უკრაინის პრემიერლიგაში საბა კვირკველიას დებიუტი შედგა.
"მეტალისტმა", რომლის ფეხბურთელი კვირკველია რამდენიმე დღის წინ გახდა, მე-12 ტურში ხარკოვში 4:0 დაამარცხა "ინგულეცი", ქართველი კი 78-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
"მეტალისტმა" ყველა ტურნირზე ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა, 19 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 31 ოქტომბერს "ზორიას" უმასპინძლებს.
ნამატჩევს კომენტარი "მეტალისტის" მწვრთნელმა ვალერი კრივენცოვმა გააკეთა: "დიახ, დღეს კვირკველიას დებიუტი ჰქონდა, მას 20 წუთზე ცოტა ნაკლების თამაშის საშუალება მივეცით. ეს კვალიფიცირებული, ძლიერი მცველია, ფორმას კრეფს. დღეს გადავწყვიტეთ გვეთამაშებინა, რათა საშინაო არენისა და გუნდის ატმოსფერო ეგრძნო. შეძლებისდაგვარად შევეცდებით
ძალა მოიკრიფოს, რომ უფრო და უფრო მეტი სათამაშო დრო მიიღოს, ვინაიდან ჩვენი ლაზარეთი ვერ ცარიელდება, სამწუხაროდ".