აქტიურმა კვარაცხელიამ 91-ე წუთზე მახვილი კუთხიდან ვერ გაიტანა და "რუბინმა" 93-ე წუთზე გამარჯვება ხელიდან გაუშვა

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგაზე ზედიზედ სამი წაგების შემდეგ „რუბინი“ საკუთარ მოედანზე მოსკოვის „ლოკომოტივთან“ ფრეს დასჯერდა - 2:2.

ყაზანური გუნდის ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ სასტარტოში დააყენა და აქტიურიც იყო. პირველ ტაიმში მისი განივი გადაცემის შემდეგ ონუგჰამ ვერ შეძლო გატანა, შემდეგ მარადიშვილს გაექცა, საჯარიმოში ბარინოვთან შეჯახებისას წაიქცა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. ამას გარდა, დაცვასაც ეხმარებოდა და მარადიშვილის სახიფათო შეტევა ჩაშალა. 36-ე წუთზე კი მასპინძლები დრეიერმა დააწინაურა.

მეორე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. 66-ე წუთზე კვარაცხელიას წამოწყებული კომბინაციის მერე ოგნუჰამ დაამწუხრა „ლოკო“, თუმცა
მალე სმოლოვმა ანგარიში შეამცირა. 91-ე წუთზე ხვიჩა ისევ გაექცა მეურვეს და შეეძლო მატჩის ბედი გადაეწყვიტა, მაგრამ მახვილი კუთხიდან გოლის გატანა მეკარემ არ დაანება, ხოლო 93-ე წუთზე დედაქალაქელთა შემტევმა ჟამალეტდინოვმა ანგარიში გაათანაბრა და "რუბინმა" თითქმის მოპოვებული გამარჯვება ხელიდან გაუშვა.

"რუბინი" 15 ქულით მე-8 ადგილზეა და 24 ოქტომბერს გასვლაზე "უფას" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 21 /
დრეიერზე უკეთესის თამაში არ გენახოს ცხოვრებაში !
ქუთაისი
16 ოქტომბერი 2021 20:42
1
დრეიერი რომელმაც 4 გოლი გაიტანა 5 თამაშში უნდა დარჩეს რუბინში და კვარაცხელია, რომელმაც კარებში დარტყმა არ იცის (ისევე როგორც ქართველი ფეხბურთელების აბსოლუტურზე აბსოლუტურმა უმრავლესობამ) უნდა გადავიდეს აიაქსში, ტოტენჰემში თუ მილანში?
!!
16 ოქტომბერი 2021 20:19
44
თუ ფეხბურთში,ლამაზი ფეხბურთი გიყვარს,ხვიჩა თამაშობს და თუ მხოლოდ ანგარიში გაინტერესებს,მაშინ ჩათვალე რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია,დრეიერი კი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი.არ შეგედავები.
სოსო
17 ოქტომბერი 2021 09:51
0
პირველ ტაიმში სუფთა საგოლე გაუფუჭა თანაგუნდელმა. მეორე გოლში უდიდესი წვლილი შეიტანა.დღეს ძალიან აქტიური იყო და კარგად ითამაშა, უბრალოდ მეტს ველით და ვითხოვთ მისგან. ამდენი მაგარი მატჩი გადის და რუსული გუნდის თამაშს როგორ უნდა უყურო, თუმცა დღეს მეორე ტაიმში ისეთი სანახაობრივი ფეხბურთი შემოგვთავაზა ორივე გუნდმა, საკმაოდ გამიკვირდა.
Michael
16 ოქტომბერი 2021 20:07
0
დღეს ცუდად არ უთამაშია. ბევრჯერ გაამწვავა, მეორე გოლიც მაგის ქმედებას მოჰყვა. მეკარემ დაუშვა ბოლო წუთზე საშინელი შეცდომა და წინა თამაშზე ხვიჩას რომ აკრიტიკებდა, ახლა ნახოს როგორია ბოლო წამზე საშინელი შეცდომის გამო კრიტიკა.
კვარას დღეს ძალიან აქტიური იყო. ბევრი ლამაზი მომენტი ჰქონდა. მონდომება და მოტივირება დავინახე დღევანდელ თამაშში. ჯერ შორსაა თავისი საუკეთესო ფორმისგან მაგრამ იმედი მაქვს ამ ყველაფერს გადალახავს.
Herbst
16 ოქტომბერი 2021 20:01
0
ამდენი დამღლელითამაშების მერე აშკარად უკეთ ითამაშა, მაგრამ არის კომპონენტები, სადაც კიდევ ბევრი სამუშაო აქვს- თუნდაც კარში დარტყმა, რომ იყოს ეფექტური და მოულოდნელი. იმედია დახვეწს ამ ყველაფერს
ვაჟა
16 ოქტომბერი 2021 21:09
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული