კონფერენს ლიგის მესამე ტურში თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი „ანორთოსისი“ საკუთარ მოედანზე ფრეს დასჯერდა „ფლორასთან“ - 2:2.
25-ე წუთზე მასპინძლები დელეტიჩმა დააწინაურა, 28-ე წუთზე პოპოვიჩმა კაჭარავას პასით დალაშქრა ესტონელთა კარი, ხოლო მეორე ტაიმში ტალინელმა საპინენმა დუბლი შეასრულა.
კაჭარავამ, რომელიც „ანორთოსისის“ სასტარტოში 419 დღის შემდეგ პირველად იყო, მე-60 წუთამდე ითამაშა და მეორე ტაიმში ნაღდი მომენტი ვერ გამოიყენა, გიორგი ლორია და ნიკა ნინუა კი სათადარიგოები იყვნენ.
„ანორთოსისი“ B ჯგუფში 1 ქულით უკანასკნელ ადგილზეა და 4 ნოემბერს „ფლორას“ გასვლაზე დაუპირისპირდება.
ფამაგუსტური გუნდი ჯერჯერობით ვერც ქვეყნის
ჩემპიონატზე ასპარეზობს წარმატებულად - 6 ტურის შემდეგ 6 ქულით მე-9 ადგილზეა, თუმცა 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.