გაამწვავოს ყოველთვის არ ამართლებს.სწოედ მაგიტო დარჩა მიქაუტაძე უბურთოდ.ის სხვა ფეხბურთს თამაშობს რაც არუნდა მოგვწონდეს კვარას თამაში გუნდურობა ეშლება. ჩვენ ნაკრებში სწორ ფეხბურთს,მხოლოდ ჩაკვე მიქაუტადზე, კიტე და კანკავა თამაშობს,ნუ აბურჯანია დაახლებით.სანამ გუნდი არ ჩამოყალიბდება თუგინდა ტყავიდან გაძვრენ ვერ მოიგებენ სტაბილურად. Ხო კიდე ქვილითაიათი გვაბედნიერეს მთელი თამაშები და როცა საჭიროიყო არ გამოიყვანეს ყველა საჰარრო ირველ ბურთს რომ აგებ თან 3 სწრაფი შემტევი გყავს შემოიყვანე რა დროულად ბურთის დამგდები სტოლბა ))მეტიმაინც არაფერი იცის.რომ საბას ჩაკვეს და კვარას ბურთი ცენტრში ქონდეთ.როცა პრესინგს გეთააშებიან და მოგერიება გიწევს.ან როცა კვარას 3 კაცი კეტევას და ხედავ გამოცვაე ლობჟანიძე და შემოიყვანე წიტეიშვილი იქაც 3 კაცი ხომერ მიირბენს 15 ხომარიყვნენ ბერძნები:)ერთიორი კაცი წიტესთვისაც არაა პრობლემა კი ატყუებს.სანიოლი ც სუსტია და სქემაც ასევე გუნდიც. Ნუ გუნდი საერთოდ არ კყვავს ფეხბურთელები არის მარა გუნდი არა
მოსეხონლი
10 ოქტომბერი 2021 08:51
0
საშუალოდ ჩვენმა ფეხბურთელებმა თოთოეულმა 4 კილომეტრამდე ირბინეს როდესაც ყველაზე ცუდად მორბენალს ბერძნების ნაკრებში 6 კილომეტრი აქვს ნარბენი
გოგა
09 ოქტომბერი 2021 22:54
2
წიტაიშვილი რატომ არ ათამაშეს, რაო ვერ ქაჩავსო? მე ვერ ვუყურე ამიტომ თამაშზე კომენტარს არ გავაკეთებ
გიორგი გორგაძე
09 ოქტომბერი 2021 22:18
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული