"ყველა აღიარებს იმას, რომ მაგრად თამაშობს..." - აჩი არველაძე

AutoSharing Option
ნახევრად სპორტული პოდკასტის სტუმარი აჩი არველაძე გახლდათ, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიასა და ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელების შესახებ ისაუბრა.

"ძალიან დიდი იმედი მაქვს, ხვიჩა ისე ითამაშებს, რომ წავიდეს დიდ გუნდში. ერთი პერიოდი ჩვენ ის გარდავტეხეთ, რომ ქართველი ფეხბურთელები დიდ კლუბებში მიდიოდნენ და ეს უნდა დააბრუნოს ახლა სწორედ კვარაცხელიამ.

კარგი იქნება, თუ წავა დიდ გუნდში და გაიყიდება დიდ თანხად და ჯაჭვური პრინციპით მას მიებმება შემდეგ ბევრი ფეხბურთელიც...

ძალიან კარგი ფეხბურთელია გიორგი აბუაშვილი, რომელიც "პორტოს" მე-2 გუნდში ასპარეზობს, თუმცა მიიღებს პრაქტიკას და დარწმუნებული ვარ, რომ
შემდეგ პირველ კლუბში გადაიყვანენ.

ძალიან ახალგაზრდაა უბრალოდ, 18 წლისაა და კარგი შანსი აქვს, რომ ისეთ დიდ გუნდში, როგორიც "პორტუა", მიაღწიოს წარმატებას.

ეს, როცა დიდ გუნდებზე ვსაუბრობთ, თუმცა გვყავს ძალიან კარგი ბავშვები, თუნდაც რუსეთში მოთამაშეები... ჩვენ როგორ ვართ ქართველები... თუ, მაგალითად, "რუბინში" თამაშობ კარგად, მაინც გინდა, რომ კარგ ევროპულ გუნდში წახვიდე და იქ ითამაშო მაგრად...

მოვიყვან არდა თურანის მაგალითს... "გალათასარაიში" რამდენჯერმე გახდა თურქეთის ჩემპიონი და იყო ძალიან მაგარი ფეხბურთელი, თუმცა ტოპ-გუნდში არ ეთამაშა... ჯერ წავიდა ჯერ მადრიდის "ატლეტიკოში", შემდეგ კი "ბარსელონაში" და გახდა ტოპ-ფეხბურთელი.

ჩვენც ამის სურვილი გვაქვს, რომ ეს ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელები, მიუხედავად იმისა, რომ კარგად თამაშობენ რუსეთში თუ სხვა ქვეყანაში, ისეთ გუნდებსა და ქვეყნებში წავიდნენ, რომ მარტო ჩვენ კი არ ვიტყვით, რომ აი, რა მაგარი ფეხბურთელია! - არამედ ყველა აღიარებს იმას, რომ მაგრად თამაშობს", - თქვა არველაძემ.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ვახტანგ გორგასალის, თამარ მეფის და ერეკლეს შტამომავლებს, ისედაც გვეკუთვნის პატივისცემა, თუმცა ჩვენ ერთი რამ გვავიწყდება, მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იყავი დილით, ერთი წუთის წინ, მთავარია ვინ ხარ ეხლა, ამ წუთას რას წარმოადგენ? ამას კი ყოველწამს დამტკიცება სჭირდება, ბრძოლა, ვარჯიში და მიზნისაკენ სწრაფვა, ჩვენთან ეგრეა,იყიდიან ბმვ და მორჩა, თუნდაც ხაბაროვსკის სკაში თამაშობდეს, მიზანს მივაღწიე, ოცნება ავისრულეო.. მანქანა და შმოტკაა ამათი ოცნება, ცოტა ფული და ნაშები სიმონ!!!! კარგად იციან, რომ ქვეყანაში ფეხბურთელები არ გვყავს და ნაკრებშიც დაუძახებენ, რა კონკურენცია, როცა სირბილი არავი უნდა? მანქანა ხომ იყიდა და აწი გიჟია ირბინოს?
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
16:15 22-10-2021
15
გეთანხმები აჩი!!! დავამატებდი, არ უნდა იჩქარონ უაზრო ტრანსფერები...
tngh
15:59 22-10-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული