კვირკველიამ უკრაინის პრემიერლიგაში პირველად ითამაშა

AutoSharing Option
უკრაინის პრემიერლიგაში საბა კვირკველიას დებიუტი შედგა.

"მეტალისტმა", რომლის ფეხბურთელი კვირკველია რამდენიმე დღის წინ გახდა, მე-12 ტურში ხარკოვში 4:0 დაამარცხა "ინგულეცი", ქართველი კი 78-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

"მეტალისტმა" ყველა ტურნირზე ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა, 19 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 31 ოქტომბერს "ზორიას" უმასპინძლებს.

ნამატჩევს კომენტარი "მეტალისტის" მწვრთნელმა ვალერი კრივენცოვმა გააკეთა: "დიახ, დღეს კვირკველიას დებიუტი ჰქონდა, მას 20 წუთზე ცოტა ნაკლების თამაშის საშუალება მივეცით. ეს კვალიფიცირებული, ძლიერი მცველია, ფორმას კრეფს. დღეს გადავწყვიტეთ გვეთამაშებინა, რათა საშინაო არენისა და გუნდის ატმოსფერო ეგრძნო. შეძლებისდაგვარად შევეცდებით
ძალა მოიკრიფოს, რომ უფრო და უფრო მეტი სათამაშო დრო მიიღოს, ვინაიდან ჩვენი ლაზარეთი ვერ ცარიელდება, სამწუხაროდ".

მკითხველის კომენტარები / 4 /
მნიშვნელობა არა აქვს,სად ითამაშებს.მთავარია ფეხბურთის თამაშის სურვილი და ამბიციები დაიბრუნოს.საბა დასაკარგი ფეხბურთელი არ არის და ეს ყველამ ვიცით.იმედია ყველაფერი ცუდი,უკან მოიტოვა.არ ვიცი რა,მაგრამ მას აშკარად რაღაც სხვა პრობლემები ჰქონდა,რამაც ფორმის ასეთ დეგრადაციამდე მიიყვანა.არც ასაკი აქვს ისეთი,რომ ყველაფერი დაგვიანებული იყოს,აგერ პესტერს რომ ჰპირდებოდნენ,მისი ლიდერი ჯეიმი ვარდი,28 წლისა იყო,ლესტერში რომ მივიდა ქარხნის გუნდიდან და უკვე რამდენი წელია,რაც ბრწყინავს.საბა ხომ მცველია,მისი საფეხბურთო დღეგრძელობა,კიდევ უფრო მეტი შეიძლება იყოს.წარმატებები საბა!
სოსო
11:42 23-10-2021
0
კვირკველია 28 წლისაა. ცენურალური მცველისთვის ეს არაფერი ასაკი არ არის, მითუმეტეს დღევანდელ დღეს. მონაცემები ძალიან მაგარი აქვს. დროს თუ არ დაკარგავს და ძალიან ბევრს იმუშავებს დაკარგული ჯერ არაფერი აქვს- კარგი გუნდი კარგ ევროპულ ჩემპიონატში სულაც არაა მისთვის არარეალური. ოღონდ მართლა თავდაუზოგავი მუშაობის პირობით. საბა, ნიჭი გაქვს, თავს ნუ დაზოგავ, იმუშავე და მაგალითი გვაჩვენე, როგორ შეიძლება კრიზისის დაძლევა და მაგარი შედეგის დადება. შეძლებ თუ მოინდომებ.
არტ
11:40 23-10-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული