არც ევროპა და არც არაბთა გაერთიანებული საემიროები - კვირკველია კარიერას უკრაინაში გააგრძელებს

AutoSharing Option
ზაფხულის შემდეგ უგუნდოდ მყოფი საქართველოს ნაკრების 29 წლის ცენტრალური მცველი საბა კვირკველია "მეტალისტი 1925"-ის ფეხბურთელი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული კლუბი ავრცელებს.

ხარკოვულ კლუბში კვირკველიას 6-ნომრიანი მაისური გადასცეს.

"მეტალისტი 1925" ჩემპიონატზე მე-8 ადგილზეა და 16 ოქტომბერს "მარიუპოლს" დაუპირისპირდება.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კვირკველია, რომელსაც მოსკოვის "ლოკომოტივთან" კონტრაქტი დაუსრულდა და არ გაუგრძელეს, კარიერას რომელიმე ევროპულ კლუბში ან არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გააგრძელებდა და მან "პანათინაიკოსში" გადასვლაზე უარი თქვა.

"მეტალისტი 1925"-ის მწვრთნელმა ვალერი კრივენცოვმა თქვა, რომ კვირკველია მაღალკვალიფიციური, გამოცდილი მოთამაშეა, რომელმაც საქართველოს
ნაკრებში 40-ზე მეტ მატჩში მიიღო მონაწილეობა, გუნდს ძალიან გააძლიერებს, მით უმეტეს, დაცვის ხაზში საკადრო პრობლემები აქვთ და მისი ძალიან ეიმედებათ.
მკითხველის კომენტარები / 8 /
უკრაინა ევროპა არ არის? რა გეშველებათ? :)
პროფესტო
14 ოქტომბერი 2021 21:47
11
სამწუხაროდ საქართველოს ნაკრებმა დაკარგა ცენტრალური მცველი და დავრჩით კაშიას იმედზე ეგ უფრო სამწუხაროა
Tazo
14 ოქტომბერი 2021 21:27
15
კაშიას იმედზე დავრჩით და როდემდე იქნება კაშია ალბათ ხო? თორე კაშიას რა ჭირს ამ ეტაპზე დასაწუნი...
რა მაფიაა?
15 ოქტომბერი 2021 01:09
2
ა ძმაო კაცი, იცადა, იცადა, პანათინაიკოსიც კი უარით გაისტუმრა და გადავიდა ბოლოს, ნუ მთლად იუვენტუსი და რეალი არაა, მაგრამ ხარკოვის მეტალისტია ბოლობოლო, კი ღირდა ამდენ მოცდათ, აბა რა ჩემო საბა. ახლა ერთი ორი წელი იქ გააგორე ბურთი და მერე ან ულსან ჰუინდაიში წადი ვაკოსთან ან ვიეტნამის ბანტანში გადადი, იქ ქართველს ჯერ არ უთამაშია და აბა შენ იცი, მოახერხე რამე.
დათო
15 ოქტომბერი 2021 01:09
9
არც ევროპა არც საამიროებიო . უკრაინა ალბათ აზიაა ხო ?
civi
15 ოქტომბერი 2021 11:27
0
გრიგალავაც დაიმატონ ბარემ და გაუვალი იქნება მეგრული დუეტი. უთხრას რა ვინმემ ვალერი კრივენცოვს.
Lasha
15 ოქტომბერი 2021 17:37
1
საერთოდ უგუნდოდ ყოფნას ჯობს სადმე ითამაშოს არაბეთს და აზიას ჯობია უკრაინა ფიზიკურად მაინც ჯანზე იქნება თუ ივარჯიშა. ნაკრებსაც გამოადგეს იქნეებ!
beqa
15 ოქტომბერი 2021 11:54
0
ფორმის აღდგენისთვის არ არის ცუდი ვარიანტი ითამაშებს რამდენიმე თვე და გადავა მერე უკეთეს გუნდში ალბათ
კარგად გამოჩნდა ბოლო თამაშებში რომ ათამაშებული საბა ძალიან ჭირდება ნაკრებს
ლუკა
16 ოქტომბერი 2021 12:41
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული