ჩაკვეტაძის 80 წუთი, კარგი თამაში და "გენტის" გამარჯვება ბელგრადში

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის მესამე ტურში "გენტმა" ბელგრადში "პარტიზანი" 1:0 დაამარცხა. გოლი 59-ე წუთზე კუმსმა გაიტანა.

მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა ჩაკვეტაძეს ნდობა გამოუცხადა, სასტარტოში დააყენა და არც შემცდარა - ქართველმა 80 წუთი ითამაშა, კარგად, ხალისიანად, როგორც სჩვევია, პასებს ანაწილებდა; თავდამსხმელი დეპუატრი ორჯერ გაიყვანა ხელსაყრელ პოზიციაზე. თავადაც ჰქონდა ორი მომენტი, ჯერ კარს ააცილა, შემდეგ კი მეკარე პოპოვიჩმა არ დაანება გატანა. მოკლედ, საქმეს ისეთი პირი უჩანს, მძიმე ტრავმების მერე მალე ძველ ჩაკვეტაძეს ვიხილავთ.

"გენტმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა, B ჯგუფში ლიდერია, მეორეადგილოსან "პარტიზანს" 3 ქულით
უსწრებს და სერბულ გუნდს 4 ნოემბერს უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
სპრინტები ცოტა ჰქონდა.ორთაბრძოლებიც,ტექნიკაც ჯერ კიდევ ვერ აღიდგინა,მაგრამ უკვე 80 წუთი იყო მოედანზე...აჩქარება საჭირო არ არის.სჯობია ნელა და ნაღდად აღიდგინოს კონდიციები.კლუბშიც უკვე მიხვდნენ შეცდომას და აღარ აჩქარებენ.პარტნიორებს ცოტა მეტი სათამაშო ინტელექტი რომ ჰქონდეთ,უკვე ახლავე,გაცილებით სასარგებლო იქნებოდა.
სოსო
22:48 22-10-2021
0
სწორედაც შვრება ორთაბრძოლებში რომ არ შედის. მაგის დროც მოვა
ლ.მაღლაკელიძე
20:21 22-10-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული